არა ოკუპაციას!

Ответить
Аватара пользователя

Автор темы
irakly

Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Админ
Сообщения: 91214
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
Благодарил (а): 15679 раз
Поблагодарили: 25077 раз
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: არა ოკუპაციას!

Сообщение irakly »

David Goderdzishvili

2008 წლის 26 აგვისტო იყო...
სამსახურში არ წავედი. უბრალოდ ჩავჯექი მანქანაში და გავყევი მოსკოვის საცობების უწყვეტ დინებას. რადიო "Эхо Москвы"-ზე მქონდა ჩართული და შეშინებული ვუსმენდი და ველოდი...
სოჭში, რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა...
ეთერი საგანგებოდ მთავარ რედაქტორს, ვენედიქტოვს მიყავდა. რა გველოდა რამოდენიმე საათში ამაზე ფიქრისაც კი მეშინოდა...
წვიმდა...
და უცებ დაიწყო...
მედვედევის ხუთ წუთიანი სიტყვა, ჯოჯოხეთურ უსასრულობად მომეჩვენა...
მერე დიდ ხანს ვურტყი საჭეს მუშტები და ისე ვღიალებდი ფანჯრებ აწეულ მანქანაში, რომ გამვლელი გოგონები გაჩერდნენ წვიმაში და გაოგნებულნი მიყურებდნენ. მათმა მზერამ გამომაფხიზლა.
ცოტა გონს რომ მოვედი და ყურადღების კონცენტრაცია შევძელი,ეთერში სატელეფონო ხაზზე ვიღაც სახელმწიფო მოხელე, ახალგაზრდა ბიჭი ყავდათ ჩართული თბილისიდან. არც მისი სახელი მახსოვს, არც თანამდებობა და არც ის სიტყვები მახსოვს რაც მან ამ ჩართვისას წარმოთქვა. მახსოვს მხოლოდ მის მერე დარჩენილი შთაბეჭდილება, მხოლოდ ემოცია, მხოლოდ თავიდან ანთებული, წამების წინ თითქოს სამუდამოდ ჩამქრალი იმედი...
იმედი იმის რომ საქართველოს ხელისუფლება არ გატეხილა და ერთი შეხედვით "წაგებული" ომის მერე ისევ მწყობრშია, ისევ შეტევაზეა და ისევ ისე შეუძლია მიიღოს ბრძოლის გამოწვევა.
გამახსენდა დაუღალავი მიშა, რომელიც ისევ ივლიდა, ივლიდა, ივლიდა და ისევ ილაპარაკებდა, ილაპარაკებდა და ილაპარაკებდა საქართველოს დეოკუპაციაზე მერკელთან და ბაიდენთან, ლუკაშენკოსთან თუ სარკოზისთან, ბაქოში თუ იოჰანესბურგში...
დიდ ძალას და შემართებას გრძნობ როდესაც იცი რომ სახელმწიფოს ძლიერებისათვის ერთ მუშტად შეკრული გუნდი დღეს და ღამეს გაასწორებს, ააშენებს, გარდაქმნის, მოიზიდავს, გაავრცელებს, დანერგავს, ივლის, ივლის ივლის და არ მოასვენებს არავის ვისაც კი რაიმე როლის თამაში შეუძლია საქართველოს სიძლიერისათვის. დიდი ძალაა როდესაც გჯერა მათი.
მაშინ ისედაც დაკარგული აფხაზეთი და სამაჩაბლო უთანასწორო ბრძოლაში, დროებით დავკარგეთ...
ბრძოლაში... გესმით თქვენ ეს სიტყვა?
ბრძოლაში დამარცხება ყოველთვის დროებითი იყო საქართველოსათვის...
და თან ასეთი დამარცხება ბევრ გამარჯვებაზე მეტი იყო იმ დროინდელი საქართველოსათვის...
დღეს...
დღეს დემონსტრაციულად ფარ-ხმალ დაყრილმა ხელისუფლებამ მშვიდობიანად დააკანონა საქართველოს ერთიანობისათვის დაღვრილი სისხლით მორწყული მიწები რუსეთის საკუთრებაში.
დღეს ხელისუფლების მხრიდან იყო ვაზელინის სუნით გაჟღენთილი მორიდებული წკავწკავი...
ეკლესია საერთოდ სდუმს და რუსეთის წიაღში, სოფრინოს ფაბრიკაში დამზადებული იაფფასიანი საეკლესიო ნივთების 500% ფასნამატით გაყიდულ შემოსავალს ითვლიან დღის ბოლოს.
გასკდა გული...
იმედის ნაპერწკლის იმედით საინფორმაციო ლენტას გადავხედე...
ყველგან გულის ამრევი, რუსეთის ძუძუ ნაწოვი სახეები. ზაქარეიშვილი, საგანელიძე, ტყემალაძე, უსუფაშვილი, ვოლსკი, ხიდაშელი, ჩვენი გონება შეზღუდული პრემიერი რომელმაც ბიძინას ქების და ნაციონალების გინების გარდა მხოლოდ იუთუბის ხმარება იცის... ამათ იმედზე უნდა ვიყოთ? თუ იმ საგარეო საქმეთა მინისტრის იმედზე, ვინც პირველივე თვალების დაბრიალებაზე და ხელფასის ოდენობის გაგონებაზე, ერთი დღით ადრე საჯაროდ განცხადებული თავისი პრინციპული განცხადება ფურთხის ფასადაც არ შეაფასა და უსირცხვილოდ უკან წაიღო...
მითხარით ვინმემ სად არის საშველი?
მანუგეშეთ ვინმემ რომ მინდოდეს ამ ქვეყანაში დარჩენა შვილებთან ერთად და არ მეპარებოდეს გველივით ფიქრები ამერიკაში წასვლაზე...

დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Аватара пользователя

Автор темы
irakly

Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Админ
Сообщения: 91214
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
Благодарил (а): 15679 раз
Поблагодарили: 25077 раз
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: არა ოკუპაციას!

Сообщение irakly »

Изображение

ცნობილი მუსიკოსი, ბექა გოჩიაშვილი რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიას ეხმაურება და იმ ქართველებს მიმართავს, რომლებსაც კრემლის პოლიტიკის მიმართ პროტესტი არ უჩნდებათ.
"ვისაც აფხაზეთის ანექსიაზე შინაგანი პროტესტის გრძნობა მაინც არ გიჩნდებათ, თქვენი დედა მოვტყან.
დიდი ბოდიშის მოხდით.
P.S: (პირველად ვიგინები სახალხოდ!)" - დაწერა მუსიკოსმა ბექა გოჩიაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

http://presa.ge/new/?m=politics&AID=32355
დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Аватара пользователя

Автор темы
irakly

Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Админ
Сообщения: 91214
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
Благодарил (а): 15679 раз
Поблагодарили: 25077 раз
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: არა ოკუპაციას!

Сообщение irakly »

Gocha Gvaramia

დონეცკელი "კიბორგები" - "ესენი უბრალოდ ის უკრაინელი ბიჭები არიან, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მტრისთვის „ბაბაია“ აღარასოდეს დაეძახათ..." (c) გაგა გაბრონიძე....
============================
კარგად წაიკითხეთ განსაკუთრებით იმათმა, ვისაც "ბაბაიას" დაძახება და მონურად ცხოვრება უფრო გიყვართ, ვიდრე წელგამართულად სამშობლოსათვის თავგანწირვა. და ამ მონურ პოზაში ცხოვრებას, რომ საკუთარ სტომაქს არაფერი დააკლოთ მზად ხართ ქვეყანა ფეხებზე დაიკიდოთ.. თუმცა თქვენთვის ქვეყანა მხოლოდ ცარიელი სიტყვაა და სვა არაფერი... თუ ფიზიკის მცნებით ავხსნით - სიტყვა კი ჰაერის რხევაა (слова, это колебание воздуха)... ჰოდა ვისაც მხოლოდ ჰაერის რხევების პრინციპით გსურთ ცხოვრება და "ბაბაიას" ძახილი, ჩრდილოეთისკენ გზა ხსნილია...

დონეცკელი „კიბორგები“

Изображение

Изображение

http://iveria.biz/1034--.html
დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Аватара пользователя

ქართველი
Сообщения: 1082
Зарегистрирован: 05 фев 2014, 21:54
Благодарил (а): 121 раз
Поблагодарили: 132 раза
Пол:
Georgia

Re: არა ოკუპაციას!

Сообщение ქართველი »

привет, я вернулся!
Аватара пользователя

Автор темы
irakly

Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Админ
Сообщения: 91214
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
Благодарил (а): 15679 раз
Поблагодарили: 25077 раз
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: არა ოკუპაციას!

Сообщение irakly »

[video][/video]
დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Аватара пользователя

Автор темы
irakly

Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Админ
Сообщения: 91214
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
Благодарил (а): 15679 раз
Поблагодарили: 25077 раз
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: არა ოკუპაციას!

Сообщение irakly »

მაგარი გამოსვლა

[video][/video]
დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Аватара пользователя

Автор темы
irakly

Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Админ
Сообщения: 91214
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
Благодарил (а): 15679 раз
Поблагодарили: 25077 раз
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: არა ოკუპაციას!

Сообщение irakly »

ბაჩო ახალაია: რუსეთი არ არის დაუძლეველი ძალა

… თუ ვინმემ არ იცის , უნდა გავაგებინოთ, თუ ვინმეს არ ესმის, უნდა ავუხსნათ, თუ ვინმეს დაავიწყდა, უნდა შევახსენოთ – ეს ჩვენ გვყავს ასიათასობით დევნილი აფხაზეთიდან, ეს ჩვენ დაგვიხოცეს ათი ათასობით მოქალაქე აფხაზეთში, ეს ჩვენ წაგვართვეს საკუთრება, ეს ჩვენ მოგვიწყვეს გენოციდი და ეთნიკური წმენდა. ძალიან კარგია, რომ არ გვამოძრავებს შურისძიება და არც უნდა გვამოძრავებდეს, მაგრამ ვერაფერმა უნდა შეაჩეროს ჩვენი სამართლიანი სურვილი სახლში დაბრუნებისა, საკუთარი ქონებისა და მიწის დაბრუნებისა და ამ გზაზე არც არაფერი გვაქვს სალაპარაკო საქართველოს იმ ჯალათებთან, რომლებიც ჩვენი უდანაშაულო მოქალაქეების სისხლში ცურავენ. ისინი შინისაკენ მიმავალ გზაზე უბრალოდ არ უნდა გადაგვეღობონ თუნდაც რუსეთის იმედით. რუსეთი არ არის დაუძლეველი ძალა, ის უბრალოდ ცინიკური და ძლიერი მტერია. საქართველომ ამ გზაზე ყველაფერი უნდა გააკეთოს, საკუთარ შესაძლებლობებს უნდა გადააჭარბოს, რათა გამოწვევებს გაუმკლავდეს.
ამ გზაზე სვლა საქართველოს სიცოცხლის უფლების რეალიზაციაა, სოხუმში დაბრუნება ჩვენი სიცოცხლის ტოლფასია, ხოლო რუსების მიერ ოკუპაციაზე ხელის აღება აშკარად ხანგრძლივი მშვიდობის პირობა იქნებოდა…

ნაწყვეტი წიგნიდან – “სოხუმი ჩემი იერუსალიმი”

http://www.tzona.org/ruseti-ar-aris-daudzleveli-dzala/
დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Аватара пользователя

Автор темы
irakly

Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Админ
Сообщения: 91214
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
Благодарил (а): 15679 раз
Поблагодарили: 25077 раз
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: არა ოკუპაციას!

Сообщение irakly »

Изображение
დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Аватара пользователя

Автор темы
irakly

Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Админ
Сообщения: 91214
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
Благодарил (а): 15679 раз
Поблагодарили: 25077 раз
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: არა ოკუპაციას!

Сообщение irakly »

შეწყდეს სააკაშვილის დევნა, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, გადადგეს მთავრობა - ირაკლი წერეთელი გრძელვადიან შიმშილობას იწყებს

Изображение

27 აპრილიდან საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ყოფილმა ლიდერმა, ეროვნული მოძრაობის ერთერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა ირაკლი წერეთელმა გრძელვადიანი შიმშილობა დაიწყო.

განცხადება წერეთელმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გაავრცელა. ირაკლი წერეთელი სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მთავრობის გადადგომას და კოალიციური მთავრობის შექმნას, საქართველოში აშშ-ის სამხედრო ბაზებისა და კონტინგენტის განთავსებას ითხოვს, ასევე, მიმართავს პროდასავლურ ძალებს, 26 მაისს ზეპარტიული მანიფესტაცია მოაწყონ.

დღეს 2015 წლის 27 აპრილს 18 საათზე ეროვნული მოძრაობის წევრმა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თანამებრძოლმა, ბატონმა ირაკლი წერეთელმა გრძელვადიანი შიმშილობა დაიწყო.
,,დღეს, ორშაბათს,2015 წლის 27 აპრილს ქრისტესშობიდან ვაცხადებ გრძელვადიან შიმშილობას გამოკვეთილად კონრეტული უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოთხოვნებით:

1 დაუყოვნებლივ შეწყდეს ყოვლად გაუმართლებელი, ყოვლად სამარცხვინო სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ და სასწრაფოდ შეწყდეს მის წინააღმდეგ აღძრული ყოველგვარი სისხლის სამართლის საქმე და ბრალდება!

მიხეილ სააკაშვილს ვუცხადებ, რომ იგი დღევანდელი მდგომარეობით, აუცილებლად არის უსამართლოდ პოლიტიკური დევნილი, რუსეთისა და პრორუსული ხელისუფლების მიერ და ამასთან ერთად ღირსეული მებრძოლი პოლიტიკურად, უკრაინისა და უკრაინელი ერის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის!

2-დაუყოვნებლივ განთავისუფლდნენ უსამართლო პატიმრობიდან ქართველი პოლიტპატიმრები ბაჩანა ახალაია, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ღირსეული და პატრიოტი ქართველი სამხედრო პირები!

3 - საქართველოს პარლამენტმა, როგორც დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს უმაღლესმა წარმომადგენლობითმა საკანონმდებლო ორგანომ, სასწრაფოდ მიიღოს ორგანული კანონი, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული და მიმდინარე რუსეთის მრავალწლოვანი იმპერიული აგრესიისა და მისი დანაშაულებრივი შედეგების საერთაშორისო მხილების, დაგმობის, აკრძალვისა და აღკვეთის შესახებ!

4-საქართველოს პარლამენტმა, შესაბამისო საკანონმდებლო,სავალდებულოდ აღსასრულებელი სამართლებრივი-საკანონმდებლო აქტის მიღებით, დაადასტუროს საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფოს უზენაესი კანონის - 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციიც უზენაესობა, მისი დაცვისა და შესრულების აუცილებლობა, თუნდაც მასში შესატანი ცვლილებებისა და შესწორებების კონსტიტუციურად განსაზღვრული მიღებით!

5 -გადადგეს დღევანდელი მთავრობა, შეიქმნას დროებითი კოალიციური მთავრობა, ოპოზიციის წარმომადგენელთა მონაწილეობითაც!

6-საქართველოს ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვის, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში, სასწრაფო წესით შემოვიდნენ აშშ-ს სამხედრო კონტიგენტები და საქართველოში განთავსდეს აშშ-ს სამხედრო ბაზები!

7 - 2015 წლის 26 მაისს საქართველოში. კონკრეტულად ტფილისში,ყველა ეროვნული, დემოკრატიული, ატლანტიკური ძალის ერთობლივი მონაწილეობით ჩატარდეს მაქსიმალურად მრავალრიცხოვანი პოლიტიკური ზეპარტიული დემონსტრაცია, გამოკვეთილად კონკრეტული მოთხოვნებით!

პირველი ხუთი მოთხოვნით მივმართავ საქართველოს პარლამენტს! მეექვსე მოთხოვნით მიმართავ აშშ-ს. მეშვიდე მოთხოვნით მივმართავ ეროვნულ და ატლანტიკური ოპოზიციის მთლიან სპექტრს და აუცილებლად მთელს ქართველ ერს, ყველა ნამდვილ, თავისუფლებისმოყვარე, ღირსეულ ქართველს!

ჩემი შიმშილობის პირველი სამი დღე ვიქნები სახლში. 2015 წლის 30 აპრილიდან დავიწყებ სისტემატიურ გასვლას გარეთ! ყველას ვინც დაინტერესებდებით უპრობლემოდ შეგიძლიათ მნახოთ. სოლიდარობა და სტუმრობა მხოლოდ გამახარებს. გაუმარჯოს ღირსეულ ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, სამართლიანობისთვის!

სოლიდარობა ქართველ პოლიტპატიმრებს! სოლიდარობა უსამართლო და სამარცხვინო დევნილობაში მყოფ საქართველოს ექსპრეზიდენტს! სოლიდარობა საქართველოს ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის უკვდავსა და უაღმატებულეს იდეას!

ძირს რუსეთის ყოვლად დამპალი და უბოროტესი იმპერია! დიდება ეროვნულ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას! დიდება უზენაეს უფალ ღმერთს!.

ჩემი გრძელვადიანი შიმშილობა უკვე ოფიციალურად დაიწყო", - წერს ირაკლი წერეთელი.

http://www.fmabkhazia.com/news/13303-sh ... cqebs.html
დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Аватара пользователя

Автор темы
irakly

Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Админ
Сообщения: 91214
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
Благодарил (а): 15679 раз
Поблагодарили: 25077 раз
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: არა ოკუპაციას!

Сообщение irakly »

დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Ответить