Торговля - двигатель прогресса

Экономика, финансы, рынки
  • Реклама

Аватара пользователя

Наталья
Сообщения: 67
Зарегистрирован: 12 авг 2010, 12:36
Благодарил (а): 86
Поблагодарили: 5
Russia

Re: Торговля - двигатель прогресса

Сообщение Наталья » 19 авг 2010, 16:46

Наталья писал(а):Еще есть вопрос про контрольно-кассовые аппараты.

1)Насколько они требуются налоговиками и кто из предпринимателей должен их иметь?
2)Какова их цена (ККА)?
3)Как проходит их регистрация в налог. инспекции
4)Как обслуживаются технически.
5)Отчетность в налог. инспекции на основании ККА?


И еще интересуют системы по оптимизации бухучета и отчетности (типа 1С)
Никто не может рассказать?
«Все проходит... И это пройдет" (Соломон)

Ссылка:
Скрыть ссылки на пост
Показать ссылки на пост

Реклама
Аватара пользователя

irakly
Админ
Сообщения: 77590
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 9908
Поблагодарили: 16450
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: Торговля - двигатель прогресса

Сообщение irakly » 19 авг 2010, 18:08

1С между прочим широко применяется в Грузии.
Так же применяются системы от Oracle.
Например, JDEdwards
ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Ссылка:
Скрыть ссылки на пост
Показать ссылки на пост

Аватара пользователя

Наталья
Сообщения: 67
Зарегистрирован: 12 авг 2010, 12:36
Благодарил (а): 86
Поблагодарили: 5
Russia

Re: Торговля - двигатель прогресса

Сообщение Наталья » 19 авг 2010, 18:28

Ок! С учетом того, что прочитала на сайте Центра обслуживания ККМ"Меркурий" остались только эти вопросы:

1)Как проходит их регистрация в налог. инспекции
2)Как обслуживаются технически.( разнае марки , голограммы)
3)Отчетность в налог. инспекции на основании ККА или они не фискальные? Т.е. не для налоговой , а лишь как средство защиты покупателя?
«Все проходит... И это пройдет" (Соломон)

Ссылка:
Скрыть ссылки на пост
Показать ссылки на пост

Аватара пользователя

irakly
Админ
Сообщения: 77590
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 9908
Поблагодарили: 16450
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: Торговля - двигатель прогресса

Сообщение irakly » 19 авг 2010, 23:16

Вопрос N1
Кто обязан использовать контрольно-кассовый аппарат(ККА)?

Ответ:
ККА обязан ыиспользовать юридические лица и ИЧП, которые осуществляют экономическую деятельность, которые при поставке товара или оказании услуг использую в расчетах с пользователями наличную форму оплаты.

Вопрос N2
Какие налогоплательщики осовбождены от использования ККА?

Ответ:
От обязанности использования ККА освобождены:
а) лица, которые используют в расчетах с пользователями наличными средствами, документы строгого учета в установленном законом порядке.
б) физические лица, которые не используют труд наемных работников и осуществляют реализацию продуктов собственного или семейного хозяйства, а так же продуктов полученных путем их переработки.
в) Индивидуальные частные предприниматели, которые не используют труд наемных лиц, и осуществляют деятельность согласно л-подпункта 168-пункта налогового кодекса;
г) физические лица, ведущие экономическую деятельность, которые не имеют обязанности регистрироваться в налоговых органах как ИЧП; например, физические лица, которые получают дополнительные доходы путем предоставления находящихся в их собственности жилых домов, других материальных активов, спустя 2 года после получения их в собственность.
ე) პირები, რომლებიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებენ მომხმარებლების ტერიტორიაზე (სახლებში, ორგანიზაციებში, საწარმოებში) - საქმიანობის ამ ნაწილში, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გაცემის პირობით;
ვ) პირები, რომლებიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებენ ავტომატიზირებული ან მექანიკური მოწყობილობების მეშვეობით - საქმიანობის ამ ნაწილში; მაგალითად ასეთ მოწყობილობებს მიეკუთვნება სიგარეტის, უალკოჰოლო სასმელების (ყავა, ჩაი, გაზიანი სასმელები, წვენები) სარეალიზაციო აგრეგატები, რომლებიც ფულის მიღების და საქონლის გაცემის პროცესში არ საჭიროებენ ადამიანის დახმარებას, ქუჩებში დადგმული ხურდაზე მომუშავე ტელეფონები და ა.შ.
ზ) მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებენ ქუჩაში დატარებითი ფორმით წვრილ საცალო ვაჭრობას, გაზეთებისა და ჟურნალების გაყიდვას ქუჩაში დადგმული სტენდებიდან/მაგიდებიდან – საქმიანობის ამ ნაწილში.
თ) პირები – საგადასახადო კოდექსის 172–ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის ნაწილში (რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაცია).
ი) 2010 წლის 1 იანვრამდე ის ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობების) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებულია ან ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.“.

Вопрос N3
Каким должен быть ККА?

Ответ
ККА должен быть на грузинском языке, обладать фискальной памятью, с данными занесенными в госреестр, технически исправным, зарегистрированный в налоговых органах и опечатанным ими по сответствующим правилам.

Вопрос N4
Какие ККА регистрируются в налоговых органах?

Ответ:
В налоговых органах регистрируются ККА которые занесены в реестр.

Вопро N5
В каком налоговом органе должен быть зарегистрирвоан ККА?

Ответ:
ККА регистрируется в налоговом органе на территории действия которого осуществляется экономическая деятельность, т.е. это может быть не тот орган где стоит на учете налогоплатильщик куда он сдает декларации.

Вопрос N6
Какие документы должен предоставить налогоплательщик с целью регистрации ККА?

Ответ:
Для регистрации ККА налогоплательщик должен предоставить ответственному лицу представляющему налоговый орган следующие документы: заявление(форму заявления получают в налоговом органе), в котором должно быть указано полное название налогоплательщика, организационно-правовая форма, адрес(юридический и фактический где будет установлен ККА), контактные телефоны, модель ККА, товарны йномер и год выпуска.
Вместе с заявлением нужнопредоставить:
- паспорт ККА или заменяющий его окумент;
- ксерокопии тех документов, которые подтверждают принадлежность ККА к заявиелю(счет-фактура о покупке или договор об аренде).
- ККА
Заявителю при себе иметь удостоверение личности и справку налогоплательщика.


კითხვა N7
როგორ უნდა დავარეგისტრიროთ საკონტროლო–სალარო აპარატი, თუ დაკარგულია აპარატის პასპორტი?

პასუხი
აპარატის პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, საკონტროლო–სალარო აპარატის მფლობელს შეუძლია მიმართოს იმ საწარმოს, სადაც მოახდინა აპარატის შესყიდვა. საწარმოს მიერ მყიდველზე გაცემული საკონტროლო–სალარო აპარატის პასპორტის შემცვლელი დოკუმენტი წარედგინება საგადასახადაო ორგანოს საკონტროლო–სალარო აპარატის დარეგისტრირების მიზნით.

კითხვა N8
როგორ უნდა მოხდეს სადისტრიბუციო ვაჭრობის შემთხვევაში საკონტროლო–სალარო აპარატის საგადასახადო ორგანოში რეგისტრაცია და გამოყენება?

პასუხი:
იმ პირებმა, რომელთა ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკა უკავშირდება მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას სხვადასხვა ადგილზე (სადისტრიბუციო ვაჭრობა, დატარებითი ვაჭრობა, მომხმარებლის ტერიტორიაზე მომსახურების გაწევა და ა.შ.) საკონტროლო–სალარო აპარატის რეგისტრაცია უნდა მოახდინონ საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში და შემდეგ გამოიყენონ მომხმარებლის ტერიტორიაზე მომსახურეობის გაწევის დროს.
როდესაც საქონლის/მომსახურების მიწოდება და ნაღდი ფულის მიღება ხორციელდება მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლში, ორგანიზაციებში, საწარმოებში), საკონტროლო–სალარო აპარატის ნაცვლად, ასევე, შეიძლება გამოიყენებულ იქნას დადგენილი წესით რეგისტრირებული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (ჩგდ).

კითხვა N9
შესაძლებელია თუ არა კონკრეტულ ობიექტზე რეგისტრირებული საკონტროლო სალარო აპარატი გამოყენებულ იქნას სხვა ობიექტზე?

პასუხი:
რეგისტრირებული საკონტროლო–სალარო აპარატი უნდა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ ობიექტზე, რომლის მისამართი დაფიქსირებულია საგადასახადო ორგანოს სარეგისტრაციო მონაცემებში. წინააღმდეგ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ჩაეთვლება საკონტროლო–სალარო აპარატის გარეშე საქმიანობად.

კითხვა N10
რას ნიშნავს გადასახდელის გადამხდელის ფუნქციონირება საკონტროლო–სალარო აპარატის გარეშე?

პასუხი:
გადასახადის გადამხდელის ფუნქციონირება საკონტროლო–სალარო აპარატის გარეშე მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ–ერთი:
• გადასახადის გადამხდელს თავის მფლობელობაში არ გააჩნია საკონტროლო–სალარო აპარატი.
• გადასახადის გადამხდელს გააჩნია საკონტროლო–სალარო აპარატი, მაგრამ ის არ არის დარეგისტრირებული შესაბამის საგადასახადო ორგანოში.
• საკონტროლო–სალარო აპარატი რეგისტრირებულია საგადასახადო ორგანოში, მაგრამ აღნიშნული მოდელი ამოღებულია სახელმწიფო რეესტრიდან და გასულია მისი გამოყენებისათვის დაშვებული კანონმდებლობით დადგენილი ვადა.
• საკონტროლო–სალარო აპარატზე არ არის ჩართული ფისკალური მეხსიერება და მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების განხორციელება ხდება არაფისკალური რეჟიმით.

კითხვა N11
რას ნიშნავს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა?

პასუხი:
საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც გადასახადის გადამხდელს გააჩნია საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული აპარატი, რომელიც შეტანილია სახელმწიფო რეესტრში, აპარატზე ჩართულია ფისკალური მეხსიერება, მაგრამ მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორებისას არ ხდება ვაჭრობის/მომსახურების ყველა ოპერაციაზე აპარატის გამოყენება, რაც თავის მხრივ მოიცავს იმ მომენტს, რომ მომხმარებლისგან ყოველ ფულის მიღებაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი ოპერაცია ან გადამხდელი თავისუფლდება სსა–ის გამოყენების ვალდებულებისაგან) სსა–ში ამობეჭდილი უნდა იყოს ჩეკი.

კითხვა N12
როგორ უნდა მოხდეს რეგისტრაციიდან საკონტროლო-სალარო აპარატის მოხსნა, თუ გარდაიცვალა პიროვნება, რომლის სახელზეც იყო რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი?

პასუხი:
ამ შემთხვევაში საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნას ახდენს მისი მემკვიდრე, რომელმაც საგადასახადო ორგანოს (სადაც რეგისტრირებულია საკონტროლო-სალარო აპარატი) უნდა წარუდგინოს:
- სამკვიდროს მოწმობა, ნოტარიულად დამოწმებული;
- გარდაცვლილი პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
- მემკვიდრის განცხადება საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ.;
- საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის საბუთი;
- საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელიც უნდა მოიხსნას რეგისტრაციიდან.

კითხვა N13
როგორ უნდა მოხდეს რეგისტრაციიდან საკონტროლო-სალარო აპარატის მოხსნა, თუ სასჯელს იხდის პიროვნება, რომლის სახელზეც არის რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი?

პასუხი:
თუ საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნას ახდენს აღნიშნული პირის წარმომადგენელი, მან იმ საგადასახადო ორგანოში, სადაც რეგისტრირებულია საკონტროლო-სალარო აპარატი, უნდა წარადგინოს:
- განცხადება საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ;
- კანონიერი წარმომადგენლის სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობა, დამოწმებული თავისუფლების აღკვეთის ადგილის უფროსის მიერ;
- საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის საბუთი;
- საკონტროლო-სალარო აპარატი, რომელიც უნდა მოიხსნას რეგისტრაციიდან.

კითხვა N14
როგორ უნდა მოიქცეს მოლარე–ოპერატორი, თუ შეცდომით ამოიბეჭდა საკონტროლო–სალარო აპარატის ჩეკი? (მაგ. 5 ლარის ნაცვლად 500 ლარი)

პასუხი:
როდესაც საკონტროლო–სალარო აპარატის ჩეკში შეცდომით ამოირტყმება არასწორი თანხა, დაუყონებლივ უნდა შედგეს შეცდომით ამობეჭდილი ჩეკის ფაქტის ფიქსაციის აქტი (რომლის ფორმასაც მიიღებ ნებისმიერ საგადასახადო ორგანოში). აქტს ხელი უნდა მოაწეროს როგორც მოლარე–ოპერატორმა, ასევე მასზე სამსახურეობრივი ზედამხედველობის განმახორციელებელმა პირმა (ბუღალტერი, გაყიდვების მენეჯერი და ა.შ.); ამასთანავე შეცდომით ამობეჭდილი ჩეკი უნდა დაეკრას ამ აქტს და ინახებოდეს ყოველდღიურ „ძ” ანგარიშებთან ერთად.

კითხვა N15
როგორ უნდა მოიქცეს მოლარე–ოპერატორი, თუ მომხმარებლის მიერ ხდება ჩეკის საფუძველზე ნაყიდი საქონლის უკან დაბრუნება?

პასუხი
როდესაც მომხმარებლის მიერ ხდება ჩეკის საფუძველზე ნაყიდი საქონლის უკან დაბრუნება “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით და ამასთან, მოლარე-ოპერატორს გააჩნია იმის უფლება, რომ მიიღოს საქონელი და დაუბრუნოს მომხმარებელს მასში გადახდილი თანხა, უნდა შედგეს მომხმარებელზე ფულის დაბრუნების (ჩეკის განაღდების) აქტი (რომლის ფორმასაც მიიღებთ ნებისმიერ საგადასახადო ორგანოში, ასევე შეგიძლიათ ამობეჭდოთ ჩვენი ვებ–გვერდის მეშვეობით) ორ ეგზემპლარად. აქტს ხელი უნდა მოაწეროს მოლარე-ოპერატორმა, მოლარე-ოპერატორზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელმა პირმა (ბუღალტერი, გაყიდვების მენეჯერი და ა.შ.) და ასევე მომხმარებელმა, რომელსაც უნდა გადაეცეს აქტის ერთი ეგზემპლარი. მოლარე-ოპერატორთან დარჩენილ აქტს უნდა დაეკროს მომხმარებლის მიერ მოცემული ჩეკი და ინახებოდეს ყოველდღიურ „Z“ ანგარიშებთან ერთად, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს „Z“ ანგარიშში დასაფიქსირებელი ამონაგები თანხის კორექტირება.

შენიშვნა: მომხმარებელზე ფულის დაბრუნების (ჩეკის განაღდების) შემთხვევაში:
(აქტი უნდა შედგეს მომხმარებელზე ფულის გადაცემამდე)
კითხვა N16
რა აუცილებელ რეკვიზიტებს უნდა შეცავდეს მომხმარებელზე გაცემული საკონტროლო–სალარო აპარატის ჩეკი?

პასუხი
მომხმარებლისათვის გაცემულ ჩეკზე ასახული უნდა იყოს შემდეგი რეკვიზიტები:
ა) გადამხდელის დასახელება;
ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი;
გ) სსა-ს საქარხნო ნომერი;
დ) ჩეკის ნომერი;
ე) გადახდილი თანხის ოდენობა, თარიღი და დრო;
ვ) სსა-ის ფისკალურ რეჟიმში ყოფნის დამადასტურებელი ნიშანი.
3. ჩეკზე, გადამხდელის სურვილისამებრ, შესაძლებელია ასახულ იქნეს სხვა დამატებითი მონაცემებიც.

კითხვა N17
როგორ უნდა მოხდეს ფისკალური მეხსიერების შეცვლა, როდესაც საკონტროლო–სალარო აპარატს ამოეწურება ფისკალური მეხსიერება?

პასუხი:
ფისკალური მეხსიერების ამოწურვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელმა უნდა მიმართოს ტექნიკური მომსახურების ცენტრს და აიღოს აქტი იმის დასადასტურებლად, რომ საკონტროლო–სალარო აპარატს ამოეწურა ფისკალური მეხსიერება. აღნიშნული აქტი და განაცხადი ფისკალური მეხსიერების შეცვლის თაობაზე გადამხდელმა უნდა წარადგინოს საგადასახადო ორგანოში (სადაც რეგისტრირებულია საკონტროლო–სალარო აპარატი) და საგადასახადო ორგანოს თანხმობის შემდეგ ტექნიკური მომსახურების ცენტრის მიერ განახორციელოს ფისკალური მეხსიერების შეცვლა. რის შემდეგაც მან ისევ უნდა მიმართოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს ფისკალური მეხსიერების ჩასართავად.

კითხვა N18
შესაძლებელია თუ არა ორმა ინდივიდუალურმა მეწარმემ ერთსა და იმავე 30კვ.მ ფართში, რომელსაც ერთი საერთო შესასვლელი აქვს, განახორციელოს ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, და არ გამოიყენონ საკონტროლო-სალარო აპარატი?

პასუხი:
ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი 40კვ.მ-დე ფართობზე განთავისუფლებულია საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან. Aამდენად, ორ ინდივიდუალურ მეწარმეს, თუ ისინი არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას, შეუძლიათ განახორციელონ საქმიანობა ერთსა და იმავე 40კვ.მ-დე ფართში საერთო შესასვლელით და არ გამოიყენონ საკონტროლო-სალარო აპარატი.


კითხვა N19
რას წარმოადგენს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (ჩგდ)?

პასუხი:
ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი წარმოადგენს ტიპოგრაფიული წესით დაბეჭდილ საბუღალტრო აღრიცხვის პირველად დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მომხმარებლისაგან ნაღდი ფულის მიღების ფაქტის და მასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების შესახებ. დღის განმავლობაში გამოწერილი ჩგდ-ების მიხედვით გამოიწერება ერთი შემოსავლის ორდერი, სადაც უნდა აისახოს ამ ჩგდ-ების მიხედვით მიღებული თანხების ჯამური მაჩვენებელი.

კითხვა N20
ვის შეუძლია გამოიყენოს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (ჩგდ)?

პასუხი:
ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენების უფლება აქვთ პირებს, რომლებიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებენ მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლში, ორგანიზაციებში, საწარმოებში). ამ შემთხვევებში განხორციელებული ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების დასაფიქსირებლად საკონტროლო-სალარო აპარატის ნაცვლად მათ შეუძლიათ გამოიყენონ დადგენილი წესით რეგისტრირებული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი.
ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენებისათვის აუცილებელია, რომ საქონლის/მომსახურების მიწოდების ადგილიც და ღირებულების ანაზღაურების ადგილიც მომხმარებლის ერთ ტერიტორიას წარმოადგენდეს.

კითხვა N21
რა შემთხვევაში თავისუფლდება მიმწოდებელი როგორც სალარო აპარატის, ასევე ჩგდ-ს გამოწერის ვალდებულებისაგან?

პასუხი:
იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე ხდება საგადასახადო ანგარიშ/ფაქტურის გამოწერა, მიმწოდებელი თავისუფლდება როგორც საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებისაგან, ასევე ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოწერის ვალდებულებისაგან.

კითხვა N22
როგორი უნდა იყოს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (ჩგდ)?

პასუხი:
ჩეკთან გათანაბრებულ დოკუმენტად ჩაითვლება მხოლოდ ის დოკუმენტი, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებს:
ჩგდ-ის ბლანკი უნდა შეიცავდეს შემდეგი რეკვიზიტების ამსახველ გრაფებს:
-დოკუმენტის ნომერი (სადაც ტიპოგრაფიული წესით ჩაბეჭდილია დოკუმენტისათვის განკუთვნილი ნომერი);
-დოკუმენტის შედგენის თარიღი;
-გადასახადის გადამხდელის გრაფა (სადაც ტიპოგრაფიული წესით ჩაბეჭდილია საქონლის მიმწოდების/მომსახურების გამწევის საიდენტიფიკაციო ნომერი, მისი იურიდიული მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი).
-მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების შინაარსი და ღირებულება;
-საქონლის/მომსახურების მიმღების დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე საქონელი/მომსახურება მიეწოდება გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირს, მაშინ ბლანკზე გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი მისამართი, სახელი და გვარი;
-ფულის მიღებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა.
დასაშვებია ჩგდ მოიცავდეს გადამხდელისათვის საჭირო სხვა დამატებით გრაფებსაც.
ჩგდ შესაძლებელია ერთმანეთთან დაკავშირებული, თვითკოპირებადი ეგზემპლარების სახით (რომლის მინიმუმ ერთი პირი გადაეცემა მომხმარებელს); ასევე შესაძლებელია ერთი ფურცლის სახითაც, რომლის მოსახევი ნაწილი გადაეცემა მომხმარებელს. ასეთ შემთხვევაში, ჩგდ-ის ბლანკისთვის დადგენილი რეკვიზიტები უნდა იყოს განთავსებული როგორც გადამხდელთან, ასევე მომხმარებელთან დასატოვებელი ბლანკის ნაწილზე.

კითხვა N23
როგორ უნდა მოხდეს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის საგადასახადო ორგანოში რეგისტრაცია?

პასუხი:
ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის რეგისტრაციის მიზნით გადამხდელმა განცხადებით უნდა მიმართოს იმ საგადასახადო ორგანოს, სადაც იგი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე.
განცხადებაში უნდა აღინიშნოს:
-გადასახადის გადამხდელის დასახელება (საქონლის მიმწოდებლის/მომსახურების გამწევის) საიდენტიფიკაციო ნომერი
-იურიდიული მისამართი.
-მითითება, რომ იგი აპირებს განახორციელოს საქონლის/მომსახურების მიწოდება და ნაღდი ფულის მიღება მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლებში, ორგანიზაციებში, საწარმოებში) ჩგდ-ის მეშვეობით.
-იმ თანამშრომლების სახელები, გვარები და თანამდებობები, რომელთა მეშვეობით განხორციელდება ჩგდ-ების გაცემა და/ან მის მიმოქცევასთან დაკავშირებულ პროცესებზე კონტროლი.
-დასარეგისტრირებელი დოკუმენტების რაოდენობა (ნომრების დიაპაზონი) და მათი გახარჯვის სავარაუდო პერიოდი.
განცხადებას თან უნდა დაერთოს ჩგდ-ის ნიმუშის ასლი და ტიპოგრაფიული ან შესაბამისი საწარმოს მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ჩგდ-ების მიწოდების თაობაზე (შესაბამისი რაოდენობის და ნუმერაციის დიაპაზონის მითითებით) გაცემული დოკუმენტის ასლი.
იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება აღნიშნულ მოთხოვნებს, განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანო განცხადებელზე გასცემს ცნობას ჩგდ-ის საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ჩგდ-ების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.

კითხვა N24
როგორ უნდა მოიქცეს გადასახის გადამხდელი, თუ მოხდა იმ თანამშრომლების ცვლილება, რომლებსაც ევალებოდათ ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის (ჩგდ) გაცემა და მის მიმოქცევასთან დაკავშირებული კონტროლი?

პასუხი
საგადასახადო ორგანოში ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების (ჩგდ) დარეგისტრირების შემდეგ, თუ განცხადებაში მითითებული პირების ნაცვლად ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების (ჩგდ) მომხმარებლებზე გაცემის უფლებამოსილება მიენიჭათ სხვა პირებს, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ამის შესახებ 3 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს საგადასახადო ორგანოს.

კითხვა N25
როგორ ხდება სახელმწიფო რეესტრში საკონტროლო–სალარო აპარატის მოდელის შეტანა?

პასუხი
სახელმწიფო რეესტრში საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის შეტანისათვის განმცხადებელმა წერილობით უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს, რომელშიც საჭიროა მითითებულ იქნეს შემდგომი მონაცემები:
ა) მომწოდებლის დასახელება, მისამართი და ტელეფონი;
ბ) საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის დასახელება;
გ) საკონტროლო-სალარო აპარატის მწარმოებელი ქარხნის დასახელება, მისამართი და ტელეფონი.
7. განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) “სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტეოროლოგიის ეროვნული სააგენტოს“ მიერ დალუქული საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელი, რომელზედაც სააგენტოს მიერ გაცემულია შესაბამისი დასკვნა და ის გამიზნულია ტიპის ნიმუშად;
ბ) ტიპის ნიმუშში ჩაწერილი პროგრამა (ვერსიის მითითებით) ელექტრონულ მატარებელზე;
გ) ფორმირებადი ჩეკების ნიმუშები;
დ) ტექნიკური პასპორტი (ან სხვა დოკუმენტი), რომელიც შეიცავს საკონტროლო-სალარო აპარატის მოდელის ტექნიკური და ფუნქციონალური მახასიათებლების აღწერასა და საგარანტიო ვალდებულებებს. აპარატის სარეკლამო პროსპექტი;
ე) საექსპლუატაციო დოკუმენტაცია (სსა-ის მომხმარებლის (გამომყენებლის) სახელმძღვანელო);
ვ) დოკუმენტაცია (ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს საკონტროლო-სალარო აპარატის მოცემული მოდელის წარმოების ან მიწოდების და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების შეუფერხებელი განხორციელების შესაძლებლობას (შესაბამისი ხელშეკრულება და/ან წარმოების ტექნიკური მონაცემები), სსა-ს კონკრეტული მოდელის მწარმოებლის მიერ განმცხადებლისათვის მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლის საფუძველზე განმცხადებელს შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე უშუალოდ განახორციელოს ან ორგანიზება გაუწიოს სხვა საწარმოების მიერ ამ მოდელის მიმართ განსახორციელებელ ტექნიკურ მომსახურებას და რემონტს;
ზ) საკონტროლო-სალარო აპარატის ამ კონკრეტულ მოდელზე ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის დასაბუთებას საქართველოს ტერიტორიაზე;
თ) სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი საკონტროლო-სალარო აპარატის ამ კონკრეტული მოდელის გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე.
8. ყველა დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, ხოლო არაქართული დოკუმენტაცია უნდა იყოს ქართულად გადათარგმნილი და დამოწმებული სათანადო წესით.

კითხვა N26
ვინ შეიძლება იყოს განმცხადებელი სახელმწიფო რეესტრში საკონტროლო–სალარო აპარატის მოდელის შეტანის თობაზე?

პასუხი
საკონტროლო–სალარო აპარატის მოდელის სახელმწიფო რეესტრში შეტანის თაობაზე განმცხადებლები შეიძლება იყვნენ საკონტროლო-სალარო აპარატების სამამულო და საზღვარგარეთელი მწარმოებლები. აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან აპირებენ საკონტროლო-სალარო აპარატების იმპორტს და რეალიზაციას საქართველოში და ამ მიზნით საკონტროლო-სალარო აპარატის მწარმოებელთან გაფორმებული აქვთ შესაბამისი ხელშეკრულება.

კითხვა N27
რა ჯარიმებს ითვალისწინებს საგადასახადო კანონმდებლობა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევების შემთხვევაში?

პასუხი:
_მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გარეშე მუშაობა,– იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. ხოლო ყოველ შემდგომ განმეორებაზე – 10 000 ლარის ოდენობით.
– მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოუყენებლობა, – იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. ყოველ შემდგომ განმეორებაზე კი – 2 500 ლარის ოდენობით.
– საკონტროლო-სალარო აპარატზე საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ლუქის განზრახ მოხსნა ან საკონტროლო-სალარო აპარატის იმგვარი გამოყენება, რომ შესაძლებელი გახდა მის ფისკალურ მეხსიერებაში შეღწევა ან ამ მეხსიერებაზე სხვაგვარი ზემოქმედება, – იწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – ყოველ შემდგომ განმეორებაზე 15 000 ლარის ოდენობით.
ჯარიმისგან თავისუფლდებიან პირები, თუ მათ საკონტროლო-სალარო აპარატის დაზიანების თაობაზე შეტყობინება გაუგზავნეს საგადასახადო ორგანოს დაზიანების დაფიქსირებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა. საგადასახადო ორგანოსთვის შეტყობინების გაგზავნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანო ვალდებულია განახორციელოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი ღონისძიებები.
პირი ვალდებულია საკონტროლო-სალარო აპარატის დაზიანების აღმოფხვრამდე შეაჩეროს საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება.
– ავტოგასამართ სადგურში მადოზირებელი და მრიცხველი მექანიზმების საგადასახადო ორგანოს ლუქების გარეშე მუშაობა, – იწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – ყოველ შემდგომ განმეორებაზე 15 000 ლარის ოდენობით.
– ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება, – იწვევს დაჯარიმებას ფაქტობრივად გადახდილ თანხასა და ჩეკში აღნიშნულ თანხას შორის დაფიქსირებული სხვაობის 100-მაგი ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 200 ლარისა.
იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით. ყოველ შემდგომ განმეორებაზე კი – 2 500 ლარის ოდენობით.

http://www.mof.ge/3497

Постепенно буду переводить smileirakly153 :goria_cho:
ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Ссылка:
Скрыть ссылки на пост
Показать ссылки на пост


Вернуться в «Экономика»



Кто сейчас на конференции

Сейчас этот форум просматривают: нет зарегистрированных пользователей и 1 гость