Страница 1 из 3

ათი მცნება ქართველებისთვის

Добавлено: 25 фев 2013, 00:16
irakly
ათი მცნება ქართველებისთვის - javakhishvili.jpg
ათი მცნება ქართველებისთვის - javakhishvili.jpg (85.43 КБ) 1710 просмотров
ათი მცნება ქართველებისთვის - javakhishvili.jpg
ათი მცნება ქართველებისთვის - javakhishvili.jpg (85.43 КБ) 1710 просмотров
მიხეილ ჯავახიშვილი: “წერილი ქალიშვილისადმი”

ჩვენი დროის ათი მცნება
1. შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი.
2. შენი სამშობლოს მტერი შენი პირადი მტერია, ხოლო მისი მეგობარი, შენი პირადი მეგობარი.
3. ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის. შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.
4. მიეცი მას წრფელი გულით ყოველივე და ისიც მოგცემს ყოველივეს.
5. მაინც მუდმივ მხოლოდ შენი თავის იმედი იქონიე. ისე იცხოვრე, ვითომ ამ ქვეყნად არც მოვალე გყოლია და არც მშველელი.
6. განაგე თავი შენი და დაუმორჩილე გონებას შენი ჟინი, კერპი გული და ურჩი სურვილები.
7. გზის გაკვლევა და გამარჯვება შეიძლება მხოლოდ შრომით და პატიოსნებით. ზარმაცობა, ცუღლუტობა, სიცრუე და სიყალბე ადამიანს ადრე თუ გვიან უეჭველად დაღუპავს.
8. სანამ საკუთარ ფეხზე არ დამდგარხარ, მშობლებს ყველაფერი დაუჯერე. იმათ შენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. ჯერჯერობით საკუთარ ჭკუას, ჟინს და გულის ზრახვას ნუ აჰყვები.
9. თავმოყვარეობა შეიძინე და თავის თავის ფასი ისწავლე, მაგრამ ნუ გადააჭარბებ. არ გაამაყდე.
10. ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის სჯობს სამი რამ: პირველი – შრომა, მეორე – შრომა და მესამე – შრომა.
ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე.
შენი მოსიყვარულე მამა, მიხეილ ჯავახიშვილი
გვ.

burusi.

Re: ათი მცნება ქართველებისთვის

Добавлено: 11 апр 2013, 11:14
irakly
ღირსება ოქროს მედალზე ძვირფასია
11 აპრილი 01:052325

Изображение

გასული წლის დამლევს ნავარაში მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი შეჯიბრება მძლეოსნობაში. მასში მონაწილეობდნენ მსოფლიოს უძლიერესი სპორტსმენები და მათ შორის კენიელი აბელ მუტაი, ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი 3000 მეტრზე სირბილში დაბრკოლებებით. თავის საყვარელ დისტანციაზე მუტაი დამაჯერებლად ლიდერობდა ნავარაშიც. მაგრამ დისტანციის დასრულებამდე დაახლოებით ათი მეტრით ადრე კენიელი მორბენალი შეჩერდა, რადგან შეცდომით ჩათვალა, რომ უკვე გადაკვეთა ფინიშის ხაზი. იდგა მუტაი და მადლიერების ნიშნად ტაშის დაკვრით პასუხობდა ესპანელ მაყურებელთა, როგორც მას ეგონა, მილოცვებს - სინამდვილეში კი მისთვის გაუგებარ კარნახს, რომ მას ჯერ ფინიშის ხაზი არ გადაუკვეთავს.

მორბენალს, რომელიც კვალში მისდევდა კენიელს - ესპანელ მძლეოსან ივან ფერნანდეს ანაიას იოლად შეეძლო გადაესწრო მისთვის და პირველი ადგილით დაემთავრებინა რბენა. მაგრამ ამის ნაცვლად მან უბიძგა ზურგში კენიელს და ანიშნა მას, თუ სად იყო ფინიშის ხაზი. ესპანელმა უარი თქვა პირველობაზე და კენიელი გამარჯვებით მიიყვანა ფინიშთან.

როდესაც შეჯიბრების შემდეგ ანაიას ჰკითხეს მისი ქცევის მოტივების შესახებ, 24 წლის ვიტორიელმა ესპანეთის ჩემპიონმა განმარტა: ”მე ძალიან მინდოდა მოგება. მაგრამ მე არ დამიმსახურებია გამარჯვება - ის დიდი სხვაობით მიგებდა და მე ვერ დავეწეოდი, მას რომ არ შეშლოდა. ჩემთვის ღირსება ოქროს მედალზე ძვირფასია. ჩვენ ხომ ვხედავთ რა ხდება ფეხბურთში, საზოგადოებაში, პოლიტიკაში...ადამიანები ხშირად ირჩევენ არასწორ ზნეობრივ მოდელებს. მე მოხარული ვარ, რომ პატიოსანი საქციელი ჩავიდინე”.

http://news.ge/ge/news/story/51491-ghir ... dzvirfasia

Re: ათი მცნება ქართველებისთვის

Добавлено: 16 апр 2013, 14:30
IrakliGe
”ვინც დასთხევს მისთვის წმინდა სისხლს” უნდა იყოს

ათი მცნება ქართველებისთვის

Добавлено: 16 апр 2013, 19:49
irakly
არსთა გამრიგემ არ გაიმეტოს
ვინც სამყაროთა თვალის ჩინია.
ადამიანო, შენდა იმედად
ღაღადებს სიტყვა "ნუ გეშინია".

ზეცამ ძუძუდან არ მოგიკვეთა,
ყოველი არსი შენთვის ხმიანობს,
ვაგლახად სასო არ წარიკვეთო,
ვინძლო სული არ დაიზიანო.

ფათერაკს მკერდით დაგაუდექი,
მოძმეთ იმედი არ წარუხოცო,
ადამიანო, იყავ უდრეკი,
იყავ უშიში, ვითა უხორცო.

სტიქიონების ველურ თარეშში
სულის სიმტკიცე გმართებს მალული,
რადგან ვაჟკაცურ გზნების გარეშე,
არ არის ქვეყნად არც სიყვარული.

როცა წინასწარ თქმული ახდება,
როცა სამყარო ფაფარს აიშლის,
განსაცდელს მშვიდად თუ არ დახვდები,
როგორ იწოდო პირმშო ქარიშხლის.

ნაჭუჭის კაცად ნუ გადიქცევი,
თორემ დინება წაგლეკს, გაგრიყავს,
სტიქიის რისხვას თუ გაექცევი,
რაღას დააკლებ ცხოვრების გრიგალს.

უტეხი რწმენით შენ არ წაწყდები,
დააცხრობ ღელვას, დათრგუნავ ქარებს,
სად თანაგრძნობა ვერას გახდება
იქ თავგანწირვა გაგიღებს კარებს.

Re: ათი მცნება ქართველებისთვის

Добавлено: 24 май 2013, 09:03
irakly
[video][/video]

Re: ათი მცნება ქართველებისთვის

Добавлено: 07 сен 2013, 22:25
irakly
Nodar Koberidze
საქართველოს სახელმწიფოს და მაშასადამე ქართველ ერს სამი ძირითადი მტერი ჰყავს-პირველი: რუსული "დერჟავა", მეორე-რუსული მართლმადიდებელი ეკლესია და მესამე-ქართველი რენეგატები, ამ უკანასკნელს ქამელეონზე ძლიერი გარდასახვა შესძლებია! გარდასახული კი თავს ისე წარმოაჩენს ვითარცა სამშობლოსათვის თავგადადებული ყარიბი ვინმე. და მართლაც დღესდღეობით ჩაგდებული აქვთ რა სახელმწიფოს მართვის სადავეები, ეკლესიაში მოკალათებულ რუსეთუმე კლერიკალებთან ერთად სულ "იავნანა-ვარდონანას" ძახილით ცივ სამარეში ისე ავანებენ მთელ ნაციას, რომ იგი გონს ვერ მოსულა. დააკვირდით, დააკვირდით ვისაც ჯერ კიდევ შერჩენია გონება -დ ა ა კ ვ ი რ დ ი თ- ქართული სახელმწიფოს აკვანი ისე გამალებით ირწევა, რომ ბრჭყვიალა დაპირებებით გაბრუებული ქვეყანა"ნირვანას კომაში" ჩავარდნილა, არადა ეს "სიბრჭყვიალე" უბრალო ბიჟუტერიაა და არა უძვირფასესი თვალ-მარგალიტი,თუმცაღა საუბედუროდ ამის დანახვის უნარი დაჰკარგვია ზომბად ქცეულ ქართველობას და სულ ოსანას ძახილით მიჰყვებიან გამყინვარების ჯოჯოხეთში ამ მარადიულ მოღალატეებს!

Re: ათი მცნება ქართველებისთვის

Добавлено: 12 сен 2013, 20:03
irakly
ისმინეთ ქართველებო და იფიქრეთ! და იბრძოლეთ!

[video][/video]

Re: ათი მცნება ქართველებისთვის

Добавлено: 28 окт 2013, 22:31
irakly
[video][/video]

Re: ათი მცნება ქართველებისთვის

Добавлено: 31 окт 2013, 09:35
irakly
Onise Gergedava
Tbilisi-(ს)თან ·

ბაჩო
ხდება ისე, რომ სამოქალაქო აზრი და რეალობა 180 გრადუსითაა დაშორებული ერთმანეთს.
საზოგადოებას ჩააგონეს. თუმც საკუთარი აზრის ქონაზე პრეტენზიის მქონეს, თავმოყვარეობა არ აძლევს ამის აღიარების უფლებას.
შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე და პოლიტ-პატიმრებზე ვსაუბრობდით მე და ბაბუ. მოულოდნელად გვერდით სკამზე მჯდომი ახალგაზრდა ჩაგვეჭრა საუბარში:
-ეხლა არ თქვათ, რომ ახალაია დასაჭერი არ იყოო!?
უტაქტობით შეცბუნებული შევაჩერდი უცნობ ახალგაზრდას. მან კითხვა დამიკონკრეტა:
-რაა! დასაჭერი არ იყო ძმაო?!
-არა არ იყო დასაჭერი!
მიუგე მტკიცე ხმით.
-როგორ არ იყო, ხალხს რომ ცემდა ციხეში კაი იყო?
ახალგაზრდა ზოგადად გავრცელებულ აზრს გამოხატავდა და ამიტომაც შევეცადე დამერწმუნებინა ამ აზრის უსაფუძვლობაში.
-შენ რასაც ამბობ, დადასტურებით იცი, გინახია?
-არა ძმაო მაგრამ ზუსტად ვიცი. ბიძაჩემი არის პოლიციელი, ბაჩო ახალაია მას და მასთან ერთად ჩამომწკრივებულ პოლიციის უფროსებს, დასცინოდა და შეურაცხყოფას აყენებდა. ასეთი ნაგლი იყო ძმაო და სიტყვასაც ვერ უბრუნებდნენ. შანსი არ არის ბიძას, რომ მოვეტყუებინე.
-ბაჩოს პიროვნულად არც მე ვიცნობ მაგრამ მაინტერესებს დაცინვის მოტივი რა შეიძლებოდა ყოფილიყო, სამოცდაათივეს ერთდროულად ფიზიონომიას ხომ არ დაუწუნებდა? საქმე სხვა რამეშია, მე ზუსტად ვიცი მისი დემონიზირების მოტივი. თუ მომისმენ გეტყვი.
ბაჩო სასჯელაღსრულების მინისტრად, რომ დანიშნეს ჯერ კიდევ კრიმინალური სამყარო ციხიდან იმართებოდა. ძალაუფლება ქურდებისთვის ხელიდან რომ გამოეგლიჯათ, საჭირო იყო ციხეში რეფორმების გატარება.
ერთ დღეს, ციხის უფროსი ურეკავს ბაჩოს: ბატონო მინისტრო, სასწრაფო საქმეა და მობრძანდით ციხეშიო. ციხის უფროსის კაბინეტში შესულ ბაჩოს დახვდა, კანონიერი ქურდი ვატო ყიფიანი. ბაჩო მიხვდებოდა, რომ სინამდვილეში ციხის უფროსმა კი არა ქურდმა დაიბარა მოსალაპარაკებლად. ქურდმა ვატომ იმ პირობით, თუ ბაჩო არ ჩაერეოდა ციხის საქმეებში და ციხეს კანონიერი ქურდები გააკონტროლებდნენ, ყოველ თვიურად 300 000 დოლარი მიიღებდა!
-ყოველ თვიურად???
გაკვირვებისაგან დაჭყეტილი თვალები, შუბლზე აუვიდა ჩემს თანამოსაუბრეს.

-კი ყოველთვიურად. თან სანაცვლოდ ბევრ რამესაც არ ითხოვდა ქურდი ვატო. გარიგების შემთხვევაში ბაჩოს მისი სანდო კაცის სახელი უნდა ეთქვა, რომელსაც ყოველთვიურად ჩააბარებდნენ ამ თანხას. ასეთ შეთავაზებაზე ბევრი არ იტყვის უარს.
-კი ძმაო! თვეში სამასი ათასი ყველას დაგვხატავდა.
ალალად აღიარა ჩემმა თანამოსაუბრემ და ინტერესით განაგრძო მოსმენა.
-მაგრამ ქურდი ჯერ-ჯერობით არ ითხოვდა მეტს, თორემ ერთხელ ნაყიდ მინისტრს,შემდეგში თავის ხასად აქცევდა. როგორც ტრადიციულად ხდებოდა ხოლმე. „ცოტა შემაყოფინეს“ პრინციპით შემოთავაზებულ გარიგებას, ბაჩო დროულად მიუხვდა და პირდაპირ კითხვა დასვა:
-ვინ არის ამ ციხის უფროსი?
ამ შეკითვასთან ერთად, ავის მომასწავებელმა ნიავმა გადაუქროლა ქურდსაც და ციხის უფროსსაც. კითხვისგან თავის არიდება სცადეს, მაგრამ ბაჩომ უფრო პრინციპულად გაუმეორა კითხვა და მთელი სერიოზულობით ითხოვდა პასუხს. იძულებულმა ციხის უფროსმა წაიკნავლა, მე ვარო მაგრამ ბაჩომ აუხსნა, რომ რეალურად ციხის უფროსი ის კი არა ქურდი ვატო იყო. მოხსნილი ციხის უფროსი, შამპანიურის პროპკასავით მოსროლა გარეთ, ქურდი ვატო კი გადაიყვანეს სხვა ციხეში.
ბაჩოს ამ პრინციპულმა საქციელმა ჩემი თანამოსაურე გულრილი ვერ დატოვა. ახალგაზრდებს მოსწონთ ძლიერი ხასიათის გამოვლინებები. დამეთანხმა, რომ ბაჩოს ამ საქციელში დანაშაულებრივი არაფერი იყო, მაგრამ ციხის უფროსი და ვატო აუცილებლად განაწყენდებოდნენ. მე განვაგრძე;
-მაგრამ პრობლემები აქედან დაიწყო სწორედ. ქურდები დაუნდობელი ბოროტმოქმედები არიან. როცა კორუფციული შეთავაზებით ვერ აგვარებენ საქმეს, იქ მუქარა-შანტაჟით აღწევენ ხოლმე მიზანს. მითუმეტეს ყველამ იცის, რომ თავზეხელაღებულობით, ყველა მუქარის შესრულების ძალა და უნარი შესწევთ. შემსრულებლები არიან!
- კი ძმაო! ქურდები რას ამბობ!?
თამამად დამეთანხმა. თან ეტყობოდა, რომ კრიმინალური ავტორიტეტების მიმართ დიდ სიმპატიას გრძნობდა.
-ამ საქციელით ბაჩომ პირად მტრად გაიხადა და მთელი „შავი სამყარო“ გადაიმტერა. ისინი არ იყვნენ ასეთ „უპატივცემლობას“ და წინააღმდეგობას ჩვეული. დაიძრა მუქარა-გინების კორიანტელი. ბაჩოს ემუქრებოდნენ, ოჯახის წევრების შეურაცხყოფითა და განადგურებით. არ იყო ეს იოლი საქმე, თავისი სიმტკიცითა და ვაჟკაცობით, ამ ფსიქოლოგიურ წნეხსაც გაუძლო ბაჩომ. მინისტრის „დაკერვა“ , რომ ვერ შეძლო იმით, ვატო ყიფიანი იმდენად იყო შეურაცხოფილი და განრისხებული, რომ მან გაავრცელა ცნობა; თუ მას ბაჩოს მოკვლას დაასწრებდა ვინმე „თავხედი“, მას ამ სიამოვნების მოკლებისთვის თვითონ მოსთხოვდა პასუხს.
ეს დაუნდობელი ომის გამოცხადება იყო. ქურდებმა 90-ანი წლების მერე, ისევ გამოუცხადეს ომი ხელისუფლებას და პირადად ბაჩოს. მწარე გამოცდილებიდან ვიცით, რომ ამ ომს ყვავილების სროლით ვერ მოიგებდი. სიმკაცრე და უკომპრომისო ბრძოლით თუ მიიღწეოდა გამარჯვება. საკუთარი და ახლობლების უსაფრთხოების, სიკვდილ-სიცოცხლის სასწორზე შეგდებით. ბაჩომ თავისი ტიტანური ამტანობისა და სიმტკიცის წყალობით შეძლო ამ ომის მოგება. ამ არაბუნებრივი შესაძლებლობების ქონის გამო ის მონათლეს მონსტრად. ამაში იყო გატარებული ის აზრი, რომ ჩვეულებრივი მოკვდავი „უძლეველ“ ქურდებს ვერ დაამარცხებდა. (დაბალ საზოგადოებაში, პოპულარულია ლეგენდარული აზროვნება) ბოროტმოქმედებმა ამას ზედ დაურთეს, მათი ქვენა წარმოსახვების მყრალი უფსკრულებიდან ყველაზე საზიზღარი ჭორები. (ეს ეხერხებათ)
-აბა ბაჩო მართლა უდანაშაულოა? გინდა თქვა, რომ მას საერთოდ არაფერი დაუშავებია?!
გამომცდელად და აგრესიული ირონიით მკითა ახალგაზრდამ. რაზეც მთელი დამაჯერებლობით უპასუხე.
-ბაჩო მართლა უდანაშაულოა და მას არაფერი დაუშავებია.
რაც მისთვის მეხის გავარდნასავით იყო:
-აბა რასაც ამბობენ!?
-ეს არის მის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლის კამპანია. საქართველოს შიდა და გარე მტრებს, მათ შორის უმთავრესსა და უძლიერესს რუსეთს არ აწყობთ საქართველოს სახელმწიფოს ძლიერება, რომ ჩვენს მთავრობაში იყვენენ ისეთი წარმატებული და ძლიერი კადრები, რომლებსაც ფაქტობრივად ყველა ამოცანის შესრულება შეუძლიათ. ხედავ ჯარში რამხელა რეფორმები ჩაატარა! იარაღის წარმოებას ჩვენთან პრეცენდენტი არ გააჩნდა. ას არის ნიჭიერების და უნარიანობის იშვიათი შერწყმის შედეგი. რისიც ეშინია მტერს და ბინძური ჭორებითა და საზოგადოებაში დისკრედიტაციით ცდილობენ ასეთი უნარის მქონეთა საქართველოს მთავრობიდან ჩამოშორებას, რომ განუკითხაობამ და ქაოსმა იპარპაშოს საქართველოში. ამით ჩვენი ქვეყნის წინსვლას შეაჩერებენ.
ინმფორმაციული ომი უმნიშვნელოვანესია. ბოროტი ჭორების მახეზე წამოაგეს საზოგადოება. ქართული თავმოყვარეობით კი აბა რომელი აღიარებ, რომ გააბრიყვეს და თეთრი შავად მოაჩვენეს, მოკეთე მთრად.
მიუხედავად საკუტარი არგუმენტების უქონლობისა, თანამოსაუბრეს არ უნდოდა, რომ ჩემი აზრი მიეღო-გაეზიარებინა.
-შენ რა იცი, რომ რასაც ამბობ ისეა და არა სხვაგვარად!?
-მე ბაჩოს ბევრ ახლობელს ვიცნობ და დეტალურად მაქვს ეს ამბავი შესწავლილი. ხოლო რაც შეეხება ნაწყენ ბიძაშენს, სავსებით შესაძლებელია იმ ციხის უფროსივით სამართლიანადაა დასჯილი თუ საყვედურ გამოცხადებული. ეჭვი ხომ არ გეპარება, რომ ის ციხის უფროსსაც პრეტენზიები ექნება ბაჩოს მიმართ!?
ჩემი თანამოსაუბრე წამოენთო და მართალ-მტყუანის გარჩევას თავი ანება. პირდაპირ აგრესიულ მუქარაზე გადმოვიდა:
-მისთვის ისევ ციხეში ჯობია იჯდეს თორემ, რომ გამოვა ერთ წუთსაც არ აცოცხლებენ!
-შენ რა გგონია, ბაჩოს ეშინია იმ ვირთხების?! ბაჩო არის ვაჟკაცი და ვერავინ ვერაფერს დააკლებს. თავისი ფეხით ჩამოვიდა და თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში. ის არის გმირი! ვერავინაც ვერაფერს უზამს. მის გვერდით ნამდვილი მამულიშვილები დგანან, რომლებმაც ათასი მუქარისა და პატიმრობის მიუხედავად არ გასცედს ბაჩო. გორგაძე, კიკაბიძე, შამათავა ნამდვილი გმირები! რომლებიც აგვისტოს ომში ბრძოლაში დაჭრნენ. ესენი უდგანან გვერდში! ესენი გინდა „ჩაცუცქულებით“ შეაშინო? ხალხი რომლებიც 17 წლიდან კაცის კვლას, ოფიციალურად სწავლობდნენ სამხედრო აკადემიაში და სხვადასხვა კონტინენტებზე ამდენი ომიები გამოუვლიათ!?
მთავარსარდალი გიგი კალანდაძე ნამდვილი ქართველი! რომელიც აგვისტოს ომის იმ 4 დღეში, ორჯერ დაიჭრა წინა ხაზზე და მაინც თავგანწირვით იბრძოდა! იცოდი ეს?!
ჩვენ საქართველოსთვის ვიბრძვით და უკან დასახევი არაგვაქვს. ვინც წინ გადაგვეღობება გავთელთ.
გამახსენდა საქართველოს გმირის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სიტყვები:
„თუ გსურს ერი, ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარო, მას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსული, არამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგი. თავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად და უნიათო კაცუნებად უნდა დაუსახო, მედროვეები და მოღალატენი კი-გმირებად.“
ონისე გერგედავა


Re: ათი მცნება ქართველებისთვის

Добавлено: 06 янв 2014, 09:30
irakly
სიცოცხლე უნდა ქარიშხალს ჰგავდეს,
მეხის გავარდნას ჰგავდეს სიკვდილი,
მტერიცა გყავდეს, მოყვარეც გყავდეს,
მაგრამ არც ერთან სჭამო სირცხვილი..
სიცოცხლე უნდა მადლობა იყოს,
ღვთისადმი შენგან კრძალვით მიძღვნილი,
ისე ლამაზად უნდა იცხოვრო,
მზის ჩასვლას უნდა ჰგავდეს სიკვდილი...