Страница 1 из 1

დავითგარეჯა

Добавлено: 16 май 2012, 17:34
IrakliGe
გთავაზობთ ცნობილი ისტორიკოსის მარიკა ლორთქიფანიძის მოსაზრებას დავითგარეჯას კომპლექსთან დაკავშირებით.
ბოლო დღეებში აღნიშნული საკითხი,ბუნებრივია,არ კარგავს აქტუალობას
  აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის განცხადებით, ისტორიულად, დავით გარეჯის ტერიტორია ყოველთვის საქართველოს ნაწილი იყო.

როგორც "ივერონთან" საუბრისას მარიკა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ასევე ქართული ძეგლებია ის ეკლესია მონასტრები, რომლებიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შედის.

"ეს ტერიტორია მეოთხე საუკუნიდან შემოვიდა საქართველოს შემადგენლობაში. მეექვსე საუკუნეში აქ აშენდა სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მე-12 საუკუნეში დავით აღმაშენებელმა სამეფო საკუთრებად გამოაცხადა, გაათავისუფლა გადასახადებისგან და ყველანაირად ხელს უწყობდა. შემდეგ ის რამდენჯერმე დაარბიეს, თუმცა სამონასტრო კომპლექსი მაინც განაგრძობდა არსებობას. სამონასტრო კომპლექსი და ეს ტერიტორია ისტორიულად საქართველოს ტერიტორია იყო და ის აუცილებლად საქართველოს შემადგენლობაში უნდა დარჩეს", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, ამ ტერიტორიის გამო დავა აზერბაიჯანთან საზღვრის აქამდე ვერ დადგენის გამო არსებობს.

"როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, საქართველომ თავისი საზღვრების გარკვევა მხოლოდ თურქეთთან შეძლო. ვერც სომხებთან და ვერც აზერბაიჯანთან ვერ გავარკვიეთ ჩვენი საზღვარი. ამიტომ არის სულ დავა ამ ტერიტორიის გამო. რამდენიმე წლის წინ, როდესაც "ცეკას" მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი იყო, მისი ინიციატივით შეიქმნა კომისია, რომლის წევრი მეც ვიყავი. ასეთივე კომისია აზერბაიჯანშიც არსებობდა. ჩვენ დავალება გვქონდა, რომ გვეთქვა იმათთვის, რომ ის ტერიტორია სადაც არის ბერთუბნის ეკლესია და სადაც ლაშა-გიორგის და თამარის ფრესკებია, დაეთმოთ ჩვენთთვის და სამაგიეროდ ჩვენ ორჯერ მეტ ტერიტორიას დავუთმობდით, რომელიც სახნავ-სათესი ან საძოვარი მიწები იქნებოდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უარი თქვა", - განაცხადა აკადემიკოსმა.

მისივე განმარტებით, თუ აზერბაიჯანული მხარე არ დათანხმდება გარეჯის საქართველოსთვის დათმობას, სამონასტრო კომპლექსი ავტონომიურად უნდა გამოცხადდეს.
"ასევე, მე 4-5 წლის განვაცხადე, რომ ათონის სამონასტრო კომპლექსის მსგავსად შეიქმნას დავით გარეჯის სამონასტრო რესპუბლიკა, რომელსაც ექნება თავისი კოდექსი და ექნება ავტონომია ამაზე ძალიან გამაკრიტიკეს და ისიც კი თქვეს, რომ მარიკა ლორთქიფანიძეს დავით გარეჯი არ ენაღვლებაო. შეიძლება მითხრან, რომ ვცდები, მაგრამ რაც უფრო დრო გადის მეტად ვრწმუნდები, რომ ეს ინიციატივა საუკეთესო გზაა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. თუმცა აზერბაიჯანული მხარის თანხმობა აუცილებელია", - აღნიშნა მარიკა ლორთქიფანიძემ.  

Re: დავითგარეჯა

Добавлено: 16 май 2012, 17:38
irakly
ისტორიულად ეს საქართველოა, მაგრამ დღევანდელი კანონების მიხედვით დავითგარეჯის ნაწილი უკვე აზერბაიჯანშია სამწუხაროდ.

http://maps.google.com/?ll=41.441319,45 ... 5&t=h&z=17[/googlemap]

Re: დავითგარეჯა

Добавлено: 16 май 2012, 17:47
irakly
საქართველომ აღიარა ის საზღვრები რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არსებობს და ამის მიხედვით უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან. საქართველო აზერბაიჯანზეა დამოკიდებული და აზერბაიჯანი საქართველოზე. ასე რომ შეიძლება მოიძებნოს გამოსავალი. ეს ტერიტორია უნდა დაუბრუნდეს საქართველოს და აზერბაიჯანს უნდა შევთავაზოთ რამე ამის სანაცვლოდ. არ ვიცი რა - ეს მოლაპარაკებების საგანია.
ნაძირალა ორჯონიკიძეს მიაკვდა ძაღლები საფლავზე :adna znachna:

Re: დავითგარეჯა

Добавлено: 16 май 2012, 22:41
IrakliGe
ე.წ. სტრატეგიულ სიმაღლეებზეა საუბარი და აქედან გამომდინარე მათ არ უნდათ ტერიტორიის დათმობა. ე.ი. მაშინვე 20-ან წლებში დაუთმო მოღალატე სერგომ ეგ ზოლი და სულ ცალ ფეხზე ეკიდა სამონასტრო კომპლექსი დანაწევრდებოდა თუ რაიმე სხვა...
მე,მაგალითად,შეცდომად მივიჩნევ 2-3-ჯერ მეტ ტერიტორიის დათმობას თუნდაც ასეთი მნიშვნელოვანი სამონასტრო კომპლექსის ნაწილის სანაცვლოდ - თუმცა ისინიც არ თმობენ.
გამოსავალი რომ უნდა მოიძებნოს - უდავოა

Re: დავითგარეჯა

Добавлено: 17 май 2012, 00:55
DonnaMa
IrakliGe писал(а):მისივე განმარტებით, თუ აზერბაიჯანული მხარე არ დათანხმდება გარეჯის საქართველოსთვის დათმობას, სამონასტრო კომპლექსი ავტონომიურად უნდა გამოცხადდეს.
ავტონომიაო? ქალბატონი მარიკა თავის სტიქიაშია.
მასე რომ მივყვეთ,ძალიან შორს წავალთ...
IrakliGe писал(а):მე,მაგალითად,შეცდომად მივიჩნევ 2-3-ჯერ მეტ ტერიტორიის დათმობას თუნდაც ასეთი მნიშვნელოვანი სამონასტრო კომპლექსის ნაწილის სანაცვლოდ
მეც!
ამას ჯობია საინგილოს დაბრუნებაზე ეპიქრათ,შესთავაზონ მარნეულის რაიონის სოფლები.
ხალხი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ქვები.

Re: დავითგარეჯა

Добавлено: 20 май 2012, 21:54
SVOISKI
DonnaMa писал(а):ხალხი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ქვები.
:svanuri:

Re: დავითგარეჯა

Добавлено: 21 май 2012, 23:39
IrakliGe
15 ან 16 მაისსაა გადაღებული

[youtube][/youtube]

Re: დავითგარეჯა

Добавлено: 22 май 2012, 02:54
IrakliGe
გადაცემული ტერიტორიები და... მოსახლეობა
1921 - 1928 წლებში
დავითგარეჯა - TERITORIEBI.jpg

Re: დავითგარეჯა

Добавлено: 13 июл 2015, 20:12
AlexCh
ჯუმბერ პატიაშვილი: დავითგარეჯის კომპლექსის გადარჩენა ევგენი პრიმაკოვის დამსახურებააhttp://dl2.archiveshare.net/v2/08072015 ... /?archSh=1