ქართველები საჯარიმო ბატალიონებში

ვისაც ქართულად ურჩევნია საუბარი
  • Реклама

Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 72201
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 7574
Поблагодарили: 12298
Пол: Мужчина Мужчина
Georgia
Контактная информация:

ქართველები საჯარიმო ბატალიონებში

Сообщение irakly » 04 сен 2016, 17:22

ქართველები საჯარიმო ბატალიონებში - georgiahero.jpg
ქართველები საჯარიმო ბატალიონებში - georgiahero.jpg (15 КБ) 50 просмотров

მეორე მსოფლიო ომში დაახლოებით 300 ათასი ქართველი დაიღუპა. მათ შორის განსაკუთრებით ტრაგიკულია საჯარიმო ბატალიონებში დაღუპულების ბედი. ე.წ. "შტრაფნიკების" ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ სად დაიღუპნენ მათი მამები, ქმრები, ძმები, შვილები. დაღუპულთა ნათესავებმა დღესაც არ იციან სად ნახონ მათი საფლავები. კომუნისტური ხელისუფლება საერთოდ არ აწვდიდა ნათესავებს ინფორმაციას რომ ჯარისკაცი საჯარიმო ნაწილში იყო გადაყვანილი - ის უკვე "ჩამოწერილი" იყო. უკეთეს შემთხვევაში მოდიოდა შეტყობინება რომ მეომარი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული.

საფრანგეთში მცხოვრები რუსული წარმოშვების მეცნიერი, სარბონის და არიზონის უნივერსიტეტების პროფესორი მაკარ ივანეს ძე ტონინი გახლავთ ყველაზე ინფორმირებული სპეციალისტი ამ დარგში. მისი მამა დაიღუპა საჯარიმო ბატალიონში და ამან განაპირობა მისი სერიოზული დაინტერესება ამ საკითხით.

ტონინი დიდი სიყვარულით არის განწყობილი საქართველოს მიმართ. თავის დროზე საქართველოს ტერიტორიიდან შესძლო საბჭოთა კავშირის დატოვება და ამბობს რომ ქართველების წინაშე ვალშია. ალბათ ეს გახდა ის ერთ ერთი მიზეზი რომ მან გადაწყვიტა უნიკალური მასალის შედგენა და გამოქვეყნება.
ბატონმა ტონინმა საჯარიმო ბატალიონებში დაღუპულთა ქართველების სიის შედგენა დაიწყო. ამ მომენტისთვის ტონინის უნიკალური არქივიდან უკვე არის ამოღებული 6000 მეტი გვარი. სულ საქართველოდან გაწვეული მეომრებიდან დაახლოებით 10000 იყო დაღუპული საჯარიმო ნაწილებში. ასე რომ ეს პროცესი გაგრძელდება სანამ არ გამოქვეყნდება ინფორმაცია ყველა დაღუპულზე.
ეს არ არის უბრალო სია სადაც სახელები და გვარებია. იქ არის მითითებული სად დაიღუპა მეომარი და სად მიაბარეს მიწას. ასევე ახლო ნათესავების სახელები და მისამართი.
დარწმუნებული ვარ რომ ბევრი საქართველოს მოქალაქე იპოვის ამ სიაში წინაპარს, გაიგებს სად და როდის დაეცა გმირულად ბრძოლის ველზე. და იმედია შესძლებს მივიდეს მის საფლავთან და პატივი მიაგოს.

საბჭოთა საჯარიმო ბატალიონებში დაღუპული ქართველების ჯერ არასრული სია
დაწვრილებითი ინფორმაცია(მისამართები, ნათესავები, რუკები, დოკუმენტები)


ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Link:
Скрыть ссылку
Показать ссылку
Реклама

Вернуться в «ქართული ფორუმი»



Кто сейчас на конференции

Сейчас этот форум просматривают: нет зарегистрированных пользователей и 1 гость