დათუნას ეკლესია
Добавлено: 04 авг 2018, 18:11
https://ka.wikipedia.org/wiki/დათუნას_ეკლესია
დათუნას ეკლესია — ქრისტიანული ტაძარი, შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს დაღესტნის რესპუბლიკის, შამილის რაიონში, იმავე სახელის მქონე სოფელ დათუნასთან.
ტაძარი მდებარეობს ჰატან-ბუღებ-კხოლის ხეობაში, უსახელო პატარა მდინარის ნაპირზე (ხეობიდან გამოსვლისას იქვე ავარიის ყოისუში ჩაედინება), შამილის რაიონის სოფელ დათუნას რაიონში.
ეკლესია აშენებულია ქართველი მისიონერების მიერ, დაახლოებით X საუკუნის დასასრულსა და XI საუკუნის დასაწყისში. XIII საუკუნეში მიტოვებულ იქნა, თუმცა XIX საუკუნის გარკვეული მონაკვეთი ის ისევ ფუნქციონირებდა. კავკასიის ომის პერიოდში (1817–1864 წწ.) ეკლესია იმამ შამილის მხარეს გადასულ რუს ჯარისკაცებს გადაეცათ ღვთისმსახურებისთვის.
აშენებულია ქართული უგუმბათო, დარბაზის ტიპის ეკლესიების მსგავსად. აგებულია მოოქრო-მოყვითალო ქვიშაქვის ბლოკებისგან. ეკლესიის სიგრძე 9,1 მ, სიგანე 6,7 მ, სიმაღლე 8 მ. სახურავი დაფარულია ფილებისგან. ეკლესიას აქვს სამი შესასვლელი დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან და ცენტრალური ჩრდილოეთიდან (გამოდის ფლატესთან, დანიშნულება უცნობია). ფანჯრები — ღრეჩოსებრი. ნაგებობის ერთ-ერთ მხარეს ორმაგი კედლებია, რომლებშიც კელიებია განთავსებული (რაც შეიძლება მონასტრულ ცხოვრებაზე მოწმობდეს). XX საუკუნის 20-იან წლებში კედლებზე ჯერ კიდევ შეიმჩნეოდა ფრესკები.
2009 წელს კავკასიის ფონდმა გადაწყვიტა აღედგინა დათუნას ეკლესია დაღესტნის კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, აქტიური აღდგენითი სამუშაოები 2010 წლის შუა პერიოდში დაიწყო.