გვეშველება რამე?

ვისაც ქართულად ურჩევნია საუბარი
  • Реклама

Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 72323
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 7637
Поблагодарили: 12376
Пол: Мужчина Мужчина
Georgia
Контактная информация:

Re: გვეშველება რამე?

Сообщение irakly » 02 ноя 2012, 16:36

ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Link:
Скрыть ссылку
Показать ссылку

Реклама
Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 72323
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 7637
Поблагодарили: 12376
Пол: Мужчина Мужчина
Georgia
Контактная информация:

Re: გვეშველება რამე?

Сообщение irakly » 09 ноя 2012, 17:33

მიშა, შენ არ იყო მიშა თუ...

Изображение

დღეს, ყველაზე პოპულარული სტატუსი "ფეისბუქში". სტატუსი გამოქვეყნდა ფეისბუქ-გვერდზე - "მტერი 40 კმ-ში კი არა, კანცელარიაშია"
მიშა, შენ არ იყო მიშა –


თუ მაგათ საქართველოს გმირის ღირსება გაათელინო ! –

თუ მაგათ სისხლით და ოფლით ნაშენები ქართული არმია დააშლევინო ! –

თუ მაგათ პატრული ГАИ–თ გადააქცევინო !

თუ მაგათ პოლიცია МИЛИЦИЯ–დ გადააკეთებინო ! –

თუ მაგათ ქურდების პარპაში დააბრუნებინო ! –

თუ მაგათ ჩვენი ახალგაზრდები ისევ ნემსზე შეაჯენინო ! –

თუ მაგათ ევროპული ცივილიზაციიდან საქართველო შუა საუკუნეების ბნელეთში,ინკვიზიციაში დააბრუნებინო ! –

თუ მაგათ სხვა აღმსარებლობის ადამიანები დააჩაგვრინო ! –

თუ მაგათ NATO–სკენ გზიდან გადაახვევინო ! –

თუ მაგათ ЗАК.ЖД. ისევ გაახსნევინო ! –

თუ მაგათ თბილისში ЗАК.ВО. დააბრუნებინო ! –

თუ მაგათ აფხაზეთი და სამხ.ოსეთი აღიარებინო ! –

თუ მაგათ რუსებისთვის ოკუპანტის სტატუსი მოახსნევინო ! –

თუ მაგათ თბილისში ოკუპაციის მუზეუმი გააუქმებინო ! –

თუ მაგათ რუსული არმია "მშვიდობისმყოფელებად" გადააქცევინო ! –

თუ მაგათ ჩვენდა სამარცხვინოდ სოჭის ოლიმპიადაზე სპორტსმენები წააყვანინო ! –

თუ მაგათ ქართული კულტურა ორენოვნად გადააქცევინო ! –თუ მაგათ ქართული ენერგეტიკის კვლავ რუსეთზე დამოკიდებულების საშუალება მისცე ! –

თუ მაგათ იუსტიციის სახლები,"მშვიდობის ხიდი" და პარლამენტი დაანგრევინო ! –

თუ მაგათ 9 წლის მანძილზე ნაშენებზე თითი უშნოდ დააკარებინო ! –

თუ მაგათ წარმატებული სახელმწიფო ინსტიტუტები საბჭოთა КАНТОРА–დ გადააქცევინო ! –

თუ მაგათ ამ ინსტიტუტებში მექრთამეობა კვლავ დააბრუნებინო;

თუ მაგათ უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე პირველად, ნელნელა,წვალებით ფეხზე წამომდგარი ქართული სახელმწიფოს რუსული იმპერიის წინაშე დაჩოქების საშუალება მისცე და ჩემი შვილების მომავალი მიწასთან გაასწორებინო ! –

და ბოლოს ყველაზე მთავარი ! –შენ მართლა არ იყო ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, მიშა,თუ მტერს დანებდე და მე და ჩემსავით ათიათასობით პატრიოტ ადამიანს საქართველოს მომავლისათვის გადამწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიგვაღებინო ! ! !

http://people.ge/?m=2&ID=59
ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Link:
Скрыть ссылку
Показать ссылку

Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 72323
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 7637
Поблагодарили: 12376
Пол: Мужчина Мужчина
Georgia
Контактная информация:

Re: გვეშველება რამე?

Сообщение irakly » 11 ноя 2012, 00:53

ან იმპერია უნდა დამარცხდეს, ან ჩვენ

საშუალებები რომელიც დაბლოკავს საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას

Изображение

საშუალებები რომელიც დაბლოკავს საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას

საქართველოში ახალი ხელისუფლება მოვიდა. ახალ ხელისუფლებას ახალი იდეები და მიდგომები აქვს ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენთვის ამჯერად საინტერესოა საგარეო პოლიტიკური მიმართულებები, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებები, რომელიც ძალიან არის გადაჯაჭვული საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიებთან.

იმისათვის, რომ წერილის არსი და პათოსი ზუსტად იყოს გაგებული, მცირე ისტორიულ ჩანართს გავაკეთებ. 1992 წლის 24 ივნისს დაგომისში, ხელი მოეწერა სამშვიდობო საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ე. წ. სამხრეთ ოსეთში განთავსდა შერეული სამშვიდობო ძალები. 1994 წლის აგვისტოში მოსკოვში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც აფხაზეთში გაერო-ს ეგიდით განთავსდა სამშვიდობო ძალები. ორივე შემთხვევაში სამშვიდობო ძალებს წარმოადგენდნენ რუსეთის შეიარაღებული ძალები. პარადოქსი იყო ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მაპროვოცირებელი და მონაწილე იყო რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც შემდეგ აღნიშნული ხელშეკრულებებით გახდნენ სამშვიდობო ძალები.

კონფლიქტურ რეგიონებში ჩამოყალიბდა შემდეგი სამართლებრივი რეჟიმი: საქართველოს გაუჩნდა ორი ეთნოკონფლიქტური ტერიტორია - "აფხაზეთი" და ე.წ. "სამხრეთ ოსეთი". პოლიტიკურად ჩამოყალიბდა შემდეგი რეჟიმი: ფაქტობრივად რუსეთის ოკუპირებულ და ეთნოწმენდა ჩატარებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთი), ეთნოწმენდაში მონაწილე ქვეყანა - რუსეთი - გახდა სამშვიდობო ქვეყანა კონფლიქტში, ხოლო კონფლიქტები გაფორმდა როგორც ეთნოკონფლიქტი, ასევე ფაქტობრივად ოკუპირებულ ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე განთავსდა რუსეთის შეიარაღებული ჯარი.

ამ ხელშეკრულებების გაფორმებით რუსეთმა შეძლო ე.წ. "სამშვიდობო" სტატუსით განთავსებულიყო საქართველოს ტერიტორიაზე, რათა საქართველოს რუსული გეოპოლიტიკური სივრციდან გასვლის ნებისმიერ შემთხვევაში ეს სიტუაცია ბერკეტად გამოეყენებინა.

ზემოთხსენებულმა სამშვიდობო სამართლებრივ-პოლიტიკურმა რეჟიმმა იარსება 2008 წლის აგვისტოს ომამდე. 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა ცნო აფხაზეთის და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობა. მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი და იურიდული ოკუპაცია. საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" და რუსეთის მიერ აღიარებულ ტერიტორიებს მიანიჭა საოკუპაციო სტატუსი. ამის შემდეგ დაიწყო ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად. რომელიც წარმატებული გამოდგა. მსოფლიო თანამეგობრობამ ერთმნიშვნელოვნად აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და უარი უთხრა რუსეთს ე.წ. "ახალი რეალობის" ცნობაზე.

2008 წლის ომის შემდეგ ჩამოყალიბებული სამართლებრივი რეჟიმი განსხვავდებოდა ომამდელი რეჟიმისაგან. რუსეთის მიერ 90-იან წლებში ჩამოყალიბებული ეთნოკონფლიქტური სამართლებრივი რეჟიმი შეიცვალა ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმით, რაც თვისობრივად ახალ პოლიტიკას აყალიბებდა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. მოხერხდა ამ კონფლიქტების ინტერნაციონალიზაცია. შესაბამისად ჩამოყალიბდა ჟენევის სამმხრივი ფორმატი, სადაც პრაქტიკულად კონფლიქტის მხარედ დაფიქსირდა რუსეთის ფედერაცია. ეს გახდა რუსეთისათვის საოცრად არაკომფორტული და უხერხული პოლიტიკური რეჟიმი, რისი შეცვლაც მისთვის ერთგვარი შვება იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ ეთნოკონფლიქტების რეჟიმის ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმით შეცვლა, საქართველოს აძლევს ინტეგრაციის შანსს, როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში იმ პირობით, რომ მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებული იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და გაგრძელდება არაღიარების პოლიტიკა, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიები იურიდიულად დარჩება საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში. მინდა მკაცრად გავუსვა ხაზი, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, სწორედ ეს რეალობა გვქონდა საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებში. ამის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს მიერ, თუ ახალი ხელისუფლება დაიჭერს სხვაგვარ პოზიციას, რისი ნიშნებიც უკვე სახეზეა.

ახალი ხელისუფლების სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გულისხმობს შემდეგ თეზისებს:

1. რკინიგზის აღდგენა ლესელიძე-ზუგდიდის მონაკვეთზე.

2. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის მხარეებად ცნობა.

3. აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მოქმედი პასპორტების ცნობა საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიებზე.

4. რუსეთში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა რუსეთთან დიალოგის აღდგენის მოტივით.

5. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტულ მთავრობებთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმება.

6. აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი.

7. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის შიდა კონფლიქტად გადაქცევა, რაც განაცხადა რეინტეგრაციის მინისტრმა ზაქარეიშვილმა.

ეს არის ის ძირითადი თეზისები, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ და რეინტეგრაციის საკითხებში მისმა მინისტრმა პ. ზაქარეიშვილმა წარმოუდგინა საზოგადოებას. საინტერესოა თითოეული მათგანის განხილვა და იმ რისკების შეფასება, რომელიც ამ თეზისების უკან იმალება. შესაბამისად, თეზისებს დავაჯგუფებთ და ისე განვიხილავთ.

"რკინიგზის აღდგენა ლესელიძე-ზუგდიდის მონაკვეთზე" - ეს ინიციატივა ადრეც იდგა საქართველოს წინაშე (შევარდნაძის ხელისუფლების დროს), თუმცა არსებობდა ერთგვარი პირობა, რომ სანაცვლოდ დევნილები უნდა დაბრუნებულიყვნენ. გარდა ამისა, ამ საკითხს გააჩნია სხვა რისკებიც, კერძოდ, ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებთან, აზერბაიჯანთან და დიდი ალბათობით თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭება. რაც ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებში არანაირად არ შედის. საქართველომ არ განახორციელა ეს პროექტი იმის გამო, რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა და ჩვენი ურთიერთობები ენერგეტიკულ პროექტებში უმნიშვნელოვანესია და შესაძლოა ითქვას, ქვაკუთხედია დასავლეთთან ინტეგრაციისათვის. თურქეთთან სტრატეგიული მოკავშირეობა კი უმნიშვნელოვანესია ენერგეტიკული პროექტების ნაწილში, ასევე ნატო-ში თურქეთი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ლობისტია,.

ასეთ სტრატეგიულ ქვეყნებთან ურთიერთობების ოდნავი გაფუჭებაც კი შეაფერხებს საქართველოს ინტეგრაციას დასავლეთთან და შესაბამისად გაზრდის რუსეთის მიერ კავკასიაში დომინანტური პოლიტიკის განხორციელების შანსებს, მოახდინოს. ამიტომ ეს გაჟღერებული ინიციატივა ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს ძალიან დააზარალებს. გეოპოლიტიკური რეალობა კიდევ ისაა, რომ რუსეთი საქართველოსთან ვერ წამოვა რაიმე სახის დათმობაზე ან დიალოგზე. მას არ შეუძლია მოლაპარაკება საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე. ის მსოფლიოს სთხოვს ე.წ. 2008 წლის ომის შემდეგ დამდგარი ე.წ. "ახალი რეალობის" ცნობას. აქ მოლაპარაკება ვერ მოხერხდება, აქ პოზიციები ვერც გაიყოფა, ვერც დაემთხვევა. აქ საკითხი სწორედ რუსეთის პოზიციის გამო დგას ძალიან მკაცრად, ან იმპერია უნდა დამარცხდეს, ან ჩვენ. სხვა არჩევანი სამწუხაროდ არ არსებობს და ამ რეალობის წინაშე ახალი ხელისუფლებაც დადგება. შესაბამისად, ინტერესების თანხვედრაზე საუბარი ძალიან გადაჭარბებულია.

"აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის მხარეებად აღიარება" და "აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტულ მთავრობებთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმება" - ვფიქრობ, ეს ორი საკითხი განხილულ უნდა იქნეს ერთობლივად. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ჩვენს საგარეო პოლიტიკური მიმართებების კონტექსტში დანარჩენ მსოფლიოსთან. აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კონფლიქტებში მხარე აღარ არის. ამ კონფლიქტის მხარე არის რუსეთის ფედერაცია, როგორც ოკუპანტი. ამით საქართველომ მოახერხა, რუსეთის მიერ 90-იან წლებში თავსმოხვეული ეთნოკონფლიქტები გაეტანა საქართველოს ფარგლებს გარეთ და მისთვის რეალური სამართლებრივი რეჟიმი დაეწესებინა. ეს არის "ოკუპირებული ტერიტორიების" სამართლებრივი რეჟიმი. რუსეთის ფედერაცია რომ მხარეა ამ კონფლიქტში, დაფიქსირდა ჟენევის ფორმატის სამმხრივ მოლაპარაკებებში. წლებია რუსეთი ამტკიცებს, რომ ის არ არის მხარე ამ კონფლიქტში, არამედ მხარე არის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. შესაბამისად ის ითხოვს, რომ გაფორმდეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის სეპარატისტულ მთავრობებთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულებაც, ვინაიდან მხარე და კონფლიქტი სწორედ მათთან გვაქვს. ძნელი შესაფასებელია ახალი მთავრობის ამ ინიციატივების დადებითი მხარე ქართული სახელმწიფოსთვის. არსებობს ახალი მინისტრის (პ. ზაქარეიშვილის) ბუნდოვანი განმარტება, რომ ეს ხელს შეუწყობს აფხაზების და ქართველების ინტეგრაციის პროცესს. მაშინ, როდესაც ამ ინტეგრაციის პროცესის მთავარი შემკავებელი არის რუსეთის მიერ განხორციელებული ეთნოწმენდა ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს განხორციელდა სწორედ იმიტომ, რომ არ ყოფილიყო ინტეგრაციის საშუალება. ისმის მარტივი შეკითხვა: შეიძლება ოკუპანტის მიერ შეთავაზებული ქმედება იყოს სასარგებლო ქართული მხარისთვის? ან სად მოიძებნება ის წერტილი, სადაც რუსეთის მიერ ანკლავების მხარედ ცნობის, ასევე მათთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნა და საქართველოს მიერ იგივე ინიციატივის გაჟღერება თანხვდება ერთმანეთს, ხოლო ეს ქმედებები იქნება საქართველოსათვის სასარგებლო? ეს შეკითხვა პასუხს ითხოვს.

"აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მოქმედი პასპორტების ცნობა კანონიერ დოკუმენტად", "აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის წარმოება" და "რუსეთთან დიალოგის აღდგენისათვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა" - ეს საკითხები სერიოზულ განმარტებას საჭიროებს. საქართველომ შეიმუშავა ნეიტრალური პასპორტების ინსტიტუტი. ასევე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუშვა შუალედური პასპორტები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისათვის, რომ მათ შეეძლოთ ამერიკაში ჩასვლა. ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ ევროპული სახელმწიფოებიც. ამის ფონზე აბსოლუტურად გაუგებარია, რატომაა საჭირო მათი შიდა პასპორტის სამართლებრივი ცნობა. მოქალაქეობა თავისი არსით არის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი. შესაბამისად იმ შემთხვევაში, როდესაც მოხდება დეოკუპაცია, ვერ მოხდება მაგალითად ქართველებისა და აფხაზებისათვის სხვადასხვა საპასპორტო სივრცის არსებობა, საპასპორტო სივრცე უნდა იყოს ერთი, ვინაიდან ეს არის ერთი სახელმწიფო მიუხედავად ფედერაციის ფორმისა. ეს ინიციატივა თავისი შინაარსით აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარების ერთ-ერთი მექანიზმია. ისევე, როგორც მათი მხარედ ჩართვა კონფლიქტში, რომელიც ავტომატურად გამოიწვევს რუსეთის, როგორც ოკუპანტი მხარის განეიტრალებას. თავის მოთხოვნებში (კონფლიქტში მხარედ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ჩართვა და თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმება) რუსეთი გულისხმობს ოკუპანტის სტატუსის თანდათან მოცილებას და არა იმას, რომ ამ ქმედებებით ქართველების, აფხაზების ან ოსების ინტეგრაციის საკითხი დაჩქარდეს.

ოკუპანტის სტატუსის მოხსნა რუსეთს ნაწილობრივ შეაძლებინებს კავკასიაში "ახალი რეალობის" დაკანონებას, ხოლო საქართველოს აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის ფორმატი, იმავდროულად რუსეთსა და საქართველოს შორის ე.წ. დიალოგის ფორმატი სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით გარკვეულ ხანში შექმნის ჟენევის ფორმატის ალტერნატიულ სამართლებრივ სივრცეს და ერთი ნაბიჯია მის (ჟენევის ფორმატის) გაუქმებამდე. ამის გაუქმებით საქართველო დაუბრუნდება 2008 წლის აგვისტოს ომამდელ სამართლებრივ რეჟიმს და ისევ მარტო აღმოჩნდება რუსეთის და სეპარატისტული რეგიონების წინაშე. ჟენევის ფორმატი რუსეთისთვის წარმოადგენს ოკუპანტის სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფას, რომელსაც საქართველო იყენებს ქმედითად, რათა მსოფლიო თანამეგობრობამ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა გააგრძელოს.

"აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის შიდა კონფლიქტად გადაქცევა, რაც განაცხადა რეინტეგრაციის მინისტრმა" - აბსოლუტურად გაუგებარი იყო რეინტეგრაციის მინისტრის ზაქარეიშვილის განცხადება ტელეკომპანია მე-9 არხის ერთ-ერთ გადაცემაში, როდესაც მან განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილმა კონფლიქტების პრობლემა საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანა, ის ახლა ისევ შიგნით უნდა დავაბრუნოთო. ეს პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ საქართველო უნდა დაუბრუნდეს ომამდელ სამართლებრივ რეჟიმს, ოკუპირებული ტერიტორიების რეჟიმს ისევ უნდა ეწდოს ეთნოკონფლიქტები საქართველოს ტერიტორიაზე და რუსეთსაც მიეცეს ე.წ. მედიატორის სტატუსი, ხოლო დასავლეთი ამოვარდეს ამ სამართლებრივი სივრციდან. ყველა ზემოთ დასახელებული მესიჯი და მისი ანალიზი იძლევა ამ დასკვნის გაკეთების საშუალებას. ვინაიდან, ომის შემდეგ საქართველომ შესძლო ამ კონფლიქტების ინტერნაციონალიზაცია, ახლა მისი ძველ რეჟიმში დაბრუნება პრაქტიკულად მთელ ამ მცდელობებს, რომ ეს პრობლება საერთაშორისო გაგვეხადა, წყალში ჩაყრის. საქართველოს დაცვა რუსეთის აგრესიისგან მხოლოდ მის საერთაშორისო ჩართულობაშია.

თუ ეს მექანიზმები მოიშლება, საქართველო დადგება იმ ფაქტის წინაშე, რომ აღიაროს რუსეთის "ახალი რეალობა" ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე. საქართველოს აღარ დარჩება არანაირი მექანიზმი, მოახერხოს რუსეთზე ზეწოლა. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ შეისწავლიან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ცნობის საკითხს, არის ის სიგნალი, თუ როგორ ზეწოლას აპირებს რუსეთი საქართველოზე. დასავლეთიდან ამ კონფლიქტების დეინტეგრაციით, საქართველო გახდება განიარაღებული რუსეთის წინაშე და არაღიარების პოლიტიკაც წყალში ჩაიყრება.

თუ ახალმა ხელისუფლებამ ეს განახორციელა, მთელი ეს პროცესი გამოიწვევს ნატო-ს ინტეგრაციის შეჩერებას, ევროკავშირთან დაგეგმილი ინტეგრაციის შეჩერებას და საქართველოს სრულიად ახალ რეალობაში ამოაყოფინებს თავს, სადაც ის რუსეთის წინაშე თავის დაცვის ყოველგვარი ქმედითი მექანიზმის გარეშე წარსდგება. თუ ეს თეზისები განხორციელდა, ახალი მთავრობის მიერ გაცხადებული კურსი, საქართველოს ნატო-ში და ვეროკავშირში ინტეგრაციიის სტრატეგიის შესახებ, მხოლოდ ლიტონი სიტყვები და ტყუილია.

ბაჩანა ყანჩაველი


სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/ne ... 33610.html
ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Link:
Скрыть ссылку
Показать ссылку

Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 72323
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 7637
Поблагодарили: 12376
Пол: Мужчина Мужчина
Georgia
Контактная информация:

Re: გვეშველება რამე?

Сообщение irakly » 11 ноя 2012, 22:27

ჩარეცხილების ამოტივტივება

http://www.youtube.com/watch?v=bvMXZfXaXR4
ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Link:
Скрыть ссылку
Показать ссылку

Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 72323
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 7637
Поблагодарили: 12376
Пол: Мужчина Мужчина
Georgia
Контактная информация:

გვეშველება რამე?

Сообщение irakly » 12 ноя 2012, 09:12

"გადადგეს მიხეილ სააკაშვილი", - აღნიშნულ მოთხოვნას დღეს ხელოვანებმა ჯანსუღ ჩარკვიანმა, გიგა ლორთქიფანიძემ, რეზო ჩხეიძემ, ომარ მხეიძემ და სხვებმა მოაწერეს ხელი.

Изображение

Изображение

საქართველოს 2013 წლის ბიუჯეტის პროექტით, საპატრიარქოს დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 22 800 000 მილიონი ლარიდან 25 მილიონამდე გაიზრდება.


საკვირაო ქადაგებაზე პატრიარქმა ბრძანა: “ჩვენი მიწა მორწყულია მორწმუნეთა სისხლით. მტკვრის სანაპირო, სადაც ახლა უცნაური ქანდაკებები თუ შენობები შენდება, წმინდა მოწამეების სისხლით არის მორწყული და ჩვენ აქ უნდა გვქონდეს 100 ათასი მოწამის სახელობის ტაძარი.”


ეხლა გაგახსენდათ, თქვენო უწმინდესობავ, რომ ჩვენი მიწა მორწყმულია ქართველი გმირების სისხლით? "ვერბოვკას" რომ გიკეთებდნენ მაშინ დაგავიწყდათ?
როდესაც შევარდნაძეს ხელისუფლება იყო და რიყეზე რესტორნები და ტაშ-ფანდური, მაშინ რატომ არ გაგახსენდათ 100 ათასი მოწამე?
ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Link:
Скрыть ссылку
Показать ссылку

Аватара пользователя

DonnaMa
Сообщения: 4421
Зарегистрирован: 15 май 2012, 14:18
Награды: 1
Откуда: Тбилиси-Москва-Лион
:
Кавалерственная леди
Благодарил (а): 792
Поблагодарили: 533
Пол: Женщина Женщина
Georgia

Re: გვეშველება რამე?

Сообщение DonnaMa » 12 ноя 2012, 12:50

ესენი ხომ ვერ გაძღნენ,
ალბად ბიძო მეტს შეპირდა, მეძავეობენ ხან ერთ მთავრობასთან ხან მეორესთან.
Подлинное счастье стоит недорого: если за него приходится платить высокую цену, значит, это фальшивка. Коко Шанель

Link:
Скрыть ссылку
Показать ссылку

Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 72323
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 7637
Поблагодарили: 12376
Пол: Мужчина Мужчина
Georgia
Контактная информация:

Re: გვეშველება რამე?

Сообщение irakly » 15 ноя 2012, 13:06

ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Link:
Скрыть ссылку
Показать ссылку

Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 72323
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 7637
Поблагодарили: 12376
Пол: Мужчина Мужчина
Georgia
Контактная информация:

გვეშველება რამე?

Сообщение irakly » 15 ноя 2012, 22:22

ბაჩო ახალაიასა და ვატო ყიფიანის სკანდალური შეხვედრის დეტალები: რას ვერ პატიობენ ახალაიას?

droni.ge
22:59 14.11.2012
სოზარ სუბარის ერთ-ერთი მოადგილე ირაკლი წერეთელი ვატო ყიფიანის დეიდაშვილია, ვატო ყიფიანი კი ისაა, ვინც დანარჩენი ქურდები გააფრთხილა, ბაჩო მე უნდა მოვკლა და არავინ გაბედოს დასწრებაო,- ამბობს თეა თუთბერიძე.

მისი ინფორმაციით, ვატო ყიფიანი და ბაჩო ახალაია რამდენიმე წლის წინათ ერთმანეთს ციხეში დაუპირისპირდნენ და ბაჩო ახალაიამ სწორედ მასთან დაპირისპირებით დაიწყო ციხეებში წესრიგის დამყარება, რასაც ბუნტი მოჰყვა. თეა თუთბერიძე ყიფიანისა და ახალაიას შეხვედრის გაუხმაურებელ დეტალებზე საუბრობს. ამ სკანდალური ისტორიას საინფორმაციო სააგენტო „პრაიმტაიმნიუსი“ აქვეყნებს. თეა თუთბერიძე ამბობს:

„დღეს, როცა უმცირესობების წარმომადგენლების დეპუტატები სოზარ სუბარს შეხვდნენ მოთხოვნით, რომ ბაჩო ახალაია მე 7 საპყრობილიდან გადაეყვანათ სოზარი პრაქტიკულად არაფერს ამბობდა. ყველაზე მეტად ვინც ამ მოთხოვნას წინააღმდეგობა გაუწია ეს სოზარის მოადგილე, ირაკლი წერეთელი იყო, მან კატეგორიულად განაცხადა - ბაჩო ახალაიას იქედან არ გადაიყვანენო. ირაკლი წერეთელი რომ ვატო ყიფიანის დეიდაშვილია ჩვენ რამდენიმე წყაროსთან გადავამოწმეთ.

ვატო ყიფიანი კი არის ადამიანი, რომელმაც ყველა კანონიერ ქურდს უთხრა, თუ თქვენ ბაჩო ახალაიას ხელს დააკარებთ და რამეს უზამთ მე შეგიწირავთ, ბაჩო ახალაია მე უნადა მოვკლაო. - ეს არის ვატო ყიფიანის სიტყვები და ეს იცის ბაჩომაც და ვიცით ჩვენც მისმა მეგობრებმა. ახლა კი ბაჩოს 20 მეტრი აშორებს ქურდებთან. ვერ ვხვდები, მაშინ როცა სოზარი უმცირესობის დეპუტატებს უცხადებს, ჩვენ პატიმრები გვთხოვდნენ ბაჩოს თავს მერვეში და რომ არ გადმოგვეყვანა მეშვიდეში უმართავი პროცესები დაიწყებოდაო.

რას ნიშნავს ეს? გამოდის, რომ სოზარი ამ შემთხვევაში კრიმინალების მითითებებს ემორჩილება? თუ ასე საშიშები არიან მე-8 საპყრობილეში პატიმრები, მაშინ მე-7 საპყრობილეში, სადაც ბაჩო ახალაიას 20 მეტრი აშორებს ქურდებთან, სოზარი შეძლებს ახალაიას დაცვას?

ვატო ყიფიანი ციხეს მაშინ აკონტროლებდა როცა ბაჩო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი გახდა. მე არა მაქვს სამწუხაროდ ბაჩოსგან ამის თქმის ნებართვა. არც არავისთვის მითქვამს, დღეს პირველად თქვენთან ვამბობ. როდესაც ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი გახდა, ვატო ყიფიანმა შემოუთვალა რომ მასთან გადასულიყო კამერაში. ამან ბაჩო ძალიან შეაშფოთა, აბა რას ნიშნავს, როცა ვიღაც პატიმარი დაგიბარებს თავისთან?! მაგრამ, რაღაც პერიოდის შემდეგ მაინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისულიყო და გაეგო რა უნდოდა ყიფიანს.

ყიფიანმა კი შესთავაზა: ნუ შემეხები და გპირდები არცერთ ციხეში არ გექნება ბუნტი, არცერთი პატიმარი არ გეყოლება უკმაყოფილო, ვერავინ იტყვის, რომ ძალით დაადებინეს „ობშიაკი“, გპირდები რომ არცერთი პატიმარი თავს არ მოიკლავს და არ გეყოლება ისეთი პატიმრები, რომლებმაც „ობშიაკი“ ვერ დადეს და ამის გამო მათ პრობლემები შეექმნათ. გამოყავი ადამიანი, რომელსაც ენდობი და ყოველი თვის ბოლოს 300 000 დოლარს მოგიტანენ კაბინეტში...

ამის შემდეგ ბაჩო ახალაიამ ზუსტად 15 წუთში დაგეგმა ვატო ყიფიანის გადაყვანა კომფორტული, ლუქს-კამერიდან ჩვეულებრივ საკანში. სწორედ ამას მოჰყვა ბუნტი ციხეში.

მაშინ მოხდა არა მარტო ვატო ყიფიანის, არამედ კანონიერი ქურდების და იმ კრიმინალური ავტორიტეტების გადაყვანა, რომლებიც ციხეს წლების განმავლბაში მართავდნენ. აი რას ვერ პატიობენ ბაჩო ახალაიას. ამ ყველაფერს ბუნტი მოჰყვა, რადგან მაშინ ეს ადამიანები თავისუფლად დასეირნობდნენ არა მარტო კომფორტულად მოწყობილ ციხის ოთახებში, არამედ ციხის გარეთაც. ჩვენ მერე ვნახეთ კიდეც თუ როგორ მოხდა წრიპას, (რომელიც წესით ციხეში უნდა ყოფილიყო) დაკავება აბანოში...

შეიძლება, ბაჩოსთვის ცუდს ვაკეთებ, როდესაც ამას ბაჩოს გარეშე გეუბნებით, მაგრამ ზუსტად აი ამას ვერ პატიობენ მას...-აცხადებს თეა თუთბერიძე „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბარში.

http://droni.ge/?m=3&AID=8780
ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Link:
Скрыть ссылку
Показать ссылку

Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 72323
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 7637
Поблагодарили: 12376
Пол: Мужчина Мужчина
Georgia
Контактная информация:

Re: გვეშველება რამე?

Сообщение irakly » 16 ноя 2012, 00:35

ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Link:
Скрыть ссылку
Показать ссылку

Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 72323
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 7637
Поблагодарили: 12376
Пол: Мужчина Мужчина
Georgia
Контактная информация:

Re: გვეშველება რამე?

Сообщение irakly » 17 ноя 2012, 01:54

პინგვინიადა
(ეძვნება რუსეთთან ომში დაღუპულებს)

სადაც ამდენი პინგვინი ცხოვრობს,
და გამყიდველი ნათესავია,
მუხათგვერდელო* ვისთვის იბრძოდი?!
დაწიე ხმალი, თუ გიკავია…

სადაც ამდენი მტერს შესციცინებს
და მისგან მადლის მათხოვარია,
აღარ მინდოდეს იქ ქართველობა,
გამოვიცვალო, დროა, გვარია.

სადაც ნორმაა საკუთარ კარში
მტრის გასახარად გოლის გატანა,
სადაც ეშმაკის არის შაბაში
და მეჯლისს უძღვის ვოვას სატანა.

სადაც ამდენი ფულის მონაა,
სადაც ამდენი გამყიდველია,
მუხათგვერდელო! მე შენს საფლავთან
დღეიდან მოსვლის უკვე მრცხვენია.

სადაც ჩოჩორი მომღერალია,
სადაც ჯვარს აცმევს ხატებს ურია,
იქ დაბრუნება ძმებო დღეიდან
არც მიხარია და არც მწყურია.

რაც გავიარეთ, სისხლით გვივლია
და არსად იყო გზა იოლია.
მუხათგვერდელო! ნუღარ ადგები,
ზღვას პინგვინი სვამს, განა თოლია!

სადაც ამდენი პინგვინი ცხოვრობს,
სადაც ამდენი ფულის ხამია,
იქნებ არ ღირდა ამ სამშობლოსთვის,
მოგერგო მსხვერპლის მოსასხამია.

სადაც ამდენი ვირიშვილია,
სადაც სიმღერას ჰქვია ყროყინი,
სადაც საამოდ ყურთსასმენია,
პანტით გამძღარი დათვის ბლოყინი!

ისევ ამოდის მზე ჩრდილოეთით,
ისევ დათვია ჩვენი ბაბა და
არ იბადება ალგეთს Lეკვები,
დათვის ბელებმა მიასამარა.

რად გინდა ჯვარი, თუ არ ანათებს,
იმისი მადლის სულში ლამპადა,
ბოდიში Dედებს! საქართველოსთვის
მუხათგვერდელი ვინაც დაბადა.

ვაი, შენ ჩემო დიდო ილიავ,
ბოდიში საბა, აკაკი, ვაჟა,
ქართული სული რუსულ ოცნებას
გადავაყოლეთ... უკვე ჩაბარდა.

რაც არი, არის. რაც გვითესია,
მოვიმკით ხვალე, არ ღირს დავა და
დღეს საქართველო Fურთხის ღირსია,
დღეს საქართველო მუხლზე დავარდა.

დღეს პინგვინებმა ივერის ცაზე,
არწივთა ნაცვლად შეჰკრეს კამარა
და ცრუ ოცნებამ ჩემი ოცნება,
კიდევ ასი წლით დაასამარა.

ერთმა პინგვინმა ტაძრის სანაცვლოდ,
მთლად საქართველო დღეს დაიადა
და შესაკრებთა გადანაცვლებით,
ლენინიადობს პინგვინიადა.

არც არჩევანი, არც არადანი,
ისევ მონობის შეიქმნა ნება,
შემოდგომას კვლავ მოსდევს ზამთარი,
გაზაფხული კი აღარ იქნება!

http://people.ge/?m=7&ID=69
ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Link:
Скрыть ссылку
Показать ссылку


Вернуться в «ქართული ფორუმი»



Кто сейчас на конференции

Сейчас этот форум просматривают: нет зарегистрированных пользователей и 1 гость