Страница 1 из 1

ტრაგედია

Добавлено: 23 июл 2010, 14:01
skalenval
მოცოს ხეობაში მომხდარი ავარიის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა
თბილისი 10:00 - 23.07.10 "ჯი-ეიჩ-ენი"


მოცოს ხეობაში მომხდარი ავარიის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა.
მაშველები ავტოავარიის შედეგად ხევში გადავარდნილი ბავშვის ძებნას განაგრძობენ.
შემთხვევა გუშინ მოხდა. ჯიპის მარკის ავტომანქანა, რომელშიც 10 ადამიანი, მათ შორის ორი ჩვილი ბავშვი იმყოფებოდა, მოცურდა და ხევში გადავარდა.
სამართალდამცავთა განცხადებით, ავტომანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შესძლო.
გადარჩენილია შატილის თემის საკრებულოს დეპუტატი გელა დაიაური, რომლის მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპნენ.
ერთი ბავშვის ცხედარი ნაპოვნია, მაშველები მეორე ბავშვის ძებნას განაგრძობენ.
სხვა გარდაცვლილების ცხედრები ნაპოვნი და ამოცნობილია.

ექიმების განმარტებით, გადარჩენილი სამი ადამიანის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

Re: ტრაგედია

Добавлено: 23 июл 2010, 14:05
skalenval
ისთი მძიმეა ეს ტკივილი - სიტყვებით ვერ გადმოიცემა (((((((((((

გელა დიაური - აწი აქვს მის სიცოცხლეს აზრი ??? (((((((((((

შატილისათვის კი ეს ალბათ ყველაზე უმძიმესი დანაკარგია (((((((((((((((((

ეხ ((((((((((((((((((((((((((

თეონა (((((((((((((((((((((((((((

[youtube][/youtube]

Re: ტრაგედია

Добавлено: 23 июл 2010, 14:08
irakly
ვაი რა უბედურებაა... მე დილას ვნახე რუსთავი-2-ზე მაგრამ ვერ გავიგე რომ ბავშვებიც არიან დაღუპული.
ღმერთმა აცხონოს..

Re: ტრაგედია

Добавлено: 23 июл 2010, 14:19
irakly
საჭესთან ვინ იყო? ეს არის უდიდესი უპასუხისმგებლობა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა ასეთ გზებზე. თანაც ამდენი ხალხი, ბავშვები მიგყავს...


Изображение

Изображение

მუცოს ხეობაში მაშველები ამ წუთებამდე განაგრძობენ ავტოავარიის შედეგად წყალში ჩავარდნილი ბავშვის ძებნას. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ჯიპის მარკის ავტომობილი გზაზე მოცურდა და მდინარეში ჩავარდა. ავტოავარიის შედეგად ხევსურეთში სულ შვიდი ადამიანი დაიღუპა. სამი ადამიანი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის არიან ქალები და ბავშვები.

ავტოსაგზაო შემთხვევას თვითმხილველებიც ჰყავდა. რომლებიც ჯიპს უკან მიჰყვებოდნენ. შატილის მცხოვრებთა ჯგუფი მუცოს ხეობაში სალოცავიდან ბრუნდებოდა.

მანქანაში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა პოეტი გელა დაიაური. ავარიის დროს დაიღუპა მისი მეუღლე და ორი შვილი. ფოლკლორისტი და დუშეთის რაიონის საკრებულოს დეპუტატი ამ დროისთვის სოფელ მუცოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე გუშინ საღამოსვე გაემგზავრნენ ჯანდაცვის მინისტრი, სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კატასტროფის ბრიგადები. ადგილზე ამ დროისთვის აგრძელებენ მუშაობას სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

ორი დაშავებული მუცოში საკუთარ სახლშია გადაყვანილი, ყველაზე მძიმედ დაშავებული კი თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადმოიყვანეს. ერთ-ერთი დაზრალებული ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და თეონა ჭინჭარაულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

http://www.rustavi2.com.ge/news/news_te ... =1&im=main

Re: ტრაგედია

Добавлено: 23 июл 2010, 16:25
TutaRchela
Ваи мэ! Какое горе. Упокой Господи души ангелочков. Как Т'эона пела...ваи мэ...

Re: ტრაგედია

Добавлено: 23 июл 2010, 17:04
irakly
Изображение

Re: ტრაგედია

Добавлено: 23 июл 2010, 17:10
TutaRchela
თეონა ბავშვებთან ერთად - დემეტრე და ბერდია:
Изображение
Tibual, ქართულ განყოფილებაში მხოლოდ ქართულ შრიფტს ვიყენებთ.