Страница 1 из 1

მოქვის სახარება

Добавлено: 08 сен 2010, 11:43
irakly
გადავარჩინოთ მოქვის სახარება
მოქვის სახარება - mokvi.jpg
მოქვის სახარება - mokvi.jpg (82.03 КБ) 987 просмотров
მოქვის სახარება - mokvi.jpg
მოქვის სახარება - mokvi.jpg (82.03 КБ) 987 просмотров
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი იწყებს საქველმოქმედო კამპანიას მოქვის სახარების გადასარჩენად.

მოქვის სახარება გადაწერილია 1300 წელს აფხაზეთში დანიელ მოქველი ეპისკოპოსის დაკვეთით. ხელნაწერი გამორჩეულია ფურცლოვან ოქროზე შესრულებული მინიატურებითა და მრავალფეროვანი ორნამენტებით. დროთა განმავლობაში საფარველი საღებავებთან ერთად ჩამოიშალა, ქრება მინიატურებიც. ხელნაწერი საჭიროებს სასწრაფო დიაგნოსტიკასა და რესტავრირებას, რაც სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მოუწოდებს საზოგადოებას აქტიურად ჩაერთოს საქველმოქმედო აქციაში.

გთხოვთ, დარეკოთ „მაგთის“, „ჯეოსელისა“ და „ბილაინის“ აბონენტებმა ნომერზე 700 685.

ზარის ღირებულებაა 1 ლარი

http://www.manuscript.ge/index.php?m=83&newsid=585