საქოცეთი და ქართული ტიტუშკები

  • Реклама

Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 83189
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 12196
Поблагодарили: 19952
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: საქოცეთი და ქართული ტიტუშკები

Сообщение irakly » 16 июл 2014, 18:19

„ქართული ოცნების“ 25 ნაბიჯი რუსეთისკენ”

საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ არ წყდება საუბარი საგარეო კურსის შესაძლო ცვლილებისა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებათა ეროზიის შესახებ. მიუხედავად ევროკავშირტან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისა, საქართველოში შეინიშნება საგანგაშო ტენდენციები. გთავაზობთ ფაქტებზე დაფუძნებულ ხელისუფლების 25 ნაბიჯს, რომელიც საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან აახლოვებს.

ნაბიჯი N1 – საქართველოს ჩრდილოკავკასიური პოლიტიკის შეჩერება. „ქართული ოცნების“ პირველი პრორუსული ნაბიჯი, რომელიც კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განხორციელდა. კონკრეტული ნაბიჯებიდან შეგვიძლია გამოვყოთ: ტელეკომპანია ПИК-ის და „კავკასიის ფონდის“ დახურვა, ჩრდილოკავკასიელთათვის საგანმანათლებლო პროექტების შეჩერება, ჩრდილოკავკასიელ ხალხებზე მომუშავე უწყებებათა პარალიზება, ამ რეგიონში მცხოვრებთათვის საზღვრის გადაკვეთისას დამატებითი ბარიერების შექმნა.

ნაბიჯი N2 – რუსეთის ფედერაციისთვის ადამიანების ფარულად გადაცემის მავნე პრაქტიკის აღორძინება. 2012 წლიდან დღემდე უკვე დაფიქსირდა რამდენიმე საგანგაშო შემთხვევა. 2013 წლის 13 აპრილსთბილისიდან უგზო-უკვლოდ დაიკარგა ეთნიკური დაღესტნელი მაგომედ მაგომედოვი. 10 თვის თავზე „წითელმა ჯვარმა“ იგი აღმოაჩინა რუსეთის ფედერაციის სასჯელარსრულების დაწესებულებაში. საყოველთაოდ ცნობილი გახდა ჩეჩენი საიხან მუზაევის საქმე. მიუხედავად იმისა, რომ მას გააჩნია გაერთიანებული სამეფოს ვიზა, მას ქართველი სამართალდამცავები საქართველოდან არ უშვებენ და მას რუსეთისთვის გადაცემით ემუქრებიან. გარდა მუზაევისა, რუსეთის ფედერაციაში დეპორტაცია ემუქრებათ მიქაელ ქადიევს, რიზვან ომაროვსა და იუსუფ ლაკაევს.

ნაბიჯი N3 – ჯაშუშებისა და მეამბოხეების მასიური ამნისტირება. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მოხდა ჯაშუშების, დივერსანტებისა და მეამბოხეების ციხიდან გათავისუფლება და მათი სრული რეაბილიტაცია ქართულ საზოგადოებაში. საპატიმროები დატოვეს ისეთმა საშიშმა დამნაშავეებმა, როგორც ჩახალიანი, ოთანაძე, შკრილნიკოვი, წითელაშვილი და სხვა. ყველა მათგანს მიენიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი. გარდა ამისა, მოხდა 26 მაისის ანტისახელმწიფოებრივი მიტინგისა და მუხროვანის ამბოხის დეკრიმინალიზაცია და რომანტიზაცია.

ნაბიჯი N4 – აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის აღდგენის საკითხის აქტუალიზაცია. ბიძინა ივანიშვილის, ზურაბაბაშიძის, პაატა ზაქარეიშვილისა და სხვა ოფიციალური პირების მიერ არა ერთხელ გაჟღერდა აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მზაობა. ყოველივე ეს შეიძლება განვიხილოთ სომხეთში განლაგებული რუსეთის გიუმრის სამხედრო ბაზის შეიარაღებით მომარაგების აუცილებლობით.

ნაბიჯი N5 – სოჭის ზამთრის 2014 წლის ოლიმპიური თამაშების ლეგიტიმაცია. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველო მზად არის ოლიმპიადის უსაფრთხოების საკითხებში ითანამშრომლოს რუსეთის ფედერაციასთან, რაც თავის მხრივ სპეცსამსახურების კონტაქტსაც გულისხმობს. უშუალოდ ოლიმპიადაზე წარმოდგენილი იყო ქართველ ოფიციალურ პირთა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში პარლამენტის დეპუტატიც კიდაფიქსირდა. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე წარმოდგენილ იქნა საქართველოს რუკა, სადაც არ იყო ასახული ოკუპირებული ტერიტორიები, რასაც შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია. არც ოლიმპიადის მსვლელობისას ოკუპირებული აფხაზეთის სიღრმეში ე.წ. საზღვრის გადაწევას მოჰყოლია ჯეროვანი რეაგირება.

ნაბიჯი N6 – ევრაზიის კავშირში საქართველოს გაწევრიანების შესახებ პოზიტიური განცხადებები ოფიციალური პირების მხრიდან. შეგვიძლია მოვიყვანოთ ორი საყურადღებო ციტატა: “ევრაზიულკავშირს” რაც შეეხება, მე ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობთ. ამ ეტაპზე არავითარი პოზიცია არ გაგვაჩნია. თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს იქნება საინტერესო, რატომაც არა?!“ – ბიძინა ივანიშვილი; “აგერ ევრაზიული კავშირი ყალიბდება, რომელიც ევროკავშირზე გაცილებით ფართომასშტაბისაა. ჩვენ შეიძლება სწორედ აქ უფრო კარგი პერსექტივა გამოგვიჩნდეს, სწორედ აქ გავასაღოთ ჩვენის საქონელი და ა.შ. ვნახოთ კაცო! მისჯილი ხომ არ გვაქვს ნატო, რომელიც შეიძლება ხვალ დაიშალოს?!„ – გოგი თოფაძე.

ნაბიჯი N7 – ევრაზიის კავშირის მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციების მომრავლება და მათთვის სასათბურე პირობების შექმნა. 2012 წლიდან დღემდე, ევრაზიის კავშირის მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთი ღონისძიება მოაწყვეს. მათ შორის ყველაზე რეზონანსული იყო კინოს სახლში პრორუსული ფილმის ჩვენება, ტელეხიდები რუს შოვინისტ ალექსანდრე დუგინთან, ფრონტისპირა სოფლებში (დირბი, დიცი, ბერშევეთი, კირბალი…) ევრაზიული პროპაგანდა და თბილისის ცენტრში რუსული დროშის აღმართვა. საყურადღებოა, რომ ყოველი ღონისძიებისას სამართალდამცავების არნახული მობილიზაცია ხდება, რასაც ვერ ვიტყვით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიებებზე.

ნაბიჯი N8 – სომხეთთან დადებული ხელშეკრულება საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ. ანალოგიური ხელშეკრულება საქართველოს დადებული აქვს NATO-ს სახელმწიფოებთან, სომხეთი კი არის ევრაზიის კავშირის ერთ-ერთი საკვანძო სახელმწიფო. ახლა კი ვნახოთ საიდუმლო ინფორმაციის მოძრაობის შესაძლო მიმართულება: NATO-დან საქართველოში, საქართველოდან სომხეთში, სომხეთიდან კი რუსეთის ფედერაციაში.

ნაბიჯი N9 – საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე ორიენტირების მცდელობა. 2012 წლიდან დღემდე შეინიშნება ამის ტენდენციების, რის გამოვლინებადაც შეიძლება მივიჩნიოთ: საქართველოში ონიშენკოს დიდი პატივით ჩამოყვანა, მოსახლეობაში რუსული ბაზრის უპირატესობის პროპაგანდირება და რუსული ბაზრის სანაცვლოდ, რუსეთის ხელისუფლებასთან კომპრომისებზე წასვლა.

ნაბიჯი N10 – დაღესტან-კახეთის გზის შესაძლო გახსნა. დაღესტნის მთავრობამ აღნიშნული გზის ასაშენებლად უკვე გამოყო თანხები, რაცსაქართველოდან კულუარული თანხმობის გარეშე, დაღესტნის მთავრობა არნიშნულ თანხას არ გამოყოფდა. გზის ფუნქციოინირების შემთხვევაში, რუსეთის საბრძოლო მოქმედებების შემთხვევაში შესძლებს სამხედრო ტექნიკის მასობრივად გადასროლას კახეთში.

ნაბიჯი N11 – რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ძალოვნების სამართლებრივი დევნა. ამის კარგი დასტურია რომან შამათავას, ბაჩო ახალაიას, ალექსანდრე გორგაძის, ეწ „კასრების“, ზურაბ შამათავას და ვანო მერაბიშვილის საქმე.

ნაბიჯი N12 – შალვა თათუხაშვილის მკვლელობა. აგვისტოს ომის დაწყებამდე, შალვა თათუხაშვილის სპეცრაზმმა გაანადგურა კოდორის ხეობაში ინფილტრირებული რუს დივერსანტთა დაჯგუფება. ამ სპეცოპერაციის მონაწილეთა დასჯა იყო გაეროში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ვიტალი ჩურკინის მოთხოვნა, რის შემდეგაც შალვა თათუხაშვილი მოკლულიქნა არაადამიანური წამების შედეგად.

ნაბიჯი N13 – კონტრდაზვერვის სრული პარალიზება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ფართოდაა წარმოდგენილი რუსეთის ფედერაციის სამი სადაზვერვო უწყება: ФСБ, ГРУდა СВР, 2012 წლიდან დღემდე არც საქართველოს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამნეტს და არც რომელიმე სხვა უწყებას არ დაუპატიმრებია და ქვეყნიდან არ გაუძევებია არცერთი პირი ჯაშუშობის ან სამშობლოს ღალატის ბრალდებით.

ნაბიჯი N14 – ქართული შეიარაღებული ძალების მიზანმიმართული დასუსტება. ბოლო დროს აქტუალურია სსტც „დელტას“ პანტიკო თორდიასთვის დაბრუნების საკითხის. ამავდროულად „დელტას“ ყოფილი დირექტორი რევაზ ჭარბაძე გაძევებულია საქართველოდან კანონიერი ქურდების ბრალდების საფუძველზე. აგრეთვე შეინიშნება შეიარაღებისგასხვისებისმცდელობა. მასიურიმოწამლვისფაქტებისარნახულიგახშირება, ჯარიდანგამოცდილიოფიცრებისდათხოვნაპოლიტიკურინიშნით და აგვისტოსრუსეთ-საქართველოსომისმოვლენებისგამოძიება.

ნაბიჯი N15 – საოკუპაციო ხაზების გადაწევაზე და მავთულხლართების გაბმაზე არაადეკვატური რეაქცია. საყურადღებოა შემდეგი ციტატები: “მართალი გითხრათ, ესეც გაუგებარია რაც ხდება, მე ისიც ვერ ამიხსნია, რატომ ხდება, ეს არ შედის ინტერესში, ეს არ შედის იმ ანალიზში, რომელსაც მე ვაკეთებ.“ – ბიძინა ივანიშვილი; „მავთულხლართები ხან იქნება და ხან არ იქნება„ – პაატა ზაქარეიშვილი.

ნაბიჯი N16 – საქართველოს სახელმწიფოს ტერორიზმნში დადანაშაულება. სახალხო დამცველმა – უჩა ნანუაშვილმა და კიდევ რამდენიმე ოფიციალურმა პირმა ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიებისას საქართველოს სახელმწიფოს ოფიციალურად დასდო ბრალი ტერორისტების მომზადებაში.

ნაბიჯი N17 – რუსული ტელეარხების დაბრუნება ქართულ ტელესივრცეში. 2012 წლიდან ყველა საკაბელო ტელევიზიაზე დაუბრუნდა რუსული არხები, მათ შორის კრემლის მთავარი პროპაგანდის იარაღი – ОРТ, НТВ, და РТР. ყოველივე ეს ახსნილია „მომხმარებელთა მოთხოვნით“. ამავდროულად უკრაინაში და თვით ევრაზიის კავშირის წევრ ყაზახეთშიც კი აქტუალურია რუსული არხების შეზღუდვის საკითხი.

ნაბიჯი N18 – საბჭოთა ნომენკლატურაში ნამუშევარი და ზოგადად პრორუსული პირების წარმოდგენა სახელმწიფო უწყებებში. ასეთ პირებად შეიძლება მივიჩნიოთ: გიორგი ვოლსკი – პარლამენტის წევრი, კობა კობალაძე – საკრებულოს წევრი, ივლიანე ხაინდრავა – ეროვნული უშიშროების საბჭოს მოადგილე და სხვა მრავალი.

ნაბიჯი N19 – საქართველოს საკითხის ამოღება რუსეთ-დასვლეთის ურთიერთობის დღის წესრიგიდან. საყურადღებოა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ციტატა: „საქართველო ვერ იქნება დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშე, რასაც ცდილობდა სააკაშვილი.“ – ბიძინა ივანიშვილი. პარალელურად, ყირიმის ოკუპაციის ფონზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხი მოხსნილია მსოფლიოს პოლიტიკის დღის წესრიგიდან, რაც საქართველოს ხელისუფლების პასიურობის შედეგია.

ნაბიჯი N20 – საქართველოში რუს ექსპერტთა, დეპუტატთა და სხვა არასასურველ პირთა გახშირებული ვიზიტები – 2012 წლიდან დღემდე დაფიქსირებულია: რუს ექსპერტთა ვიზიტები და პრორუსული თრეინინგების ჩატარება, რუს დეპუტატთა ვიზიტი დინამო თბილისი – დინამო მოსკოვის მატჩზე, თენგიზ კიტოვანის დაბრუნება საქართველოში.

ნაბიჯი N21 – ოკუპაციის შესახებ კანონის ფორსირებული შერბილება. სერგეი ლავროვის მოთხოვნის შემდეგ, მმართველმა კოალიციამ ფორსირებულად წამოწია აღნიშნული საკითხი საქართველოს პარლამენტში.

ნაბიჯი N22 – არაღიარების პოლიტიკის შესუსტება. არაღიარების პოლიტიკის შესუსტების შემდეგ, ადგილი ჰქონდა სეპარატისტების მიერ 2013 წელს ევროპარლამენტში ჩატარებული ღონისძიებას, ოკუპირებულ აფხაზეთში თურქ დეპუტატთა ვიზიტსა და სეპარატისტებისა და იტალიის ქალაქების „დაძმობილების“ კამპანიას.

ნაბიჯი N23 – კარასინ-აბაშიძის დიალოგის ფორმატის შემოღება. აბსოლუტურად გაუმჭვირვალე ვითარებაში წარმოებული დიალოგი, სადაც უცნობია მოლაპარაკების საგანი. რჩება ფარული გარიგების დიდი ალბათობა.

ნაბიჯი N24 – ერგნეთის ბაზრობის ანალოგის შექმნის მცდელობა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ბაზრობის ტერიტორიაზე მიმოქცევაში იქნება რუსული ვალუტა, იგი იქნება კონტრაბანდისა და ნარკოტრაფიკის ახალი წყარო და იქცევა ახალ ასპარეზად რუსული სპეცსამსახურებისთვის.

ნაბიჯი N25 -უკრაინის სუსტი მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა საქართველოს მტავარი გეოპოლიტიკური პარტნიორია, მაიდანის მოვლენებისას, საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭერდა იანუკოვიჩის პრორუსულ რეჟიმს, ხოლო ომის დაწყებისა და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობას არ გაუკეთებია არცერთი მკვეთრი უკრაინის მხარდამჭერი განცხადება.

ალეკო კვახაძე
ექსკლუზიურად „თავისუფალი ზონისთვის“

http://www.tzona.org/25-nabiji-rusetisken/
ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Ссылка:
Скрыть ссылки на пост
Показать ссылки на пост

Реклама
Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 83189
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 12196
Поблагодарили: 19952
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: საქოცეთი და ქართული ტიტუშკები

Сообщение irakly » 17 июл 2014, 14:08

phpBB [video]

https://www.youtube.com/watch?v=yqJdJ5B3ZhQ
ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Ссылка:
Скрыть ссылки на пост
Показать ссылки на пост

Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 83189
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 12196
Поблагодарили: 19952
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: საქოცეთი და ქართული ტიტუშკები

Сообщение irakly » 20 июл 2014, 22:57

phpBB [video]

https://www.youtube.com/watch?v=HSJbZTk-DIg
ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Ссылка:
Скрыть ссылки на пост
Показать ссылки на пост

Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 83189
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 12196
Поблагодарили: 19952
Пол:
Georgia
Контактная информация:

საქოცეთი და ქართული ტიტუშკები

Сообщение irakly » 23 июл 2014, 20:33

ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Ссылка:
Скрыть ссылки на пост
Показать ссылки на пост

Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 83189
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 12196
Поблагодарили: 19952
Пол:
Georgia
Контактная информация:

საქოცეთი და ქართული ტიტუშკები

Сообщение irakly » 24 июл 2014, 16:34

ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Ссылка:
Скрыть ссылки на пост
Показать ссылки на пост

Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 83189
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 12196
Поблагодарили: 19952
Пол:
Georgia
Контактная информация:

საქოცეთი და ქართული ტიტუშკები

Сообщение irakly » 25 июл 2014, 20:24

ქართული ოცნება და ქურდული სამყარო

https://www.youtube.com/watch?v=XukxAI97Y5Y
ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Ссылка:
Скрыть ссылки на пост
Показать ссылки на пост

Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 83189
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 12196
Поблагодарили: 19952
Пол:
Georgia
Контактная информация:

საქოცეთი და ქართული ტიტუშკები

Сообщение irakly » 29 июл 2014, 01:10

ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Ссылка:
Скрыть ссылки на пост
Показать ссылки на пост

Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 83189
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 12196
Поблагодарили: 19952
Пол:
Georgia
Контактная информация:

საქოცეთი და ქართული ტიტუშკები

Сообщение irakly » 31 июл 2014, 23:38

პუტინის დავალება - სააკაშვილის შეჩერება
https://www.youtube.com/watch?v=AXkYCld4llc
ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Ссылка:
Скрыть ссылки на пост
Показать ссылки на пост

Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 83189
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 12196
Поблагодарили: 19952
Пол:
Georgia
Контактная информация:

საქოცეთი და ქართული ტიტუშკები

Сообщение irakly » 01 авг 2014, 00:29

ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Ссылка:
Скрыть ссылки на пост
Показать ссылки на пост

Аватара пользователя

Автор темы
irakly
Админ
Сообщения: 83189
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 12196
Поблагодарили: 19952
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: საქოცეთი და ქართული ტიტუშკები

Сообщение irakly » 01 авг 2014, 10:15

ფარისეველი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილის შესახებ

ლევან გაჩეჩილაძე: „მიხეილ სააკაშვილის სახით მე ჭეშმარიტი რეფორმატორი და დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკოსი დავინახე. გაოცებული ვარ მისი ცოდნით ეკონომიკაში. რითიც შემეძლება დავუდგები გვერდით, რომ თავისი გეგმის რეალიზება შეძლოს. მას მართლა რეალისტური და ამბიციური გეგმა აქვს და ეს ნამდვილად ქვეყნის გადარჩენის გეგმაა... პრინციპული და მებრძოლია მიშა, უშიშარია და ეს მომწონს“ (2001 წ.).

ლევან გაჩეჩილაძე: „სააკაშვილი არის უპრინციპო და მშიშარა ადამიანი, მას უსაფუძვლო ამბიციები აქვს და ამ ამბიციებს გადააყოლებს ქვეყანას, თუ მივუშვით. ის არის საკუთარ სკამზე შეყვარებული კარიერისტი“ (2007 წ.).

ზვიად ძიძიგური: „მიხეილ სააკაშვილი არის ჭეშმარიტი ლიდერი. ამ ადამიანს შეუძლია ერთგულება, ბრძოლისუნარიანია, უშიშარია, რა ვიცი, კიდევ მრავალი დადებითი თვისება გააჩნია. რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად აზროვნებს და გულით სურს საქართველო მსოფლიო მასშტაბით ანგარიშგასაწევი ქვეყანა გახდეს. ვურჩევ ყველა პოლიტიკოსს, დაუდგეს სააკაშვილს გვერდით და ერთად ვაშენოთ ეს ქვეყანა. სააკაშვილი არის საქართველოს პატრიოტი და ამით ყველაფერია ნათქვამია“ (2004 წ.).

ზვიად ძიძიგური: „სააკაშვილს პატრიოტიზმის ნატამალი არ გააჩნია, ის ამ ქვეყნის დამაქცევრადაა მოვლენილი. ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ მოვიშოროთ. სააკაშვილი არის მშიშარა... ამ ადამიანს არ შეუძლია ელემენტარული ერთგულება. ყველას მოვუწოდებ - დავირაზმოთ მიშას წინააღმდეგ!“ (2009 წ.).

კობა დავითაშვილი: „პოლიტიკაში მოვედი მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მხარდასაჭერად, რომელიც ერთადერთი რეალური, უალტერნატივო რეფორმატორული ძალაა, რომელსაც შეუძლია დაამარცხოს ჯერ შევარდნაძის რეჟიმი და მერე თანმიმდევრულად ებრძოლოს იმ სიმახინჯეებს, რაც ამ რეჟიმისგან დარჩება და რამაც, სამწუხაროდ, ღრმად გაიდგა ფეხი ჩვენს მენტალიტეტში. მიხეილ სააკაშვილს აქვს ყველაფერი, ეს ბრძოლა ბოლომდე წარმატებით მიიყვანოს - პოლიტიკოსის გამჭრიახობა და შორსმჭვრეტელობა, პატრიოტიზმი, პროფესიონალიზმი, დასავლეთის აქტიური მხარდაჭერა და, რაც მთავარია, პოლიტიკური ნება“ (2003 წ.).

კობა დავითაშვილი: „სააკაშვილს არა აქვს ნება, გაატაროს რეფორმები, მას აკლია პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა, ძალიან ახლოს მხედველი პოლიტიკოსია და ეს კატასტროფამდე მიიყვანს მასაც და ქვეყანასაც“ (2006 წ.).

პაატა ზაქარეიშვილი: „ის მოდელი, რომელსაც სააკაშვილი სთავაზობს აფხაზეთს, შეიძლება უნიკალური არ არის, მაგრამ საუკეთესოა ამ რეალობაში. აფხაზებს უნდა ეყოთ ჭკუა, რომ წამოვიდნენ პირდაპირ დიალოგზე. მათ აქვთ შანსი, გადაირჩინონ თავი და ერთიან, ქართულ სახელმწიფოში, სრულფასოვან მოქალაქეებად იქცნენ. მათ უამრავ პრივილეგიას ჰპირდება პრეზიდენტი, სხვა ამდენს არც დაუთმობდა“ (2005 წ.).

პაატა ზაქარეიშვილი: „მთელი ამდენი ხნის მანძილზე, პრეზიდენტობის 4 წლის პერიოდში, სააკაშვილს ერთი გონივრული ნაბიჯი არ გადაუდგამს აფხაზებისა და ოსების შემოსარიგებლად, ერთი კონსტრუქციული წინადადება არ შეუთავაზებია“ (2009 წ.).

კახა კუკავა: „მიხეილ სააკაშვილი მიდის საქართველოს აღორძინებისა და გამთლიანების გზით. მწამს, თუ მას დააცადეს, აუცილებლად დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს, მაგრამ ამას დრო სჭირდება, ხანგრძლივი პროცესია. მთავარია, რამდენიმე წელი მუშაობა და მოთმინება!“ (2004 წ.).

კახა კუკავა: „მე თავიდანვე ვამბობდი, რომ სააკაშვილს არანაირი გეგმა და არც სურვილი არ გააჩნდა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მაგრამ მაშინ ყველა გაჰყვიროდა - მიშა აფხაზეთს დაგვიბრუნებსო“ (2009 წ.).

გოგა ხაინდრავა: „მიხეილ სააკაშვილს აქვს ჩამოყალიბებული, მწყობრი და უნაკლო გეგმა კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტისა. მთავარია, რუსეთმა არ შეგვიშალოს ხელი და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა მივაღწევთ საქართველოს გამთლიანებას“ (2005 წ.).

გოგა ხაინდრავა: „სააკაშვილის უბედურება ის იყო, რომ მას არანაირი გეგმა არ ჰქონია ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ვიმეორებ, სააკაშვილს არანაირი გეგმა კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრისა არ ჰქონია“ (2006 წ.).

სალომე ზურაბიშვილი: „ჩვენ გვყავს ნამდვილი ევროპული ტიპის, დემოკრატიული ღირებულებების დამცველი პრეზიდენტი. მას ძალიან ბევრი დადებითი მხარე გააჩნია, მათ შორის, სოლიდური დიპლომატიური გამოცდილება, რაც მის ასაკში არცთუ ჩვეულებრივი ამბავია. დეტალია და იქნებ ვინმემ თქვას, ეგ რაღა სალაპარაკო იყოო: მან შესანიშნავად იცის რამდენიმე უცხო ენა. როცა ერთად ვართ საერთაშორისო დონის მოლაპარაკებებზე, შეხვედრებზე ლამის ყველას თავის ენაზე ელაპარაკება. მე პროფესიონალი დიპლომატი ვარ და ვიცი, ეს რასაც ნიშნავს - ნებისმიერი რანგის შეხვედრაზე, ნებისმიერი რანგის ლიდერს, მოლაპარაკების დასაწყისში, შენს მიმართ კეთილად განაწყობ, თუ ერთ ანეკდოტს მოუყვები მის მშობლიურ ენაზე“ (2005 წ.).

სალომე ზურაბიშვილი: „სამწუხაროა, ჩვენმა პრეზიდენტმა არ იცის დიპლომატიის ანი-ბანი, ამ საქმეში ის პირდაპირ ოროსანია. საკუთარი თვალით დავრწმუნდი, რომ ეს ასეა და არაერთხელ. ბევრი ენა იცისო, ენებიო, ენებიო... უკაცრავად, მაგრამ პოლიტიკა პოლიგლოტია არ არის, ენების ცოდნა აქ მთავარი არ არის, არც – მნიშვნელოვანი“ (2006 წ.).

ირაკლი ოქრუაშვილი: „მიხეილ სააკაშვილს აქვს ყველა ის თვისება, რაც კარგ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს: პოლიტიკური გამოცდილება, გამჭრიახობა, ნებისმიერი საკითხის სახელმწიფოებრივი ხედვა და მიდგომა, ლიდერის თვისებები.... რაც მთავარია, პატრიოტია, სამშობლოს მოყვარული კაცია და ქართველი ხალხი უჭერს მხარს“ (2004 წ.)

ირაკლი ოქრუაშვილი: „მიხეილ სააკაშვილი არცერთ საკითხს არ უდგება სახელმწიფოებრივად და ვისაც ამის ნიჭი არა აქვს, პოლიტიკაში არ უნდა იყოს“ (2008 წ.).

დავით ბერძენიშვილი: „მიშა, ერთდროულად რამდენიმე თვის ინტერვალით, ორ რევოლუციას ჩაუდგა სათავეში და ორივე წარმატებით დააგვირგვინა. მან აჭარა დაუბრუნა საქართველოს, მაგრამ ეს ვერ მოხდებოდა, შევარდნაძის რეჟიმი მშვიდობიანი რევოლუციით რომ არ გაესტუმრებინა. ხალხი მასში გმირს ხედავს და ვერც გაამტყუნებ - ის, რაც ვერავინ შესძლო მთელი 11 წლის მანძილზე, შევარდნაძის გადაყენებას ვგულისხმობ და, რაც ვერავინ შესძლო 13 წლის მანძილზე, ანუ ასლან აბაშიძის გაძევება აჭარიდან, მიშამ მოახერხა თავის თანამებრძოლებთან ერთად. მას აქვს უნიკალური უნარი, საჭირო დროს და საჭირო ვითარებაში შეარჩიოს თანამებრძოლები. როცა პრეზიდენტს ამის ნიჭი აქვს, ეს ბევრს ნიშნავს - საკადრო პოლიტიკა, მოგეხსენებათ, საკვანძო საკითხია სახელმწიფოს მშენებლობაში“ (2004 წ.).

დავით ბერძენიშვილი: „რესპუბლიკელები“ რომ არ დავდგომოდით სააკაშვილს გვერდით, ძვრას ვერ უზამდა ასლანის რეჟიმს. ჩვენი მრავალწლიანი ბრძოლით აჭარაში, შეიძლება ითქვას, ძირი უკვე გამოთხრილი ჰქონდა აბაშიძის რეჟიმს. იმას არ ვიტყვი, ერთი სულის შებერვაღა აკლდა-მეთქი, მაგრამ არ შეიძლება, ერთმა კაცმა, ერთმა ვიწრო წრემ, თუნდაც საპრეზიდენტო გუნდმა, ყველაფერი დაიბრალოს... სააკაშვილს დაღუპავენ კადრები, თანაგუნდელები, სამწუხაროა, რომ მას არ აღმოაჩნდა კადრების შერჩევის ნიჭი“ (2006 წ.).

ზურაბ ნოღაიდელი: „პრეზიდენტ სააკაშვილს ჩინებულად ესმის ეკონომიკა და აქვს საკმაოდ ორიგინალური ხედვა ამ კუთხით. მას ესმის ყველა ის პრობლემა, რაც ხალხს აწუხებს, ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა კომპლექსურად გადავჭრათ ყველა ეს სოციალურ-ეკონომიკური საკითხები“ (2006 წ.).

ზურაბ ნოღაიდელი: „სააკაშვილი არის ძალიან ვერაგი, უსამართლო, ყაჩაღი და ჩვენ მის დამარცხებას შევძლებთ... არჩევნები აუცილებლად დასრულდება ხალხის აჯანყებითა და რევოლუციით... რუსეთმა დაინახოს, რომ არსებობს სხვა საქართველო და საქართველომაც დაინახოს, რომ არსებობს სხვა რუსეთი“ (2009 წ.).

დავით ზურაბიშვილი: „ჩვენ მოგვეცა უნიკალური შანსი, რომ სამუდამოდ დავაღწიოთ თავი რუსეთს და ვიქცეთ ევროპის განუყოფელ ნაწილად. ამ უპრეცედენტო შანსს კი გამოყენება უნდა. ყველამ უნდა დავიკაპიწოთ ხელები და ვეცადოთ, რაც შეიძლება მალე მოვიახლოვოთ ის მომავალნი, რომლებზეც თაობები ოცნებობდნენ. არ შეიძლება მარტო იმის იმედად ყოფნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ლამის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ლიდერია, ევროპის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია და ყველაფერს ერთი კაცი გააკეთებს. დიახ, ეს რეალურად ასეა და სააკაშვილს უპრეცედენტო ნდობა და რეიტინგი აქვს უცხოეთში, ის პატრიოტი და მებრძოლი ლიდერია, მაგრამ გვერდში დგომა სწორედ ახლა სჭირდება. ოპოზიციის საქმე კრიტიკაა, მაგრამ ზოგიერთი პარტიის ლიდერები თუ უსაგნო კრიტიკას მოეშვებიან, კარგი იქნება. კაცს, როცა შეცდომა არ დაუშვია, რატომ აკრიტიკებ? ადამიანია, შეეშლება, მაგის დროც მოვა და მერე გააკრიტიკე, ოღონდ ქვებს ნუ დაუშენ. გააკრიტიკე იმისთვის, შეცდომა გამოასწოროს და არა იმისთვის, ახლა რასაც აკეთბენ - ქულების დასაწერად“ (2004 წ.).

დავით ზურაბიშვილი: „სააკაშვილს თუ რაიმე საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდა, ეს რევოლუციური პროცესების დამსახურება იყო და არა პირადად მისი. ეს, უპირველესად, იმ ხალხის დამსახურებაა, რომელიც ლიდერებს დაუდგა გვერდით, უკან არ დაიხია, ვიდრე არ წავიდა შევარდნაძე... გადამეტებულია ახლა, მითებია, თითქოს სააკაშვილის იმხელა, ამხელა რეიტინგი ჰქონდა და უცხოელი ლიდერები რიგში იდგნენ მასთან შესახვედრად“ (2008 წ.).

ლევან ბერძენიშვილი: „მიშა სააკაშვილი არის დემოკრატი ლიდერი, დასავლური დემოკრატიის ერთგული და აქტიური მხარდამჭერი ამ ღირებულებებისა. ის მხარს უჭერს ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკას და ამ პრინციპებს უნდა დაეფუძნოს ძლიერი ქართული სახელმწიფო. მას აქვს ნიჭიც, უნარიც და გამოცდილებაც, რომ ეს ყველაფერი საქმედ აქციოს“ (2004 წ.).

ლევან ბერძენიშვილი: „სააკაშვილი არასდროს ყოფილა ლიბერალი, არასდროს ყოფილა დასავლური დემოკრატიის ერთგული და მისი ცხოვრებაში გატარების მოსურნე“ (2007 წ.).

თინა ხიდაშელი: „შევარდნაძესთან შედარებით სააკაშვილი მართლა დემოკრატიის ტალღა რომ არის, ამას თუ ვიტყვი, არა მგონია, დიდ ცოდვად ჩამეთვალოს. მიშამ გარისკა და იქ დადგა, სადაც ხალხის ინტერესები დგას“ (2003 წ.).

თინა ხიდაშელი: „სააკაშვილი არის ანტიდემოკრატი, ავტოკრატი მმართველი“. (2008 წ.)

ნინო ბურჯანაძე: „რევოლუციის დროს, ცხადია, სამეულიდან ყველა ლიდერს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, საქმე და კი ბატონო, ამბიციებიც გვქონდა, მაგრამ ვიცოდით, რომ ამ ამბიციას, პირადულს, არც ერთი ჩვენგანი არ დააყენებდა ხალხის ინტერესების წინ. ცხადია, გარემოებათა გამო და უპირველესად, საკუთარი პიროვნული და პოლიტიკური თვისებების წყალობით, მიხეილ სააკაშვილი იქცა რევოლუციის ლიდერად და შემდეგ - პრეზიდენტობის უპრეცედენტოდ უალტერნატივო კანდიდატად. პრეზიდენტს ახლა სრული მხარდაჭერა აქვს ქართველი ხალხისა, რომ რასაც ხალხს შევპირდი, ყველაფერი რეალობად იქცეს, ცხადია, უპირველესად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვგულისხმობ. მე, არა როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, არამედ როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩემს ქვეყანას სააკაშვილის სახით, ასეთი პრეზიდენტი ჰყავს - მთელ მსოფლიოში პოპულარული, ყველასთვის მისაღები, პატრიოტი და თავისი ერის ჭირ-ვარამის გამზიარებელი“ (2004 წ.).

ნინო ბურჯანაძე: „მიხეილ სააკაშვილი არის ანტიდასავლური ღირებულებების, არადემოკრატი პრეზიდენტი. მე ვიცოდი, რომ ის ტერიტორიების დამბრუნებელი არ იყო, არც დემოკრატიული რეფომების გამტარებელი და ვერც ეკონომიკაში გაატარებდა ძირეულ და უმტკივნეულო ცვლილებებს“ (2009 წ.).

ბიძინა გუჯაბიძე: „სააკაშვილი ზვიად გამსახურდია არც არის და ვერც იქნება, მაგრამ ღრმად მწამს, რომ ეს არის პატრიოტი კაცი, პატრიოტი, რომელიც ზვიადის დაწყებულ გზას გააგრძელებს და საქართველოს რეალურ დამოუკიდებლობას მოუპოვებს, რუსეთისგან სრულიად დამოუკიდებელს გახდის და კავკასიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკითა და დემოკრატიით, ლიდერი სახელმწიფო იქნება. ეს იყო ზვიადის ოცნებაც. მთავარია, რევანშისტულმა ძალებმა, ისევ რუსეთის დახმარებით, პრობლემები არ შეუქმნან ახალ ხელისუფლებას, მოასწროს პრეზიდენტმა სახელისუფლებო სტრუქტურების გაწმენდა, გამყარება და აშენება“ (2004 წ.).

ბიძინა გუჯაბიძე: „მიხეილ საააკაშვილისა და ზვიადის შედარება მკრეხელობაა. ზვიადი სულ სხა გზით მიდიოდა, ეს საით მიდის, თვითონაც არ იცის. ზვიადი რეალურად იბრძოდა საქართველოს სრული დამოუკიდებლობისათვის, ამ კაცს სამშობლოზე ოდნავ არ შესტკივა გული“.

https://www.facebook.com/notes/605590809471223/
ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Ссылка:
Скрыть ссылки на пост
Показать ссылки на пост


Вернуться в «პოლიტიკა»



Кто сейчас на конференции

Сейчас этот форум просматривают: нет зарегистрированных пользователей и 0 гостей