Страница 1 из 12

არა ოკუპაციას!

Добавлено: 05 мар 2013, 01:45
irakly
Chiora Taktakishvili

პარლამენტს ჯერ ზუსტად არ აქვს განსაზღვრული კვირის დღისწესრიგი, მაგრამ ბიუროს გადაწყვეტილებით, მინიმუმ ერთი შოკისმომგვრელი კანონპროექტის განხილვა დაიწყება ამ კვირაში პარლამენტში: ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებები. თუ ამ კანონის მიიღება გაუვიდათ, ეს ნიშნავს იმის ოფიციალური აღიარებას, რომ თურმე საქართველოს ტერიტორიები აღარ არის ოკუპირებული და რომ ჩვენ მოვაწყეთ 2008-ში ოსების გენოციდი. რას ნიშნავს ეს?
1. ოკუპირებული ტერიტორიების კანონში თუ იქნება 1 ცვლილების მიღების პრეცედენტი მაინც, ეს ნიშნავს, რომ სულ რამდენიმე თვის თუ არა, წლის განმავლობაში მოხდება მთელი კანონის ეროზია და საბოლოოდ ეს კანონი იქცევა ფარატინა ფურცლად. შესაბამისად, ამ კანონის მიღებით, საქართველო თავისი ნებით იტყვის უარს იმაზე, რომ რუსეთის ტანკების და ჯარის ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე, ქართველების ეთნიკური წმენდა, ნახევარი მილიონი ადამიანის გამოყრა საკუთარი სახლებიდან მოიხსენიოს, როგორც ო კ უ პ ა ც ი ა. ეს კი ნიშნავს, რომ ქართული ოცნების მიზანი, საქართველო აღარ იყოს უთანხმოების საგანი რუსეთსა და დასავლეთს შორის, მიღწეული იქნება რუსეთის სახელმწიფო ინტერესის შესაბამისად და საქართველოს სახელმწიფო ინტერესის საწინააღმდეგოდ, რადგან უთანხმოების საგანია სწორედ ის, რომ დასავლეთისთვის საქართველო არის ოკუპირებული და მისი ტერიტორიების დეოკუპაცია არის გარდაუვალი, ხოლო რუსეთისთვის საქართველოს ადგილას არსებობს 3 სხვადასხვა სახელმწიფო და ის არ აპირებს ამ პოზიციის გადახედვას. შესაბამისად, ამ კანონის შეცვლა და გაუქმება ნიშნავს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარებას, და იმას, რომ ქართველები თანახმა არიან, საქართველოს ადგილზე იარსებოს სამმა სახელმწიფომ!
2. ამ კანონში ცვლილებების შეტანა საქართველოს ჩააყენებს მონის, რუსეთის ქვეშევრდომის პოზიციაში, რადგან ეს იქნება მონური პასუხი რუსეთის დამამცირებელ მოთხოვნაზე, გაუქმდეს ეს კანონი. ამ მოთხოვნას ის ოკუპაციის შემდეგ ყოველთვის აყენებდა, ოღონდ უშედეგოდ. საქართველოში კოლაბორაციონისტული მთავრობის მოსვლის შემდეგ კი ამ მოთხოვნამ უფრო დამცინავი ხასიათი მიიღო, რადგან ეს იყო პასუხი ივანიშვილის მესიჯზე რუსეთთან ურთიერთობების დათბობასთან დაკავშირებით. ესე იგი, იმისთვის, რომ დათბეს ურთიერთობები, საქართველომ თავი უნდა დაიმციროს იმით, რომ ქართული ღვინო ონიშენკოს ექსპერტების შესაფასებელი გახდეს, იმით, რომ "ქართულმა" მოცეკვავე-მომღერლებმა კრემლს და პუტინს უმღერ-უცეკვონ, იმით, რომ ივანიშვილმა ხან ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის გაუქმება შესთავაზოს, ხან კიდევ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა. მაგრამ რუსეთისთვის ეს არ არის საკმარისი და მანამდე არ აპირებს ბიძინას მოსკოვში ჩაშვებას, სანამ პირობას არ შეასრულებს, და თავისივე პირით არ ათქმევინებს, რომ შ ე გ ვ ე შ ა ლ ა, არ უნდა მიგვეღო ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონიო. ამის შემდეგი ნაბიჯი კი იქნება, გ ვ ა პ ა ტ ი ე თ, თქვენ კი არა ხართ ოკუპანტები, ქართველებმა მოუწყეა ოსებს და აფხაზებს გენოციდი და მ ზ ა დ ვ ა რ თ, ამის სანაცვლოდ, ბოდიშის ნიშნად, არამცთუ საქართველოს დეოკუპაცია მოვითხოვოთ თქვენგან, არამედ ვ ა ღ ი ა რ ო თ, რომ გენოციდის მსხვერპლ აფხაზ და ოს ერებს აქვთ, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ქონის უფლებაო.
3. ეს ცვლილებები ხდება არა დეოკუპაციის კუთხით რუსეთის მიერ გადადგმული, თუნდაც რაიმე, მინიმალური ნაბიჯის სანაცვლოდ, როგორც ეს თვითონ კანონით არის გათვალისწინებული (კანონის თანახმად, კანონი შეიძლება გადაიხედოს მხოლოდ დეოკუპაციის კუთხით მიღწეული პროგრესის შემთხვევაში), არამედ იმ პირობებში, როდესაც კანონის მიღების შემდეგ გაუარესებულია მდგომარეობა. რუსეთის მხრიდან გადასადგმელი მინიმალური ნაბიჯები არაერთგზის არის განსაზღვრული სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციებით. ეს არის: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის მონიტორების შეშვება, აღიარების გადაწვეტილების გაუქმება, ევროკავშირის მიერ მიღწეული 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულება, რომელიც გულისხმობს რუსეთის ჯარების გაყვანას აგვისტოს ომამდე არსებულ პოზიციებზე. თითოეულ ამ მოთხოვნაზე დღემდე რუსეთის პასუხია ა რ ა!
საქართველოს ახალი ხელისუფლების პასუხი კი, ნაცვლად იმისა, რომ დაჟინებით მოითხოვოს ამ პირობების შესრულება, არის კ ი დ ე ვ რ ა მ ე ს ხ ო მ ა რ ი ნ ე ბ ე ბ თ, მაგალითად, იმას, რომ თავი არ მოგაბეზროთ ოკუპანტის ძახილით?

Re: არა ოკუპაციას!

Добавлено: 05 мар 2013, 11:40
DonnaMa
irakly,თუ შეგიძლია ამ სტატიის ლინკი მომეცი

Re: არა ოკუპაციას!

Добавлено: 05 мар 2013, 18:49
irakly
DonnaMa писал(а):irakly,თუ შეგიძლია ამ სტატიის ლინკი მომეცი
არ ვიცი ფეისბუკზე ლინკი როგორ დავაკოპირო. ეს არის ფეისბუკიდან. Chiora Taktakishvili- ის გვერდზეა.

Re: არა ოკუპაციას!

Добавлено: 07 мар 2013, 10:44
irakly
იცოდეთ და გახსოვდეთ ოკუპაციის ისტორია, ქართველებო.

Изображение

Изображение

Re: არა ოკუპაციას!

Добавлено: 07 мар 2013, 10:45
irakly
Изображение

Re: არა ოკუპაციას!

Добавлено: 07 мар 2013, 10:45
irakly
Изображение

Изображение

Re: არა ოკუპაციას!

Добавлено: 07 мар 2013, 10:47
irakly
Изображение

Изображение

Изображение

Re: არა ოკუპაციას!

Добавлено: 07 мар 2013, 10:48
irakly
Изображение

Изображение

Изображение

Re: არა ოკუპაციას!

Добавлено: 10 мар 2013, 10:43
irakly
Изображение

Re: არა ოკუპაციას!

Добавлено: 17 мар 2013, 12:59
irakly
ივანე ჯავახიშვილი. დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის მე–18 საუკუნეში