Страница 1 из 15

რას მოითხოვს ღმერთი ჩვენსგან?

Добавлено: 01 апр 2012, 01:08
Davver13
გთხოვთ დამეხმაროთ ჩამოვაყალიბოთ პუნკტებათ თუ რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან ბიბლიის მიხედვით და სასულიერო პირების მიხედვით.
1.- ლოცვა.
2.- ღმერთის აღიარებააღიარება და დიდება.
3.- მორჩილებას (ღმერთის მიმართ).
4.- ცალკე გამოვყოფ 10 - მცნებას.
5.- ?????

Re: რას მოითხოვს ღმერთი ჩვენსგან?

Добавлено: 01 апр 2012, 10:33
irakly
საიდან გავიგოთ ღმერთი რას მოითხოვს? ბიბლია და სასულიერო პირები ნამდვილად იმას გვეუბნებიან რაც ღმერთს სურს?

Re: რას მოითხოვს ღმერთი ჩვენსგან?

Добавлено: 01 апр 2012, 22:16
Davver13
სწორედ იმიტომაც დავაყოლე ფრაზა: --" ბიბლიის მიხედვით და სასულიერო პირების მიხედვით" და არა უბრალო ადამიანის გაგებით. იქნებ რამე გამომრჩა ამ სიაში?

Re: რას მოითხოვს ღმერთი ჩვენსგან?

Добавлено: 01 апр 2012, 22:22
irakly
მე არა ვარ ამაში სპეცი. მაგრამ ახალ აღთქმაში ქრისტე ბევრს ქადაგებს. ამას რამდენიმე პუნქტით ვერ ჩამოაყალიბებ.

Re: რას მოითხოვს ღმერთი ჩვენსგან?

Добавлено: 01 апр 2012, 23:57
Davver13
კერძოთ რას დამატებდი?

Re: რას მოითხოვს ღმერთი ჩვენსგან?

Добавлено: 02 апр 2012, 09:12
irakly
Davver13 писал(а):კერძოთ რას დამატებდი?
გიყვარდეთ მტერნი თქვენნი.
რა სიკეთეც გინდათ, რომ თქვენ გიყონ მოძმეთ, თქვენც მათ იგივე სიკეთე უყავით.
როდესაც კეთილ საქმეს იქმ, ნუ გაიგებს მარცხენა შენი, რასაც აკეთებს მარჯვენა. კეთილი საქმე უნდა ქმნა ფარულად და მამა შენი ზეციერი, რომელიც ხედავს დაფარულსაც, მოგაგებს შენ ცხადად.

Re: რას მოითხოვს ღმერთი ჩვენსგან?

Добавлено: 01 апр 2013, 20:46
irakly
კეთილი სამარიტელი და საპატრიარქო

ყველაფერი რაც კი საქართვლოს მართლმადიდებლურ ეკლესიას (სმე) შეეხება, ჩვენს ქვეყანაში ტაბუირებულია. მასზე და მის წარმომადგენლებზე საუბრობენ როგორც მიცვალებულზე - ან კარგად ან არაფერს. თუმცა მიცვალებულისგან განსხვავებით სმე ცოცხალიცაა, თავს კარგადაც გრძნობს, და დასაშური ენერგიით ცდილობს არა მხოლოდ სულიერი, არამედ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ყველა ასპექტი დაიმორჩილოს. ამ მიზანს იგი არც თუ ისე წარუმატებლად აღწევს. მიზეზის განხილვას აქ არ დავიწყებ, რადგან ეს ძალიან რთული ფსიქო-სოციალური თემაა.

არანაკლებ საინტერესო თემაა ფინანსები, რომლითაც საპატრიარქო საზრდოობს. 2003 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, როდესაც საქართველოს მართავდა ნაციონალური მოძრაობა, რომლებსაც სხვათაშორის, ეკლესიასთან მებრძოლთა იარლიყი აკიდეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება წლიდან წლამდე იზრდებოდა:

2003 - 900 000 ლარი
2004 - 1 600 000 ლარი (ეს უკვე ნაციონალების მთავრობისგან)
2005 - 1 300 000 ლარი
2006 - 4 800 000 ლარი
2007 - 4 200 000 ლარი
2008 - 9 500 000 ლარი (აგვისტოს ომი)
2009 - 25 700 000 ლარი (!!!!!)
2010 - 25 400 000 ლარი
2011 - 22 800 000 ლარი
2012 - 22 800 000 ლარი (14 სემინარიებისთვის)
2013 - 25 000 000 ლარი (ივანიშვილის მთავრობის პირობებში)
ანუ, ნაციონალური მოძრაობა ძალიან საინტერესო მეთოდებით ებრძოდა ეკლესიას. დაფინანსების 25-ჯერ გაზრდა, ნამდვილად ბრძოლაა. თან გარდატეხა ხდება 2008-2009 წლებში. ვშიშობ კიდევ დიდხანს ვერ გავიგებთ რის საფუძველზე მოხდა დაფინანსების ასე ზრდა იმ დროს, როდესაც არჩევნებიც იყო და რუსეთთან ომიც. მაგრამ რატომღაც ეჭვი მღრნის, რომ ნაციონალების მთავრობის ღვთისმოსაობა და ეკლესიისადმი მოწიწება აქ არაფერ შუაშია.

სრულად: http://highlander-ge.blogspot.com/2013/ ... _4004.html

Re: რას მოითხოვს ღმერთი ჩვენსგან?

Добавлено: 02 апр 2013, 08:41
irakly
[facebookvideo]452664061475478[/facebookvideo]

მსგავსი შინაარსისა და დატვირთვოს აქციები პერმანენტულად ტარდებოდა რამოდენიმე წლის განმავლობაში, საპატრიარქოს შავრაზმელთა უშუალო მითითებითა და ინსტრუქტაჟით.

Re: რას მოითხოვს ღმერთი ჩვენსგან?

Добавлено: 11 апр 2013, 18:24
irakly
Изображение

Re: რას მოითხოვს ღმერთი ჩვენსგან?

Добавлено: 12 апр 2013, 15:46
IrakliGe
ირაკლი,არ გეჩვენება რომ ცოტა გვიან გაახსენდათ ზვიადი და მისი ნააზრევი,უპირველესად ვგულისხმობ მათ,ვინც გრაფიკულად ამზადებს გამსახურდიას ციტატებს სურათებთან ერთად ? :-(