ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ვისაც ქართულად ურჩევნია საუბარი
  • Реклама

Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 72295
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 7630
Поблагодарили: 12365
Пол: Мужчина Мужчина
Georgia
Контактная информация:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

Сообщение irakly » 02 авг 2013, 14:40

logo_unm.jpg
logo_unm.jpg (114.07 КБ) 34 просмотра


საქართველოს პრეზიდენტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ახალი ინიციატივებით მიმართა
2 августа 2013 г. в 13:27
ჩემო თანამებრძოლებო,

ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებო, წევრებო და მხარდამჭერებო, ჩემო თანამოქალაქეებო,
მინდა, მთელი გულით მივულოცო დავით ბაქრაძეს ნაციონალური მოძრაობის პრაიმერებში გამარჯვება და საქართველოს პრეზიდენტის არჩვნებზე ნაციონალური მოძრაობის კანდიდატად დასახელება. დავით ბაქრაძე ჩვენი გუნდის წევრი და დიდი ხნის თანამებრძოლია, ის ნამდვილად ღირსეული კანდიდატია და მინდა, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო მას. ახლა მთავარია, ყველანი დავირაზმოთ ჩვენი საერთო კანდიდატის გარშემო და საზოგადოების თითოეულ წევრამდე მივიტანოთ ჩვენი სათქმელი.

ამავდროულად, მინდა მოგმართოთ და, პირველ რიგში, გითხრათ, თუ როგორ ვამაყობ თქვენით. ჩვენ ერთად შევქმენით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპოქა საქართველოს ისტორიაში. მთელი რეგიონი და, გადაჭარბების გარეშე, დანარჩენი მსოფლიოც შესცქეროდა ვარდების რევოლუციას და განსაკუთრებით იმას, თუ რისი გაკეთება შეძლო საქართველომ რევოლუციის შედეგად. ჩვენ შევქმენით პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე დინამიური, ინოვაციური, გაბედულიდა სამაგალითო სახელმწიფო თავისი მიღწევებითა და შეცდომებით, დიდი წინსვლითა და პერიოდული უკან დახევებით.

ჩვენ ასევე პირველად შევქმენით პოლიტიკური ძალა, რომელიც არ ეყრდნობა მხოლოდ ცალკეულ ლიდერს, ან ლიდერებს, არამედ უფრო მეტად - თითოეულ წევრს, საზოგადოებაში თითოეულ მხარდამჭერს, პარტია არ ეკუთვნით ცალკეულ ლიდერებს, არამედ გეკუთვნით თქვენ და, რაც მთავარია, ეფუძნება არა პიროვნულ ამბიციებს, არამედ ჩვენს დიდ მიზანს, შევქმნათ ახალი, ძლიერ წარმატებული სახელმწიფო, რომლის მთავარი იდეაა თავისუფლება, დემოკრატია, არაკორუმპირებულობა და განვითარება, რომელიც ეფუძნება არა ნეპოტიზმს, კლანურ ან ვიწრო პარტიულ ინტერესებს, არამედ მერიტოკრატიას, ე.ი. ადამიანების წარმატებულობასა და წინსვლას მათი შრომისმოყვარეობისა და ნიჭის ნიშნით.

სწორედ ამიტომ, ჩვენ შევძელით და იმ პირობებში, როცა პარტიის გენერალური მდივანი უსამართლოდაა დაპატიმრებული, როცა ათასობით აქტივისტი სამართლებრივი დევნისა და შევიწროების პირობებში იმყოფება, როცა ჩვენ ყოველ წუთს დაუმსახურებლად გვესვრიან ტალახს პრესით და ტელევიზიით, მაინც შევინარჩუნეთ ერთობა და არ ვუღალატეთ ჩვენს იდეებს.

ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ეს არის ძველი კორუმპირებული ელიტის მიერ ვარდების რევოლუციის წინააღმდეგ აღვირახსნილი რევანშის მცდელობა და ეს, როგორც ყველა რევანშიზმი და ყველა წარსულზე ორიენტირებული მცდელობა, ისტორიულად განწირულია მარცხისთვის.

ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ მარცხს გულხელდაკრეფილნი უნდა დაველოდოთ.

აუცილებელია მოქმედება დაცვლილებები. როგორც ამ მოქმედების ნაწილი, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მცირე ნაწილმა ჩვენი პირველადი თანამებრძოლებისა დაივიწყა ის იდეალები, რომლისთვისაც ვიბრძოდით და თავისი პირადი კეთილდღეობა და ამბიცია უფრო მაღლა დააყენა. ამ ხალხისგან ბოლომდე უნდა გავთავისუფლდეთ. ვარდების რევოლუციის შემდგომ ბევრი ჩვეულებრივი კარიერისტიც მოგვეტმასნა, რომელთა ჩამოშორება მხოლოდ დადებითი პროცესია.

ამავე დროს, განსაკუთრებით ბოლო წლებში, პარტიას დაეტყო ბიუროკრატიული დახავსების ნიშნები, სათანადოდ არ წარმოებდა ჯანსაღი დებატები, რამაც საბოლოო ჯამში ჩვენი პოლიტიკური იმუნიტეტი შეასუსტა გარე მტრისა თუ შიდა მოწინააღმდეგეთა უპრეცედენტო, ზოგ შემთხვევაში კი, ერთმანეთთან კოორდინირებული გააფთრებული შემოტევების მიმართ.

ამიტომ, ახლა კრიტიკული ანალიზისა და გაჯანსაღების აუცილებელ ეტაპს გავდივართ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენც უნდა შევიცვალოთ,უკეთესები უნდა გავხდეთ, არ დავივიწყოთ მთავარი პრინციპები და, ამავდროულად, ბევრად უფრო საღი, დემოკრატიული, გახსნილი ორგანიზაცია შევქმნათ. პრაიმერების მიმდინარეობამ, მათში პარტიის წევრების დიდმა აქტიურობამ კარგად დაგვანახა სწორი გზა. საჭიროა კიდევ უფრო მეტი გახსნილობა, მეტი დებატები, მეტი განათლებული, პატრიოტი, აქტიური და გონიერი ადამიანის შემოკრება და ენერგიული სვლა საერთო ნაციონალური კონსენსუსისა და შეუქცევადი განვითარებისაკენ, საზოგადებისა და სახელმწიფოს ძლიერებისაკენ.

ამიტომ, გთავაზობთ, რომ ნაციონალურ მამოძრაობამ გადადგას კიდევ ერთი უპრეცედენტო ნაბიჯი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი პარტია, რომელიც ერთის მხრივ იდეების გენერატორი იქნება, მეორეს მხრივკი - ამ იდეებს ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის საგნად აქცევს. ჩვენ გვაქვს ძალიანდიდი მიზანი, რომელიც ჩვენი ხალხის შეგნებული თანადგომის გარეშე მიუღწეველია. ჩვენუნდა დავეყრდნოთ ჩვენი თანამოქალაქეების ნიჭიერებას, პატრიოტიზმს, ინოვაციის უნარსა და ენთუზიაზმს. ნაციონალური მოძრაობა უნდა გახდეს კიდევ უფრო გახსნილი და დემოკრატიული პარტია, ვიდრე ეს ოდესმე გვინახავს, ის არაპარტიული გაგებითაც ნამდვილ ნაციონალურ მოძრაობად უნდა გადაიქცეს!

პირადად ჩემი ამბიცია დღესაც იგივეა, რაც ოდესმე ყოფილა - გავაკეთო ყველაფერი ჩვენი სამშობლოს წინსვლისა და განვითარებისათვის! მე ვიმედოვნებ, დღეის შემდეგაც ვიქნები არამარტო ლიდერი ნაციონალური მოძრაობისა, არამედ - ერთი თქვენთაგანი და თანასწორი თანასწორთა შორის. მე მთელი ჩემი არსებით მესმის ამ სიტყვების შინაარსი და მთელი ჩემი არსებით ვიცი ამ შინაარსის ძალა! თქვენ ნახავთ, მთელი ქვეყანა დაინახავს და შეიგრძნობს, რომ ეს არ არის მხოლოდ სიტყვები,და უპირველესად ჩვენი პარტია იგრძნობს ამას თავის თავზე! კიდევ ერთხელ ვიტყვი, ნაციონალური მოძრაობა იყო და იქნება არამარტო იდეების გენერატორი, არამედ - ხიდი ამ იდეებსა დასაზოგადოებას შორის!

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე შემოგთავაზოთ. პირველ რიგში, პრაიმერიზის და მასში პარტიის წევრების აქტიური ჩართულობის პოზიტიური გამოცდილების გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, რომ პარტიული სტრუქტურის ყველა დონეზე შეჯიბრებითობა და არჩევნები სტანდარტულ და საყოველთაო პრინციპად იქცეს. უარი ვთქვათ იერარქიულობაზე ყველგან, ეს იქნება ადგილობრივი პარტიული სტრუქტურები თუ - მთლიანად პარტიის მმართველი რგოლი. ჩვენი რეგისტრირებული წევრების მინიმუმ 10 პროცენტს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ნებისმიერ დროს მოიწვიოს პარტიის ყრილობა. პარტიის თავმჯდომარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ფუნქციის მიუხედავად, ყველა ძირითადი მიმდინარე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარტიის მუდმივმოქმედმა პოლიტიკურმა საბჭომ, რომლის ყოველდღიურ მუშაობას საბჭოს თავმჯდომარე წარუძღვება. საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტი ახალი, ახალი ენერგიით აღსავსე ლიდერებით უნდა დაკომპლექტდეს. ასევე, შემოვიღოთ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა, რათა პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებები სათანადოდ განხორციელდეს. ამგვარად, შევქმნათ ისეთი სტრუქტურა,სადაც ყველა ძირითადი გადაწყვეტილება მიღებული იქნება კოლექტიურად, ხმის უმრავლესობით და, რომელიც მოიზიდავს ყველას, ვისაც პოლიტიკური აქტივობისკენ გული მიუწევს, ეთანხმება ნაციონალური მოძრაობის ძირითად პოსტულატებს და გრძნობს, რომ აქვს უნარი და ენერგია, რომ რაციონალურ, აქტიურ დებატებში ჩაებას და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის მომავლის შენებაში. მთავარი იქნება ის, რომ ყველა დონის თანამდებობაზე, იქნება ეს შიდა პარტიული თუ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების თანამდებობები, კანდიდატები უნდა განისაზღვრონ არჩევნების გზით. ეს მოხდა პრეზიდენტის კანდიდატურაზე და წესდებით იგივე უნდა დაკანონდეს მერების, დეპუტატებისა და პრემიერ-მინისტრის კანდიდატურების დასახელებისას.

პარტიის სტრუქტურის ჰორიზონტალური ხასიათი არა მარტო ახალი წევრებით გაამდიდრებს ჩვენს პარტიას, არამედ - ფაქტიურად აზრს დაუკარგავს ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლას. მაგალითად, თუ დღეს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ ცალკეული ლიდერების განეიტრალებით მოგვსპობს, ხვალ ისიც და ბევრი სხვაც მიხვდება, რომ ამ ბრძოლას საბოლოოდ ეკარგება აზრი; თუ, რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას, თავისივე მრავალგზის საჯაროდ განცხადებული პოზიციით, ჩემი, როგორც მინიმუმ, სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური განადგურება საკუთარი პრობლემების გადაჭრის გზად მიაჩნია, ხვალ ისინიც მიხვდებიან, რომ სინამდვილეში საქმე აქვთ არა მხოლოდ ჩემთან, არამედ - ჩემს თანამოაზრეებთან, ჩვენს თანამოაზრეებთან, მთელ პარტიასთან და მთელ ერთან, მიხვდებიან, რომ ისინი დიდ ცეცხლს ეთამაშებიან და უკან უნდა დაიხიონ, ამ ცეცხლს ქმნადობის ენერგიად გადაქცევაში ხელი არ შეუშალონ, დამორჩილდნენ იმ აზრს და იმ რეალობას,რომ საქართველო არის, იყო და იქნება თავისუფალი ხალხის თავისუფალი სახელმწიფო, მშვიდობის, აღმშენებლობის, პროგრესის, შემწყნარებლობისა და სიკეთის გზაზე მდგარი საზოგადოების ციხე-სიმაგრე, რომელსაც ამიერიდან ვეღარც შიდა და ვეღარც გარე მტერი დაანგრევს!

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი ენერგიით დაბრუნების პროცესი უკვე დაწყებულია და, ჩვენ ერთად, ამ პროცესის ბოლომდე წარმატებით მიყვანას აუცილებლად შევძლებთ.

ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლეთ, ბევრი ბრძოლა და ომი გამოვიარეთ, შეცდომებიც დავუშვით, მაგრამ ბევრი დიდი წარმატებაც ვნახეთ. დღეს ჩვენ ყველანი მზად ვართ, რომ ახალი ენერგიით, ახალი შემართებით მივმართოთ ჩვენს ხალხს და ვუთხრათ:

ჩვენ ჩვენი სამშობლოს მებრძოლი შვილები ვართ, ჩვენი სამშობლოსადმი, ჩვენი ხალხისადმი უზომო სიყვარულით აღსავსე შვილები! ჩვენ ვიბრძოლებთ და სამშვიდობოს გავალთ იმ რწმენით, რომ ვართ ისტორიის სწორ მხარეს,და რომ ამას ვაკეთებთ არა საკუთარი თავისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შვილების საერთო მომავლისთვის. რწმენით, რომ სიკეთე საბოლოო ჯამში აუცილებლად დაამარცხებს ბოროტებას და სიბნელე უძლური აღმოჩნდდება სინათლესთან. წარსული და რეგრესი, მიუხედავად ყველა მცდელობისა, ვერ ჩაანაცვლებს მომავალს და პროგრესს!

ჩვენ პოლიტიკაში იმისთვის ვართ, რომ აზრი საქმედ ვაქციოთ და ამიტომ საქმიანად უნდა მივუდგეთ ყველა წამოწყებას. გთავაზობთ, დავგეგმოთ ნაციონალური მოძრაობის ყრილობა სექტემბერში, შევჯერდეთ თარიღზე და ყველა ის პრინციპული ცვლილება, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ავსახოთ პარტიის ახალ წესდებასა და სტრუქტურაზე. ძალიან ბევრი გავაკეთეთ და გაცილებით მეტი გასაკეთებელი დაგვრჩა, ამიტომ ახალ პროგრამაში უნდა გავწეროთ შემდეგი ეტაპის მთავარი საპროგრამო მიზნები. ჩვენი მოძრაობა ფენიქსივით აღდგენის პროცესშია და ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს საქმე, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა, მთლიანობა და ჩვენი ხალხის თავისუფლება ქვია!

მიხეილ სააკაშვილი
ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Link:
Скрыть ссылку
Показать ссылку

Реклама
Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 72295
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 7630
Поблагодарили: 12365
Пол: Мужчина Мужчина
Georgia
Контактная информация:

Re: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

Сообщение irakly » 06 окт 2013, 13:10

phpBB [video]
ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Link:
Скрыть ссылку
Показать ссылку

Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 72295
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 7630
Поблагодарили: 12365
Пол: Мужчина Мужчина
Georgia
Контактная информация:

Re: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

Сообщение irakly » 20 дек 2013, 00:25

phpBB [video]
ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Link:
Скрыть ссылку
Показать ссылку

Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 72295
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 7630
Поблагодарили: 12365
Пол: Мужчина Мужчина
Georgia
Контактная информация:

Re: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

Сообщение irakly » 14 июн 2014, 18:28

phpBB [video]
ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Link:
Скрыть ссылку
Показать ссылку

Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 72295
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 7630
Поблагодарили: 12365
Пол: Мужчина Мужчина
Georgia
Контактная информация:

Re: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

Сообщение irakly » 05 июл 2014, 02:14

გიგი უგულავას სიტყვა სასამართლო პროცესზე

Изображение

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის უფლებაშეჩერებული მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესი 3 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობს. პროცესზე, რომელზეც უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფართების თაობაზე მიდის მსჯელობა, სასამართლოს სიტყვით მიმართა გიგი უგულავამ:
-”ის რაც გამიკეთებია, გამიკეთებია ჩემი ქალაქისთვის და ჩემი ხალხისთვის და ამას არავის არ ვამადლი. როგორ შეიძლება 5 შვილის მამა ვიყო კრიმინალი, ჩემი მომაკვდავი სიმამრი და ქვისლი და საერთოდ, ყველა ჩემი მეგობარი იყოს კრიმინალი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა, რაზეც მოწმობს ეს ფართხა-ფურთხით შეთითხნილი საქმეები. მე, გიგი უგულავა, არსად გაქცევას არ ვაპირებდი და არც ვაპირებ, ვაპირებ დავრჩე და ვიბრძოლო, თუნდაც ციხიდან. ჩემთვის პრინციპული იყო გავსულიყავი და დავბრუნებულიყავი ქვეყნიდან, სწორედ ამით მინდოდა დამემტკიცებინა, რომ არსად გაქცევას არ ვაპირებდი. მით უმეტეს, დაკითხვაზე მოწმის სტატუსით ვიყავი დაბარებული და ქვეყნიდან დროებით გასვლის უფლება არ მეკრძალებოდა. ამათ კი გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოსდა სოც. ქსელებში ბილეთების სურათებით ვმანიპულირებდი და გაქცვას ვაპირებდი. მაგრამ მე ამ ბედნიერებას ივანიშვილს და ღარიბაშვილს არ მივანიჭებ. ციხე არ არის ადგილი, რომელიც ადამიანს ბრძოლაზე ხელს ააღებინებს. ეს არის ერთი კაცის სურვილი, ვინც ცდილობს გაანადგუროს წინა ხელისუფლების ყველა ლიდერი. ჩემი დაკავება თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება, ხელისუფლებას სწორედ ამის შიში აქვს. მინდა ვთქვა, რაც არ კლავს, აძლიერებს და ჩვენ არ გადავყვებით ივნიშვილის შიზოფრენიას. რაც შეეხება “რიჟა” კაპანაძეს, ის გავიცანი როგორც ჩემი ქვისლის, გიორგი ღონიაშვილის მეგობარი, თუმცა, სამწუხაროდ, მას მეგობრების შერჩევა არ სცოდნია, კაპანაძე ძალიან ცბიერი ადამიანია”.

http://www.tzona.org/gigi-ugulavas-sity ... -procesze/
ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Link:
Скрыть ссылку
Показать ссылку

Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 72295
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 7630
Поблагодарили: 12365
Пол: Мужчина Мужчина
Georgia
Контактная информация:

Re: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

Сообщение irakly » 16 июл 2014, 09:16

2013 წელი

phpBB [video]
ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Link:
Скрыть ссылку
Показать ссылку

Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 72295
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 7630
Поблагодарили: 12365
Пол: Мужчина Мужчина
Georgia
Контактная информация:

Re: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

Сообщение irakly » 18 июл 2014, 11:22

გუშინდელი კონფერენციიდან ფილარმონიაში. აკაკი ბობოხიძის ემოციური გამოსვლა.

phpBB [video]

https://www.youtube.com/watch?v=u92T4d30db0
ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Link:
Скрыть ссылку
Показать ссылку

Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 72295
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 7630
Поблагодарили: 12365
Пол: Мужчина Мужчина
Georgia
Контактная информация:

Re: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

Сообщение irakly » 30 окт 2015, 17:06

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა | United National Movement
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედაქალაქის მერ დავით ნარმანიას დავალება მისცა, რომ თბილისში ალტერნატიული გათბობის საშუალებების- მზის გამათბობლების დაყენება დაიწყოს. ნარმანია და ღრიბაშვილი მოსახლეობას ატყუებენ, რადგან ეს პროექტი თბილისში უკვე განხორციელებულია, ეს იყო ნიკა მელიას წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი საკვანძო პრეოქტი, რომელიც თემქაზე, მე-3 მიკრო რაიონში განხორციელდა კიდეც. ამ პროექტის გაგრძელებაზე ხელისუფლებამ შეგნებულად თქვა უარი. კონკრეტულად კი, ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ამისი რესურსი და საშუალება არ იყო.



https://www.facebook.com/nacionalurimod ... 129510058/
ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Link:
Скрыть ссылку
Показать ссылку

Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 72295
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 7630
Поблагодарили: 12365
Пол: Мужчина Мужчина
Georgia
Контактная информация:

Re: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

Сообщение irakly » 23 май 2016, 13:02

phpBB [video]
ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Link:
Скрыть ссылку
Показать ссылку

Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 72295
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 7630
Поблагодарили: 12365
Пол: Мужчина Мужчина
Georgia
Контактная информация:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

Сообщение irakly » 20 сен 2016, 08:43

ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Link:
Скрыть ссылку
Показать ссылку


Вернуться в «ქართული ფორუმი»



Кто сейчас на конференции

Сейчас этот форум просматривают: нет зарегистрированных пользователей и 1 гость