საქოცეთი და ქართული ტიტუშკები

Ответить
Аватара пользователя

IrakliGe

Писатель Фоторепортер
Джентльмен Благодетель
Активист
Модератор
Сообщения: 32501
Зарегистрирован: 13 янв 2011, 17:04
Награды: 5
Откуда: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
Благодарил (а): 2957 раз
Поблагодарили: 9445 раз
Пол:
Georgia

Re: საქოცეთი და ქართული ტიტუშკები

Сообщение IrakliGe »

irakly писал(а):ესეიგი მართლა მაგარი ჭკვიანები ყოფილან და პროფესიონალურად აყალბებდნენ.
ამას არც არავინ უარყოფს.
irakly писал(а):ამგენს არც ნორმალური არჩევნების ჩატარება სცოდნიათ და ვერც აყალბებენ ისე რომ ვერავინ მიხვდეს.
გეთანხმები
Изображение
Аватара пользователя

Автор темы
irakly

Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Админ
Сообщения: 91208
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
Благодарил (а): 15678 раз
Поблагодарили: 25069 раз
Пол:
Georgia
Контактная информация:

საქოცეთი და ქართული ტიტუშკები

Сообщение irakly »

ერთი ცუდი დღე და კოშმარული ორი წელი

დღეს ცნობილი გახდა ქვეყნის ხელისუფლების რამდენიმე უგუნური გადაწყვეტილების შესახებ.
1. სომხეთთან გაფორმდა ხელშეკრულება საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივი დაცვის შესახებ
2. თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ გაყიდოს ჩვენს არსენალში არსებული სუ-25-ები.

საზოგადოებასალბათ ახსოვს, რომ როდესაც ჯერ კიდევ წინა გაზაფხულზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოაცხადა, მთავრობა დელტას კომპლექსის ეკონომიკის სამინისტროზე გადაცემას და გაყიდვას აპირებსო, გამოვარდნენ მინისტრები, მეოცნებე დეპუტატები და პრეზიდენტი ტყუილში დაადანაშაულეს. ამის შემდეგგავიდა წელიწადზე ნაკლები, მთავრობამ მართლაც გადასცა დელტა ეკონომიკის სამინისტროს და საწარმოს მუშაობა სრულად გააჩერეს. მართალია, ვერ გაყიდეს და თავიდანვე უნდა სცოდნოდათ,რომ დელტას გაყიდვა, სპეციფიკიდან გამომდინარე, მარტივი საქმე არ არის, მაგრამ მცდელობაგრძელდება, საწარმო კი უქმად დგას.
ასეათუ ისე, მთავრობის უტიფარმა ტყუილმა ისე ჩაიარა, ბევრმა ვერ შეამჩნია. ამასობაში კრემლში მშვიდად არიან (არ ვანერვიულებთ), ჩვენი თავდაცვის მრეწველობა კი იძირება.
დღეს თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ საწარმოს გაჩერებას არ დასჯერდნენ და ახლა სუ 25-ების გასხვისებას აპირებენ. განსაკუთრებით სულელური იყო არგუმენტი, რაც დაასახელეს. ამბობენ, რომ თვითმფრინავები ამორტიზებულიადა შეკეთებას არ ექვემდებარება. საქმეში სულ ოდნავ ჩახედული ხალხი მიხვდება, რამხელა სისულელესთან და ტყუილთან გვაქვს საქმე. ჯერ ერთი, თუ რომელიმე ხომალდს ფრენის რესურსი ამოეწურა (რაც შესაძლებელია), შესაბამისი სერვისის შემდეგ მისი განახლება შესაძლებელია. ამას გარდა, თუ ისინი მართლაც აღარ კეთდება და გამოუსადეგარია (რაც წარმოუდგენელია), მაშინ ვის უნდა მიყიდონ ეს ჯართი? ძალიან სამწუხაროა,რომ ალასანია და მისი უწყება გონივრული ტყუილის გამოსაგონებლადაც კი არ იწუხებს თავს.
თავდაცვაში ასევე განაცხადეს, რომ ფლოტის განახლებას აპირებენ. კი ბატონო, მაგრამ ახალი ფრანგული ვერტმფრენები რომ გაყიდეს, ამით როგორ მოემსახურნენ ფლოტის განახლების მიზანს? თუმცა მაშინ სხვა სულელურიმიზეზი მოიგონეს – ეს ფუფუნების საგნებიაო. ნეტავ, კიდევ სჯერა ვინმეს ამ ხალხის?
ახლა, რაც შეეხება სომხეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებას…
ანდრო ბარნოვი

მართალია, ფანჯიკიძემ, ალბათ ყველაზე უვიცმა და სამარცხვინო საგარეო მინისტრმა რაც საქართველოსოდესმე ყოლია, საზეიმოდ გამოგვიცხადა, რომ ეს ჩვეულებრივი ხელშეკრულებაა, რომელსაც მეგობარ ქვეყანასთან ვაფორმებთო, მაგრამ საზოგადოებამ იცის, რომ სომხეთი ე.წ. „ოდკბ“-ს წევრი, ანუ რუსეთის სამხედრო-სტრატეგიული მოკავშირეა. ახლა დასვას საზოგადოებამ კითხვა: ჩვენ თუ ნამდვილად ვისწრაფვით ნატოში ინტეგრაციისაკენ, როგორ წარმოგვიდგენია, რომ ნატოან მისი რომელიმე წევრი რაიმე ინფორმაციას გაგვიზიარებს, როცა ეცოდინება, რომ ეს ინფორმაციასომხეთის და რუსეთის ხელში შეიძლება აღმოჩნდეს? რამდენადაც ვიცი, დღეს ანალოგიური ხელშეკრულებები გვაქვს ავსტრიასთან, აზერბაიჯანთან, ბულგარეთთან, ესპანეთთან, ესტონეთთან, ლატვიასთან და ლიტვასთან, საფრანგეთთან, ლუქსემბურგთან, სლოვაკეთთან, ჩეხეთთან და უკრაინასთან. ალბათ უცნაურად ერთიც არ გეჩვენებათ, არა? მაგრამ სომხეთთან გაფორმებული ხელშეკრულებამხოლოდ უგუნურობა კი არ არის, ეს გადაწყვეტილება ძალიან ბევრ კითხვას აჩენს ხელისუფლების რეალური ჩანაფიქრებისა და საგარეო კურსის შესახებ.
საზოგადოებას ალბათ ისიც კარგად ახსოვს, რომ ივანიშვილი ევრაზიის კავშირისა და ნატოს წევრობას ერთდროულად „აპირებდა“. ბევრი დაცინვისა და გაკიცხვის შემდეგ ეს აზრები ღიად აღარ გამოუთქვამთ,მაგრამ ვაი, რომ ეს აზრი თუ უაზრობა, როგორც ჩანს, დღემდე ან არ შეუცვლიათ, ანდა – არჩევანი აშკარად კრემლის სასარგებლოდ გააკეთეს. გულწრფელად რომ ვთქვა, მე სწორედ რუსეთისკენ თავქუდმოგლეჯილ სვლას ვხედავ.
ისიც არაერთხელ გვითქვამს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც მთავრობა პროდასავლურობის ელვარე მაგალითად გვაჩეჩებს, ასეთად ნამდვილად ვერ გამოდგება. სტრატეგიულ კავშირებში უპირატესობა ყოველთვის ენიჭება სამხედრო და ენერგეტიკულ კავშირებს და არა- გარიგებებს სოფლის მეურნეობის, ინსტიტუციური რეფორმებისა თუ ტრანსპორტის შესახებ. ასოცრების ხელშეკრულების ხელმოწერა ძალიან მნიშვნელოვანი აქტია, მაგრამ მას მნიშვნელობა კომპლექსში ენიჭება. ცალკე აღებული, რუსეთის იმპერიულ მიზნებს ეს ხელშეკრულება ხელს ვერ შეუშლის.
თუმცა უბედურება ისაა, რომ საქართველოს მიერ ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ, რაც კრემლისთვის „დამღუპველად“არ აღიქმება, რუსეთმა, როგორც ჩანს, ენერგიული ვაჭრობა მაინც მოაყოლა და მისთვის დიდად სასარგებლო შედეგებითაც.
ვერ გამოვრიცხავთ, რომ საქართველოს საჰაერო ძალების ფაქტობრივი გაუქმება სწორედ ამ ვაჭრობის ერთ-ერთი შედეგი იყოს. ასევე საეჭვოდ გამოიყურება აფხაზეთის რკინიგზის საკითხი, რომელიც ივანიშვილის სომხური ვოიაჟიდან ერთწლიანი პაუზის შემდეგ ისევ დადგა დღის წესრიგში. ასევე საინტერესოა ღარიბაშვილის აღტკინება მერკელთან შეხვედრის შემდეგ და ეს იმ ფონზე, როდესაც ამ შეხვედრის შემდეგ მერკელმა გამოაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას კი მიესალმება, მაგრამ ნატოსა და მაპ-ზე ფიქრიც არ უნდა გავბედოთ.
ყველას გვესმის, რომ აფხაზეთის რკინიგზას აფხაზეთთან და აფხაზებთან არა აქვს კავშირი. ეს თემა საინტერესოა სომხეთისთვისაც, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა არც ამას აქვს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის ინტერესს, რომ გიუმრის ბაზასთან პირდაპირი სახმელეთო კავშირი დაამყაროს და, შესაბამისად, ხმელეთით დაუკავშირდეს ირანსაც, ეს კი ძალიან მნიშვნელოვან ენერგეტიკულ კავშირებსაც ნიშნავს.
როდესაც საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე და სტრატეგიაზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ სტრატეგიულ პრიორიტეტებს სწორედ ასეთი კავშირები აღწერს, როგორიცაა რკინიგზა, ენერგეტიკა და სამხედროგზები. ამიტომ, აქ კითხვაც ცოტა რჩება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის რუსული პრიორიტეტის შესახებ.

ყველა დასახელებული ფაქტი და ლოგიკური ვარაუდი რომ შევაჯამოთ, კატასტროფულ სურათს ვიღებთ:
- საქართველომ უკვე ღიად დაიწყო აშკარა დაბრკოლებების შექმნა ნატოში ინტეგრაციისგზაზე (ხსენებული ხელშეკრულების ხელმოწერა სომხეთთან)
- საქართველო გზას უხსნის რუსეთს კავკასიაში სრული სამხედრო დომინირებისათვის (აფხაზეთის რკინიგზა)
- საქართველო ფაქტიურად აუქმებს სამხედრო საჰაერო ძალებს(ვერტმფრენების და თვითმფრინავების გაყიდვა)
- საქართველო აუქმებს თავდაცვის მრეწველობას (დელტას გაჩერება)
- საქართველო ეკონომიკას კვლავ უქვემდებარებს რუსეთს


ერთი სიტყვით, საქართველომ დაივიწყა, რომ აქვს ეროვნული ინტერესები და გადაიქცა სათამაშოდ და პაიკად, რომლითაც ადვილად თამაშობს ყველა, ვისაც მოეხასიათება. და სამწუხაროდ, ეს ის ქვეყანაა, რომელიც სულ ორი წლის წინ უდიდეს როლს თამაშობდა რეგიონში და მსოფლიოს ყველა განვითარებადი ქვეყნისთვის მისაბაძი მაგალითი იყო, დასავლეთის განვითარებული ქვეყნებისთვის კი – აღფრთოვანების საგანი.
ასე რომ, დღეს იყო მორიგი ცუდი დღე უტვინო, უპრინციპო, ლაჩრული და მართლაცდა ავადსახსენებელი ორი წლის განმავლობაში. კიდევ რამდენი იქნება ასეთი დღეები – ესაა საკითხავი…

http://www.tzona.org/erti-cudi-dge-da-k ... -ori-weli/
დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Аватара пользователя

ქართველი
Сообщения: 1082
Зарегистрирован: 05 фев 2014, 21:54
Благодарил (а): 121 раз
Поблагодарили: 132 раза
Пол:
Georgia

საქოცეთი და ქართული ტიტუშკები

Сообщение ქართველი »


გამოცანა! ვის ვაგინო? ოცნება თუ მამედოვი face-palm :bleat1:



ჩვენ ვართ მართლებიო! face-palm
:ne_lubi_mozgi:
привет, я вернулся!
Аватара пользователя

Автор темы
irakly

Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Админ
Сообщения: 91208
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
Благодарил (а): 15678 раз
Поблагодарили: 25069 раз
Пол:
Georgia
Контактная информация:

საქოცეთი და ქართული ტიტუშკები

Сообщение irakly »

ორიენტაცია შეიცვალა laugh-3

დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Аватара пользователя

Автор темы
irakly

Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Админ
Сообщения: 91208
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
Благодарил (а): 15678 раз
Поблагодарили: 25069 раз
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: საქოცეთი და ქართული ტიტუშკები

Сообщение irakly »

ირაკლი ჩხვირკია

მიმართვა N3 ლექსო ჭიკაიძეს!!!
-- როგორც ერთი ჩემი უფროსი მეგობარი იტყვის ხოლმე, ეხლა შენ მომისმინე შვილო: მე ვარ აფხაზეთიდან დევნილი, ოჩამჩირელი ირაკლი ჩხვირკია და საკუთარი მიწა წყალი სოხუმის დაცემამდე ორი დღით ადრე დავტოვე იძულებით. ექვსი წლის ვიყავი როცა რუსმა უკუპანტებმა თავზე ათასობით ბომბი დამაყარეს და მაიძულეს სიცოცხლის გადასარჩენად სამშობლოს გავცლოდი. 1993 წლის 28 აგვისტოს, როცა მთელი მართლმადიდებლური სამყარო მარიამობის დღესასწაულს აღნიშნავს, ერთმორწმუნე ოკუპანტმა ჩემი ეზო დაბომბა და ჩემს სახლს, ჩემი სადარბაზოს ბოლო სართულზე რუსების ნასროლი რუსული ბომბი დაეცა და შუშების ნამსხვრევები ექვსი წლის ბავშვს თავზე დამეყარა... სულ რამდენიმე ნაბიჯი მაშორებდა სიკვდილს, რომ არა ჩემი მეზობელი კაცი, რომელმაც მოასწრო და ეზოდან სადარბაზოში შემათრია, დღეს ჩემი ძვლები არ იქნებოდა..... სამწუხაროდ ამ დაბომბვის შედეგად რამდენიმე მეზობელი დაიღუპა, ერთი ოჯახი კი მთლიანად ამოწყდა.
სამასი ათასი ადამიანი დევნილად აქციეს, ათობით ათასი მშვიდობიანი ქართველი დახოცეს, სამგზავრო თვითმფრინავები შეგნებულად ჩამოაგდეს, ადამიანები ცოცხლად ჩაწვეს და ამის მერე შე თავ გასიებულო რუსეთთან სუფთა ფურცლიდან ურთიერთობის დაწყებაზე საუბრობ?
- სანამ პირს გააღებ და სისულელეს ამოაყრანტალებ დაფიქრდი იმაზე, რომ შენს გარდა ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები ვისაც სამშობლო სტკივა და მტერი ახსოვს. ბიჭო მე ვარ ოჩამჩირელი და სანამ ოჩამჩირეში არ ჩავალ და სანამ ჩემს სახლში ჩემებურად არ დავბრუნდები არავითარი სუფთა ფურცელი არ იარსებებს!!! გასაგებია? უნამუსო მედროვე ხარ და აღმოჩნდა რომ სამშობლოც ერთ ადგილას გკიდია...
- კარგად მომისმინე და დაიმახსოვრე როგორც საზეპირო! არავითარი სუფთა ან დაკუჭული ფურცელი რუსეთთან ურთიერთობაში არ იარსებებს სანამ ოჩამჩირეში, სოხუმში, გაგრაში, ცხინვალში და სხვა ქართულ მიწაზე არ ჩავლენ ქართველები. სანამ როკის გვირაბს მიღმა და ფსოუს იქეთ არ გაეთრევა შენი საყვარელი ოკუპანტი რუსი! გასაგებია?
-- ხო და მოგმართავ ბიჭო: მე, ოჩამჩირელი ბიჭი გპირდები, რომ საკუთარ არსებობას გაწყევლინებს ხალხი!!! დაივიწყე რუსეთთან ყოველგვარი ფურცელი საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე!!! დებილო!!!

პ.ს. მე ვარ ქართველი აფხაზეთიდან! რუსეთი ოკუპანტია! ოკუპანტი მტერია! მტერი დღეს პუტინია! ПУТИН ХУЙЛО!!!

დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Аватара пользователя

IrakliGe

Писатель Фоторепортер
Джентльмен Благодетель
Активист
Модератор
Сообщения: 32501
Зарегистрирован: 13 янв 2011, 17:04
Награды: 5
Откуда: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
Благодарил (а): 2957 раз
Поблагодарили: 9445 раз
Пол:
Georgia

Re: საქოცეთი და ქართული ტიტუშკები

Сообщение IrakliGe »

ხეებიც უფრო დიდი იყო,სიმწვანეს გაცილებით მწვანე და კაშკაშა ფერი ჰქონდა.
Изображение
Аватара пользователя

Автор темы
irakly

Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Админ
Сообщения: 91208
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
Благодарил (а): 15678 раз
Поблагодарили: 25069 раз
Пол:
Georgia
Контактная информация:

საქოცეთი და ქართული ტიტუშკები

Сообщение irakly »

დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Аватара пользователя

Автор темы
irakly

Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Админ
Сообщения: 91208
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
Благодарил (а): 15678 раз
Поблагодарили: 25069 раз
Пол:
Georgia
Контактная информация:

საქოცეთი და ქართული ტიტუშკები

Сообщение irakly »

დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Аватара пользователя

Автор темы
irakly

Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Админ
Сообщения: 91208
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
Благодарил (а): 15678 раз
Поблагодарили: 25069 раз
Пол:
Georgia
Контактная информация:

საქოცეთი და ქართული ტიტუშკები

Сообщение irakly »

დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Аватара пользователя

Автор темы
irakly

Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Админ
Сообщения: 91208
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
Благодарил (а): 15678 раз
Поблагодарили: 25069 раз
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: საქოცეთი და ქართული ტიტუშკები

Сообщение irakly »

„ქართული ოცნების“ 25 ნაბიჯი რუსეთისკენ”

საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არ წყდება საუბარი საგარეო კურსის შესაძლო ცვლილებისა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებათა ეროზიის შესახებ. მიუხედავად ევროკავშირტან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისა, საქართველოში შეინიშნება საგანგაშო ტენდენციები. გთავაზობთ ფაქტებზე დაფუძნებულ ხელისუფლების 25 ნაბიჯს, რომელიც საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან აახლოვებს.

ნაბიჯი N1 – საქართველოს ჩრდილოკავკასიური პოლიტიკის შეჩერება. „ქართული ოცნების“ პირველი პრორუსული ნაბიჯი, რომელიც კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განხორციელდა. კონკრეტული ნაბიჯებიდან შეგვიძლია გამოვყოთ: ტელეკომპანია ПИК-ის და „კავკასიის ფონდის“ დახურვა, ჩრდილოკავკასიელთათვის საგანმანათლებლო პროექტების შეჩერება, ჩრდილოკავკასიელ ხალხებზე მომუშავე უწყებებათა პარალიზება, ამ რეგიონში მცხოვრებთათვის საზღვრის გადაკვეთისას დამატებითი ბარიერების შექმნა.

ნაბიჯი N2 – რუსეთის ფედერაციისთვის ადამიანების ფარულად გადაცემის მავნე პრაქტიკის აღორძინება. 2012 წლიდან დღემდე უკვე დაფიქსირდა რამდენიმე საგანგაშო შემთხვევა. 2013 წლის 13 აპრილსთბილისიდან უგზო-უკვლოდ დაიკარგა ეთნიკური დაღესტნელი მაგომედ მაგომედოვი. 10 თვის თავზე „წითელმა ჯვარმა“ იგი აღმოაჩინა რუსეთის ფედერაციის სასჯელარსრულების დაწესებულებაში. საყოველთაოდ ცნობილი გახდა ჩეჩენი საიხან მუზაევის საქმე. მიუხედავად იმისა, რომ მას გააჩნია გაერთიანებული სამეფოს ვიზა, მას ქართველი სამართალდამცავები საქართველოდან არ უშვებენ და მას რუსეთისთვის გადაცემით ემუქრებიან. გარდა მუზაევისა, რუსეთის ფედერაციაში დეპორტაცია ემუქრებათ მიქაელ ქადიევს, რიზვან ომაროვსა და იუსუფ ლაკაევს.

ნაბიჯი N3 – ჯაშუშებისა და მეამბოხეების მასიური ამნისტირება. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მოხდა ჯაშუშების, დივერსანტებისა და მეამბოხეების ციხიდან გათავისუფლება და მათი სრული რეაბილიტაცია ქართულ საზოგადოებაში. საპატიმროები დატოვეს ისეთმა საშიშმა დამნაშავეებმა, როგორც ჩახალიანი, ოთანაძე, შკრილნიკოვი, წითელაშვილი და სხვა. ყველა მათგანს მიენიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი. გარდა ამისა, მოხდა 26 მაისის ანტისახელმწიფოებრივი მიტინგისა და მუხროვანის ამბოხის დეკრიმინალიზაცია და რომანტიზაცია.

ნაბიჯი N4 – აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენის საკითხის აქტუალიზაცია. ბიძინა ივანიშვილის, ზურაბაბაშიძის, პაატა ზაქარეიშვილისა და სხვა ოფიციალური პირების მიერ არა ერთხელ გაჟღერდა აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მზაობა. ყოველივე ეს შეიძლება განვიხილოთ სომხეთში განლაგებული რუსეთის გიუმრის სამხედრო ბაზის შეიარაღებით მომარაგების აუცილებლობით.

ნაბიჯი N5 – სოჭის ზამთრის 2014 წლის ოლიმპიური თამაშების ლეგიტიმაცია. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველო მზად არის ოლიმპიადის უსაფრთხოების საკითხებში ითანამშრომლოს რუსეთის ფედერაციასთან, რაც თავის მხრივ სპეცსამსახურების კონტაქტსაც გულისხმობს. უშუალოდ ოლიმპიადაზე წარმოდგენილი იყო ქართველ ოფიციალურ პირთა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში პარლამენტის დეპუტატიც კიდაფიქსირდა. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე წარმოდგენილ იქნა საქართველოს რუკა, სადაც არ იყო ასახული ოკუპირებული ტერიტორიები, რასაც შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია. არც ოლიმპიადის მსვლელობისას ოკუპირებული აფხაზეთის სიღრმეში ე.წ. საზღვრის გადაწევას მოჰყოლია ჯეროვანი რეაგირება.

ნაბიჯი N6 – ევრაზიის კავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ პოზიტიური განცხადებები ოფიციალური პირების მხრიდან. შეგვიძლია მოვიყვანოთ ორი საყურადღებო ციტატა: “ევრაზიულკავშირს” რაც შეეხება, მე ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობთ. ამ ეტაპზე არავითარი პოზიცია არ გაგვაჩნია. თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს იქნება საინტერესო, რატომაც არა?!“ – ბიძინა ივანიშვილი; “აგერ ევრაზიული კავშირი ყალიბდება, რომელიც ევროკავშირზე გაცილებით ფართომასშტაბისაა. ჩვენ შეიძლება სწორედ აქ უფრო კარგი პერსექტივა გამოგვიჩნდეს, სწორედ აქ გავასაღოთ ჩვენის საქონელი და ა.შ. ვნახოთ კაცო! მისჯილი ხომ არ გვაქვს ნატო, რომელიც შეიძლება ხვალ დაიშალოს?!„ – გოგი თოფაძე.

ნაბიჯი N7 – ევრაზიის კავშირის მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციების მომრავლება და მათთვის სასათბურე პირობების შექმნა. 2012 წლიდან დღემდე, ევრაზიის კავშირის მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთი ღონისძიება მოაწყვეს. მათ შორის ყველაზე რეზონანსული იყო კინოს სახლში პრორუსული ფილმის ჩვენება, ტელეხიდები რუს შოვინისტ ალექსანდრე დუგინთან, ფრონტისპირა სოფლებში (დირბი, დიცი, ბერშევეთი, კირბალი…) ევრაზიული პროპაგანდა და თბილისის ცენტრში რუსული დროშის აღმართვა. საყურადღებოა, რომ ყოველი ღონისძიებისას სამართალდამცავების არნახული მობილიზაცია ხდება, რასაც ვერ ვიტყვით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიებებზე.

ნაბიჯი N8 – სომხეთთან დადებული ხელშეკრულება საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ. ანალოგიური ხელშეკრულება საქართველოს დადებული აქვს NATO-ს სახელმწიფოებთან, სომხეთი კი არის ევრაზიის კავშირის ერთ-ერთი საკვანძო სახელმწიფო. ახლა კი ვნახოთ საიდუმლო ინფორმაციის მოძრაობის შესაძლო მიმართულება: NATO-დან საქართველოში, საქართველოდან სომხეთში, სომხეთიდან კი რუსეთის ფედერაციაში.

ნაბიჯი N9 – საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე ორიენტირების მცდელობა. 2012 წლიდან დღემდე შეინიშნება ამის ტენდენციების, რის გამოვლინებადაც შეიძლება მივიჩნიოთ: საქართველოში ონიშენკოს დიდი პატივით ჩამოყვანა, მოსახლეობაში რუსული ბაზრის უპირატესობის პროპაგანდირება და რუსული ბაზრის სანაცვლოდ, რუსეთის ხელისუფლებასთან კომპრომისებზე წასვლა.

ნაბიჯი N10 – დაღესტან-კახეთის გზის შესაძლო გახსნა. დაღესტნის მთავრობამ აღნიშნული გზის ასაშენებლად უკვე გამოყო თანხები, რაცსაქართველოდან კულუარული თანხმობის გარეშე, დაღესტნის მთავრობა არნიშნულ თანხას არ გამოყოფდა. გზის ფუნქციოინირების შემთხვევაში, რუსეთის საბრძოლო მოქმედებების შემთხვევაში შესძლებს სამხედრო ტექნიკის მასობრივად გადასროლას კახეთში.

ნაბიჯი N11 – რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ძალოვნების სამართლებრივი დევნა. ამის კარგი დასტურია რომან შამათავას, ბაჩო ახალაიას, ალექსანდრე გორგაძის, ეწ „კასრების“, ზურაბ შამათავას და ვანო მერაბიშვილის საქმე.

ნაბიჯი N12 – შალვა თათუხაშვილის მკვლელობა. აგვისტოს ომის დაწყებამდე, შალვა თათუხაშვილის სპეცრაზმმა გაანადგურა კოდორის ხეობაში ინფილტრირებული რუს დივერსანტთა დაჯგუფება. ამ სპეცოპერაციის მონაწილეთა დასჯა იყო გაეროში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ვიტალი ჩურკინის მოთხოვნა, რის შემდეგაც შალვა თათუხაშვილი მოკლულიქნა არაადამიანური წამების შედეგად.

ნაბიჯი N13 – კონტრდაზვერვის სრული პარალიზება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფართოდაა წარმოდგენილი რუსეთის ფედერაციის სამი სადაზვერვო უწყება: ФСБ, ГРУდა СВР, 2012 წლიდან დღემდე არც საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამნეტს და არც რომელიმე სხვა უწყებას არ დაუპატიმრებია და ქვეყნიდან არ გაუძევებია არცერთი პირი ჯაშუშობის ან სამშობლოს ღალატის ბრალდებით.

ნაბიჯი N14 – ქართული შეიარაღებული ძალების მიზანმიმართული დასუსტება. ბოლო დროს აქტუალურია სსტც „დელტას“ პანტიკო თორდიასთვის დაბრუნების საკითხის. ამავდროულად „დელტას“ ყოფილი დირექტორი რევაზ ჭარბაძე გაძევებულია საქართველოდან კანონიერი ქურდების ბრალდების საფუძველზე. აგრეთვე შეინიშნება შეიარაღებისგასხვისებისმცდელობა. მასიურიმოწამლვისფაქტებისარნახულიგახშირება, ჯარიდანგამოცდილიოფიცრებისდათხოვნაპოლიტიკურინიშნით და აგვისტოსრუსეთ-საქართველოსომისმოვლენებისგამოძიება.

ნაბიჯი N15 – საოკუპაციო ხაზების გადაწევაზე და მავთულხლართების გაბმაზე არაადეკვატური რეაქცია. საყურადღებოა შემდეგი ციტატები: “მართალი გითხრათ, ესეც გაუგებარია რაც ხდება, მე ისიც ვერ ამიხსნია, რატომ ხდება, ეს არ შედის ინტერესში, ეს არ შედის იმ ანალიზში, რომელსაც მე ვაკეთებ.“ – ბიძინა ივანიშვილი; „მავთულხლართები ხან იქნება და ხან არ იქნება„ – პაატა ზაქარეიშვილი.

ნაბიჯი N16 – საქართველოს სახელმწიფოს ტერორიზმნში დადანაშაულება. სახალხო დამცველმა – უჩა ნანუაშვილმა და კიდევ რამდენიმე ოფიციალურმა პირმა ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიებისას საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურად დასდო ბრალი ტერორისტების მომზადებაში.

ნაბიჯი N17 – რუსული ტელეარხების დაბრუნება ქართულ ტელესივრცეში. 2012 წლიდან ყველა საკაბელო ტელევიზიაზე დაუბრუნდა რუსული არხები, მათ შორის კრემლის მთავარი პროპაგანდის იარაღი – ОРТ, НТВ, და РТР. ყოველივე ეს ახსნილია „მომხმარებელთა მოთხოვნით“. ამავდროულად უკრაინაში და თვით ევრაზიის კავშირის წევრ ყაზახეთშიც კი აქტუალურია რუსული არხების შეზღუდვის საკითხი.

ნაბიჯი N18 – საბჭოთა ნომენკლატურაში ნამუშევარი და ზოგადად პრორუსული პირების წარმოდგენა სახელმწიფო უწყებებში. ასეთ პირებად შეიძლება მივიჩნიოთ: გიორგი ვოლსკი – პარლამენტის წევრი, კობა კობალაძე – საკრებულოს წევრი, ივლიანე ხაინდრავა – ეროვნული უშიშროების საბჭოს მოადგილე და სხვა მრავალი.

ნაბიჯი N19 – საქართველოს საკითხის ამოღება რუსეთ-დასვლეთის ურთიერთობის დღის წესრიგიდან. საყურადღებოა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ციტატა: „საქართველო ვერ იქნება დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშე, რასაც ცდილობდა სააკაშვილი.“ – ბიძინა ივანიშვილი. პარალელურად, ყირიმის ოკუპაციის ფონზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხი მოხსნილია მსოფლიოს პოლიტიკის დღის წესრიგიდან, რაც საქართველოს ხელისუფლების პასიურობის შედეგია.

ნაბიჯი N20 – საქართველოში რუს ექსპერტთა, დეპუტატთა და სხვა არასასურველ პირთა გახშირებული ვიზიტები – 2012 წლიდან დღემდე დაფიქსირებულია: რუს ექსპერტთა ვიზიტები და პრორუსული თრეინინგების ჩატარება, რუს დეპუტატთა ვიზიტი დინამო თბილისი – დინამო მოსკოვის მატჩზე, თენგიზ კიტოვანის დაბრუნება საქართველოში.

ნაბიჯი N21 – ოკუპაციის შესახებ კანონის ფორსირებული შერბილება. სერგეი ლავროვის მოთხოვნის შემდეგ, მმართველმა კოალიციამ ფორსირებულად წამოწია აღნიშნული საკითხი საქართველოს პარლამენტში.

ნაბიჯი N22 – არაღიარების პოლიტიკის შესუსტება. არაღიარების პოლიტიკის შესუსტების შემდეგ, ადგილი ჰქონდა სეპარატისტების მიერ 2013 წელს ევროპარლამენტში ჩატარებული ღონისძიებას, ოკუპირებულ აფხაზეთში თურქ დეპუტატთა ვიზიტსა და სეპარატისტებისა და იტალიის ქალაქების „დაძმობილების“ კამპანიას.

ნაბიჯი N23 – კარასინ-აბაშიძის დიალოგის ფორმატის შემოღება. აბსოლუტურად გაუმჭვირვალე ვითარებაში წარმოებული დიალოგი, სადაც უცნობია მოლაპარაკების საგანი. რჩება ფარული გარიგების დიდი ალბათობა.

ნაბიჯი N24 – ერგნეთის ბაზრობის ანალოგის შექმნის მცდელობა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ბაზრობის ტერიტორიაზე მიმოქცევაში იქნება რუსული ვალუტა, იგი იქნება კონტრაბანდისა და ნარკოტრაფიკის ახალი წყარო და იქცევა ახალ ასპარეზად რუსული სპეცსამსახურებისთვის.

ნაბიჯი N25 -უკრაინის სუსტი მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა საქართველოს მტავარი გეოპოლიტიკური პარტნიორია, მაიდანის მოვლენებისას, საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერდა იანუკოვიჩის პრორუსულ რეჟიმს, ხოლო ომის დაწყებისა და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობას არ გაუკეთებია არცერთი მკვეთრი უკრაინის მხარდამჭერი განცხადება.

ალეკო კვახაძე
ექსკლუზიურად „თავისუფალი ზონისთვის“

http://www.tzona.org/25-nabiji-rusetisken/
დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Ответить