რა არის საქართველოს სახელმწიფო რელიგია?
-
- Сообщения: 1082
- Зарегистрирован: 05 фев 2014, 21:54
- Благодарил (а): 121 раз
- Поблагодарили: 132 раза
- Пол:
რა არის საქართველოს სახელმწიფო რელიგია?
უბრალო კითხვა მაქვს, რა არის საქართველოს სახელმწიფო რელიგია?
საქრთველოს კონსტიტუციაში წერია შემდეგი:
რელიგიის თავისუფლება საქართველოში
საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რწმენის,აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებებს.კონსტიტუციის მე-9 მუხლის მიხედვით:”სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას”.კონსტიტუციის მე-9 მუხლი ასახავს უმნიშვნელოვანეს უფლებებს:1)ყველა ადამიანს აქვს სინდისის,აღმსარებლობის და რწმენის თავისუფლება;2)დაუშვებელია ადამიანის დევნა აღმსარებლობის ან რწმენის გამო,აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისის შეხედულება მათ შესახებ.3)დაუშვებელია ამ თავისუფლებათა შეზღუდვა,თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.საქართველოში დღეს არ არსებობს ცნება ”სახელმწიფო რელიგია”,თუმცა აღინიშნება მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული როლი,ამის თქმის უფლებას მაძლევს კონკორდატი_საკონსტიტუციო შეთანხმება,რომელიც გაფორმდა 2002 წელს_საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის შორის.ამ ხელშეკრულების თანახმად,მართლმადიდებელ ეკლესიას მიენიჭა საჯარო სამართლის იურიდიული პირის (საქართველოს კანონი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ.თავი I.ზოგადი დებულებანი.მუხლი2.საჯარო სამართლის იურიდიული პირის ცნება.1.საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით,საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი,საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია,რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრიბივ, სოციალურ, საგანმანათლებლო,კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი,სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაციაა,რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ,საგანმანათლებლო,კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.) სტატუსი.2005 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანეს ცვლილება,რომლის შედეგადაც სხვა რელიგიურ გაერთიანებებსაც მიეცათ საშუალება დარეგისტრირებულიყვნენ,როგორც არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირები.აი 2011 წლის 5 ივლის სსაქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში,რომელიც რელიგიურ გაერთიანებებს არჩევნის უფლებას აძლევს_მათ შეუძლიათ დარეგისტრირდნენ,საჯარო სამართლის იურიდიული პირებად,ამავე დროს ეს პუნქტი არ ზღუდავს რელიგიურ გაერთიანებას,სურვილის შემთხვევაში დარეგისტრირდნენ კერძო სამართლის არაკომერციულ იურიდიულ პირად ან მოღვაწეობდნენ როგორც არარეგისტრირებული კავშირები.ამ ცვლილების შემდეგ,მართლმადიდებელმა მოსახლეობამ მოაწყო მანიფესტაცია და მოითხოვა ცვლილების გაუქმება.მათი მოთხოვნა უსაფუძვლო და არგუმენტაციას მოკლებული გახლდათ.რადგან ამ კანონის მიხედვით მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებები იგივე რჩებოდა,უბრალოდ სხვა რელიგიურ გაერთიანებებსაც მიეცათ საშუალება,გატოლებოდნენ მართლმადიდებელ ეკლესიას. ცვლილებების მიხედვით,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შეუძლია დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური გაერთიანებები,ან ისეთი რელიგიები,რომლებიც ევროსაბჭოს ქვეყნებში არიან აღიარებული რელიგიურ გაერთიანებებად.

привет, я вернулся!
-
- Админ
- Сообщения: 91235
- Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
- Награды: 5
- Откуда: Tbilisi
- Благодарил (а): 15688 раз
- Поблагодарили: 25091 раз
- Пол:
- Контактная информация:
Re: რა არის საქართველოს სახელმწიფო რელიგია?
არ ვიცი რა არის, მაგრამ ჩემი აზრით სახელმწიფო რელიგია არ უნდა არსებობდეს. რელიგია ცალკე უნდა იყოს და სახელმწიფო ცალკე. ჩვენი ერის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელია. და თუ ვართ ჭეშმარიტი ქრისტიანები მაშინ რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების პრობლემა საქართველოში არ უნდა იყოს.
დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Putistan delenda est