დავითგარეჯა
Добавлено: 16 май 2012, 17:34
გთავაზობთ ცნობილი ისტორიკოსის მარიკა ლორთქიფანიძის მოსაზრებას დავითგარეჯას კომპლექსთან დაკავშირებით.
ბოლო დღეებში აღნიშნული საკითხი,ბუნებრივია,არ კარგავს აქტუალობას
ბოლო დღეებში აღნიშნული საკითხი,ბუნებრივია,არ კარგავს აქტუალობას
აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის განცხადებით, ისტორიულად, დავით გარეჯის ტერიტორია ყოველთვის საქართველოს ნაწილი იყო. როგორც "ივერონთან" საუბრისას მარიკა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ასევე ქართული ძეგლებია ის ეკლესია მონასტრები, რომლებიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შედის. "ეს ტერიტორია მეოთხე საუკუნიდან შემოვიდა საქართველოს შემადგენლობაში. მეექვსე საუკუნეში აქ აშენდა სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მე-12 საუკუნეში დავით აღმაშენებელმა სამეფო საკუთრებად გამოაცხადა, გაათავისუფლა გადასახადებისგან და ყველანაირად ხელს უწყობდა. შემდეგ ის რამდენჯერმე დაარბიეს, თუმცა სამონასტრო კომპლექსი მაინც განაგრძობდა არსებობას. სამონასტრო კომპლექსი და ეს ტერიტორია ისტორიულად საქართველოს ტერიტორია იყო და ის აუცილებლად საქართველოს შემადგენლობაში უნდა დარჩეს", - განაცხადა ლორთქიფანიძემ. მისივე თქმით, ამ ტერიტორიის გამო დავა აზერბაიჯანთან საზღვრის აქამდე ვერ დადგენის გამო არსებობს. "როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, საქართველომ თავისი საზღვრების გარკვევა მხოლოდ თურქეთთან შეძლო. ვერც სომხებთან და ვერც აზერბაიჯანთან ვერ გავარკვიეთ ჩვენი საზღვარი. ამიტომ არის სულ დავა ამ ტერიტორიის გამო. რამდენიმე წლის წინ, როდესაც "ცეკას" მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი იყო, მისი ინიციატივით შეიქმნა კომისია, რომლის წევრი მეც ვიყავი. ასეთივე კომისია აზერბაიჯანშიც არსებობდა. ჩვენ დავალება გვქონდა, რომ გვეთქვა იმათთვის, რომ ის ტერიტორია სადაც არის ბერთუბნის ეკლესია და სადაც ლაშა-გიორგის და თამარის ფრესკებია, დაეთმოთ ჩვენთთვის და სამაგიეროდ ჩვენ ორჯერ მეტ ტერიტორიას დავუთმობდით, რომელიც სახნავ-სათესი ან საძოვარი მიწები იქნებოდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უარი თქვა", - განაცხადა აკადემიკოსმა. მისივე განმარტებით, თუ აზერბაიჯანული მხარე არ დათანხმდება გარეჯის საქართველოსთვის დათმობას, სამონასტრო კომპლექსი ავტონომიურად უნდა გამოცხადდეს. "ასევე, მე 4-5 წლის განვაცხადე, რომ ათონის სამონასტრო კომპლექსის მსგავსად შეიქმნას დავით გარეჯის სამონასტრო რესპუბლიკა, რომელსაც ექნება თავისი კოდექსი და ექნება ავტონომია ამაზე ძალიან გამაკრიტიკეს და ისიც კი თქვეს, რომ მარიკა ლორთქიფანიძეს დავით გარეჯი არ ენაღვლებაო. შეიძლება მითხრან, რომ ვცდები, მაგრამ რაც უფრო დრო გადის მეტად ვრწმუნდები, რომ ეს ინიციატივა საუკეთესო გზაა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. თუმცა აზერბაიჯანული მხარის თანხმობა აუცილებელია", - აღნიშნა მარიკა ლორთქიფანიძემ. ![]() |
