გვეშველება რამე?

Ответить
Аватара пользователя

ивс

Фоторепортер Активист
Шедеврал
Сообщения: 9262
Зарегистрирован: 12 ноя 2009, 19:37
Награды: 4
Благодарил (а): 2052 раза
Поблагодарили: 2032 раза
Пол:
Georgia

Re: გვეშველება რამე?

Сообщение ивс »

irakly писал(а):აზრზე მოდის ხალხი როგორც იქნა. გვეშველება თუ ასე წავიდა საქმე :ya_hoo_oo:

[video][/video]
კარგია რომ აღიარა
ყოჩაღ ბებო

!
აქ მხოლოდ ქართულად ქართული შრიფტით ვწერთ
Аватара пользователя

Автор темы
irakly

Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Админ
Сообщения: 91209
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
Благодарил (а): 15679 раз
Поблагодарили: 25070 раз
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: გვეშველება რამე?

Сообщение irakly »

[video][/video]
დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Аватара пользователя

IrakliGe

Писатель Фоторепортер
Джентльмен Благодетель
Активист
Модератор
Сообщения: 32501
Зарегистрирован: 13 янв 2011, 17:04
Награды: 5
Откуда: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
Благодарил (а): 2957 раз
Поблагодарили: 9445 раз
Пол:
Georgia

Re: გვეშველება რამე?

Сообщение IrakliGe »

Изображение

როდესაც ჯორჯ კარლინის ცოლი მოკვდა, კარლინმა, 70–80–იანი წლების ცნობილმა სატირიკოსმა, დაწერა ეს არაჩვეულებრივი სტატია:

«ჩვენი დროის პარადოქსი ის არის, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი შენობები და დაბალი მოთმინების უნარი, ფართო მაგისტრალები, მაგრამ ვიწრო ხედვა.

ვხარჯავთ ბევრს, მაგრამ გვაქვს ცოტა, ვყიდულობთ ბევრს, მაგრამ გვიხარია ცოტა.გვაქვს დიდი სახლები, მაგრამ პატარა ოჯახები, საუკეთესო პირობები, მაგრამ ცოტა დრო, საუკეთესო განათლება, მაგრამ ცუდად ვაფასებთ სიტუაციას, გვყავს ბევრი ექსპერტი, მაგრამ უფრო მეტი პრობლემა, საუკეთესო მედიცინა, მაგრამ უარესი ჯანმრთელობა.

ბევრს ვსვამთ, ბევრს ვეწევით, ვხარჯავთ უპასუხისმგებლოდ, ნაკლებს ვიცინით, ძალიან ჩქარა დავდივართ, ადვილად ვბრაზდებით, ვწვებით დასაძინებლად ძალიან გვიან, ვიღვიძებთ ძალიან დაღლილები, ძალიან ცოტას ვკითხულობთ, ძალიან დიდხანს ვუყურებთ ტელევიზორს და ვლოცულობთ იშვიათად. გავზარდეთ პრეტენზიები, მაგრამ შევაცოტავეთ ფასეულობები.

ვლაპარაკობთ ძალიან ბევრს, გვიყვარს ძალიან იშვიათად და გვძულს ძალიან ხშირად. ვიცით, როგორ გავიტანოთ თავი, მაგრამ არ ვიცით, როგორ ვიცხოვროთ. ვმატებთ წლებს ადამიანის სიცოცხლეს, მაგრამ არ ვმატებთ სიცოცხლეს წლებს.

მივაღწიეთ მთვარეს და დავბრუნდით, მაგრამ ძლივს გადავდივართ ქუჩაზე ახალი მეზობლის გასაცნობად. ვიპყრობთ კოსმოსურ სივრცეს, მაგრამ არა სულიერს. ვაკეთებთ მეტს, მაგრამ არა კარგ საქმეებს.

ვწმენდთ ჰაერს, მაგრამ ვაბინძურებთ სულს.
დავიმორჩილეთ ატომი, მაგრამ არა საკუთარი უარყოფითი მხარე. ვწერთ მეტს, მაგრამ ვაღწევთ ცოტას. ვისწავლეთ სიჩქარე, მაგრამ არა ლოდინი. ვგეგმავთ ბევრს, მაგრამ ვაღწევთ ცოტას. ვქმნით ახალ კომპიუტერებს, რომელიც ინახავს მეტ ინფორმაციას და კოპიებს, ვიდრე ადრე, მაგრამ ვურთიერთობთ უფრო და უფრო ცოტას.

ეს სწრაფი კვების და ცუდი მონელების დროა, დიდი ადამიანების და პატარა სულების, სწრაფი მოგების და ცუდი ურთიერთდამოკიდებულების. ოჯახური შემოსავლის ზრდის დრო და განქორწინებების რიცხვის ზრდის დრო.

მოკლე დისტანციების დრო, ერთჯერადი საფენების, ერთჯერადი მორალის, ერთჯერადი ურთიერთობების, ურთიერთობების ერთი ღამით; ჭარბი წონისა და ტაბლეტების, რომლებიც აკეთებს ყველაფერს: აგვაღზნებენ, გვამშვიდებენ, გვკლავენ. შევსებული ვიდრინებისა და ცარიელი საწყობების დრო.

დრო, როცა ტექნოლოგია საშუალებას აძლევს ამ წერილს მოხვდეს თქვენთან, ამავდროულად ნებას გაძლევთ გააზიაროთ ან უბრალოდ დააწვეთ “Delete”.

დაიმახსოვრეთ, დაუთმეთ მეტი დრო მათ, ვინც გიყვართ, იმიტომ რომ ისინი სულ თქვენ გვერდით არ იქნებიან.

დაიმახსოვრეთ და მხურვალედ მიიკარით ახლო ადამიანი, იმიტომ რომ ეს ერთადერთი განძია, რომელიც შეიძლება გულიდან გასცე და იგი არ ღირს არც ერთი თეთრი.

დაიმახსსოვრეთ და თქვით “მიყვარხარ” თქვენს რჩეულს, მაგრამ მანამ ეს მართლა იგრძენით.
კოცნას ან ჩახუტებას შეუძლია გამოასწოროს ნებისმიერი უსიამოვნება, თუ კი ეს გულიდან მოდის.

დაიმახსოვრეთ და ხელები ჩასჭიდეთ ერთმანეთს და დააფასეთ მომენტები, იმიტომ რომ ერთხელ ეს ადამიანი აღარ იქნება თქვენს გვერდით.

იპოვეთ დრო სიყვარულისთვის, იპოვეთ დრო საუბრისთვის და იპოვეთ დრო გაუზიართ ყველაფერი, რისი თქმაც გინდათ. იმიტომ რომ ცხოვრება იზომება არა ამოსუნთქვა–ჩასუნთქვების რაოდენობით, არამედ მომენტებით, როცა ჭარბი ემორციისგან სუნთქვაც კი გეკვრებათ!
Изображение
Аватара пользователя

Автор темы
irakly

Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Админ
Сообщения: 91209
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
Благодарил (а): 15679 раз
Поблагодарили: 25070 раз
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: გვეშველება რამე?

Сообщение irakly »

თქვენი დედა რუსეთი

Изображение
დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Аватара пользователя

Автор темы
irakly

Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Админ
Сообщения: 91209
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
Благодарил (а): 15679 раз
Поблагодарили: 25070 раз
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: გვეშველება რამე?

Сообщение irakly »

[video][/video]
დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Аватара пользователя

AlexCh

Фоторепортер Джентльмен
Благодетель Тренер
Активист
Сообщения: 44811
Зарегистрирован: 14 ноя 2009, 01:03
Награды: 5
Откуда: Не суй свой нос, Пиннокио Тут встретят с топором
Благодарил (а): 9908 раз
Поблагодарили: 21983 раза
Пол:
Russia
Контактная информация:

Re: გვეშველება რამე?

Сообщение AlexCh »

კახეთში 15 წლის გოგონა საკუთარი ძმისგან დაორსულდა
მართალია ეს? :sh_ok:
То, что мы видим, зависит от того, куда мы смотрим. (с)М. Аврелий
Господа холуи, проходимцы, приспособленцы и просто идиоты! Не смейте меня учить любить Родину(с)АндрейМакаревич
Я НЕ ДЕРЖУСЬ никакой системы: я — искренно ищущий.(с)Михаил Бакунин
Аватара пользователя

Автор темы
irakly

Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Админ
Сообщения: 91209
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
Благодарил (а): 15679 раз
Поблагодарили: 25070 раз
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: გვეშველება რამე?

Сообщение irakly »

AlexCh писал(а):კახეთში 15 წლის გოგონა საკუთარი ძმისგან დაორსულდა
მართალია ეს? :sh_ok:
ესღა გვაკლდა :bleat:
არ გამიგია. თუმცა არ გამიკვირდება უკვე არაფერი
დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Аватара пользователя

Автор темы
irakly

Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Админ
Сообщения: 91209
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
Благодарил (а): 15679 раз
Поблагодарили: 25070 раз
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: გვეშველება რამე?

Сообщение irakly »



სტალინის ხატი დავასვენოთ სიონში ჩქარა!
ქრისტიანობის მაგალითს გვაძლევსო -
წმინდანმა ბრძანა!

მალე შევრაცხავთ მასაც წმინდანად!
მისთვის ადგილის პოვნა წმინდანებში თუ გაგვიჭირდეს,
განვცხრილავთ სიას და ამოვშლით
ილია მართალს, თაყაიშვილს და კიდევ ვინმეს...

რაში გვჭირდება ჭავჭავაძე? მოძველდა მისი აზროვნება!
ენა, მამული, სარწმუნოება - რაში გვარგია?
ცოლი კუხნაში, ღიპი, ჯიპი, ნეველის ძვალი -
ამაზე კარგი რა გაგვაჩნია?

ცხინვალი არა, იხვის ტოლმა!
სოხუმი? ზღვაზე როა?
ააა, აფხაზეთი ეგ არი ალბათ!
კი, აფხაზეთი ჩემი ტკივილია!
დამისხი ერთი, ძმაო!
აფხაზეთის ომში დაცემულ ქართველ ვაჟკაცებს გაუმარჯოს!
დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Аватара пользователя

Автор темы
irakly

Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Админ
Сообщения: 91209
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
Благодарил (а): 15679 раз
Поблагодарили: 25070 раз
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: გვეშველება რამე?

Сообщение irakly »

ქართული საზოგადოების პოსტკოლონიური კოგნიტური დისონანსი

Изображение

გიორგი იმედაშვილი

ჩაადაევი ამბობდა, არ შემიძლია თვალდახუჭულს მიყვარდესო ჩემი ქვეყანა. მოდით, ამას ნურც ჩვენ შევეცდებით. მიუხედავად უძველესი ენის და უმდიდრესი ისტორიისა, სათქმელია, რომ ქართველი ერი ისევ დეკოლონიზაციის ეტაპზე იმყოფება და მას, როგორც ერთიან ორგანიზმს, ჯერ კიდევ ვერ მოუშუშებია ის ღრმა ჭრილობები, რომლებიც ორასწლიანმა რუსულმა ბატონობამ მიიყენა. ორი საუკუნის მანძილზე რიგითი ქართველისთვის მთლიანად სახელმწიფოცა და მისი მთავრობაც მტერი იყო. აქედან გამომდინარე, რასაკვრიველია, ნელ-ნელა გაქრა სახელმწიფოებრიობის გრძნობა. მით უმეტეს, რომ არც რუსეთის იმპერია და არც საბჭოთა კავშირი არ წარმოადგენდა მოქალაქეთათვის შექმნილ სახელმწიფოს. პირიქით, ორივე შემთხვევაში, თითოეული ადამიანი ერთგვარად სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა, მის საკეთილდღეოდ უნდა ეშრომა და ეცხოვრა. ჩვეულებრივ ადამიანებს არათუ საკუთარი შრომით მოპოვებული ქონება, არამედ საკუთარი თავიც კი არ ეკუთვნოდათ. თუნდაც „ბატონ- ყმობა“ გავიხსენოთ, ანდაც მისი გაუქმების შემდგომ შექმნილი წესრიგი, გნებავთ უფრო მოგვიანო კომუნისტური გაკულაკებები და კოლექტივიზაცია. ეს თვითონ რუსული მოსახლეობისთვისაც ასე იყო - სახელმწიფო მათ იყენებდა, როგორც მშვიდობიანობის, ისე ომის დროს. არ იცავდა და არ ზრუნავდა მათზე. მაგრამ, დაპყრობილი ერებისათვის ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძიმე გადასატანი აღმოჩნდა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. მაგალითად, ქართველები რუსეთის იმპერიის ოფიციალური პოლიტიკით მხოლოდ მეორეხარისხოვან მოქალაქეებს წარმოადგენდნენ და აქედან გამომდინარე, მათთვის კიდევ უფრო რთულდებოდა ამ სახელმწიფოში წარმატების მიღწევის გზა. ეს ყვლაფერი ძალიან დიდხანს გაგრძელდა და კიდევ უფრო დამძიმდა საბჭოთა კავშირის დროს, ამან კი ქართველი ერი საბოლოოდ შეაგუა შექმნილ წესრიგს, რომელშიც წარმატების მიღწევა, ერთგვარი „დაწინაურება“ მხოლოდ უსინდისობის, ცბიერების, ტყუილებისა და მლიქვნელობის გზით შეიძლებოდა.

ხშირად მაქვს ურთიერთობა სტუდენტებთან, რომლებმაც დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლა გადაწყვიტეს. დამეთანხმებით, დღეისათვის საკმაოდ პოპულარული პროფესიაა. როდესაც სტუდენტებს ვეკითხები, თუ როგორი თვისებების მატარებელი უნდა იყოს ჭეშმარიტი დიპლომატი, მათი უმრავლესობა მპასუხობს, რომ წარმატებული დიპლომატი უნდა იყოს ცბიერი, ეშმაკი, მატყუარა (თანაც ეს არ უნდა ეტყობოდეს), გაქნილი, გაიძვერა და უსინდისო, ამ დროს, არავინ ახსენებს მაგალითად იმას, რომ დიპლომატი უნდა იყოს იყოს გამჭრიახი, მცოდნე და ერთგული საკუთარი სამშობლოსი. ამ ცალსახად უარყოფითი დახასიათების შემდეგ გულწრფელად მიკვირს, თუკი მართლაც ასე ფიქრობენ, რატომ გადაწყვიტეს ამ ახალგაზრდებმა თავად იქცენ, მათი აზრით, მდაბალი თვისებების მქონე პირებად. პასუხი ერთია. მიუხედავად იმისა, რომ ცხადად აცნობიერებენ ამ სიტყვების უარყოფით დატვირთვას, მათთვის სწორედ გაიძვერობა, უსინდისობა და ეშმაკობა ასოცირდბა წარმატებასთან. ეს, რასავრიველია, მოდის იმ რეალობიდან, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება. აშკარაა, რომ კოლონიურმა წარსულმა ქართველი ადამიანების გონებიდან თითქმის მთლიანად გააქრო სახელმწიფოებრიობის ცნება და როგორც მეორეხარისხოვან, დამონებულ საზოგადოებას შეეფერება მხოლოდ აწმყოზე მზრუნველი ჟინი დატოვა. მნიშვნელოვანი გახდა ყოველდღიურად ფიზიკურ გადარჩენაზე ზრუნვა და სამომავლო პერსპექტივები უმნიშვნელო გახდა. გავიხსენოთ ჩეზარე ბეკარიას ცნობილი სიტყვები - „დამონებული ხალხი მეტად ჟინიანი და უფრო უმოწყალოა, ვიდრე თავისუფალი ხალხი, ეს უკანასკნელნი ესწრაფვიან მეცნიერებებს, ზრუნავენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე, აფასებენ ღირსეულ პიროვნებებს და ცდილობენ მათ მიბაძვას, მაშინ, როცა დამონებული ხალხი, რომელსაც მხოლოდ აწმყო ადარდებს, სიშლეგესა და თავდავიწყებაში ეძიებს შვებას იმ სიცარიალისგან თავდასაღწევად, რომელშიც გამომწყვდეულნი არიან“. ამგვარად, კოლონიზაციის პერიოდში „წარმატებული“ პიროვნება აუცილებლად ასოცირდებოდა ერთგვარ უსინდისობასთან, რაც უკავშირდებოდა კოლონიზატორებთან წარმატებულ თანამშრობლობას, რის გარეშეც წინსვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.

კომუნისტების დროს კიდევ უფრო დამძიმდა „წარმატებული ადამიანის“ მორალური მდგომარეობა, მას არამხოლოდ უწევდა დამპრყობელთან თანამშრომლობა, არამედ წარმატების მოსაპოვებლად სულ უფრო ხშირად უხდებოდა ახლობლებისა და თანამოქალაქეების გაწირვა, სინდისსა და ნამუსზე გადაბიჯება. ამავდროულად, იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო არ იყო მოქალაქეთათვის შექმნილი, „შეიძლებოდა“ სახელმწიფოს საკუთრების მითვისება, მოპარვა, გასხვისება და ასე შემდეგ. რამაც ქართველ ერს არამხოლოდ სახელმწიფოებრიობის ცნება დაუმახინჯა, არამედ გაუქრო საზოგადო საკუთრების განცდაც. კომუნისტური სოციალიზმის ვითომდა კოლექტიური საკუთრების დამახინჯებული მოდელი იქცა „სახელმწიფო საკუთრების“ მოდელად და ხალხიცა და ყველანაირი საკუთრებაც მთლიანად „უცხო“ სახელმწიფოს ხელში მოექცა. ამგვარად, ხალხისთვის ის რაც წესით ყველასი უნდა იყოს (ქუჩა, სკვერი, თავად სახელმწიფოც), გახდა „არავისი“, აქედან გამომდინარე კი მივიღეთ მძიმე მოცემულობა, როდესაც ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილისათვის წარმატება ასოცირდებოდა ოკუპანტთან გაქნილი და ცბიერი ხერხებით თანამშრომლობასთან, ანდაც სახელმწიფოს ქონების მითვისებასთან.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ხალხმა მოიპოვა სახელწმიფოებრიობა, მან ჯერჯერობით ვერ მოახერხა ამგვარი წარმოდგენებისაგან გათავისუფლება. სწორედ ამიტომ, მომავალ დიპლომატებს ჰგონიათ, რომ ცბიერება, გაქნილობა, ეშმაკობა და უსინდისობა დაეხმარებათ მათ წარმატების მიღწევაში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ამ სიტყვების უარყოფითი დატვირთვა ნელ-ნელა სუსტდება და შესაძლებელია მათ შეიძინონ დადებითი ელფერიც. ახალგაზრდებს ვერც გავამტყუნებთ, ვინაიდან ისინი ცხადად უყურებენ როგორ იქცევიან მათი უფროსი თაობის წარმომადგენლები, მაგალითად, როგორ იცვლის გადაწყვეტილებას წელიწადში ორჯერ ერთ-ერთი თანამდებობის პირი ჯერ „ღირსეული“ ტირილით სამსახურიდან წასვლის და შემდეგ უკან მიბრუნების თაობაზე. იგევე ხდება სხვა პროფესიების შემთხვევაშიც. კაცმა რომ თქვას, სწორედ ამიტომ მოსწონდათ შევარდნაძეც, რომლის მისამართითაც ეშმაკობა და ცბიერება ღიად საქებარ სიტყვებს წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, როგორც უკვე ვახსენე, ამ სიტყვებს ეკარგებათ ფასი, მაგრამ მათი უარყოფითი დატვირთვა ბოლომდე არ ქრება და სწორედ ეს იწვევს ქართული საზოგადოების კოგნიტურ დისონანსს.

კოგნიციები (რწმენები, ცოდნა, იდეები) დისონანსური ანუ წინააღმდეგობრივი ხდება, ვიცით რომ ტყუილი ცუდი და ამორალურია, მაგრამ გვგონია, რომ ის წარმატებას მოგვიტანს აქედან გამომდინარე გვინდა ვიყოთ მატყუარები, მაგრამ ამ შემთხვევაში კოგნიციები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის და ეს ყველაფერი ლეონ ფესტინგერის ფსიქოლოგიური თეორიის თანახმად იწვევს ადამიანების დათრგუნვას. სამწუხაროდ, ჩვენში ეს ყველაფერი ცხოვრების წესად იქცა და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმ საყოველთაო დეპრესიული მდგომარეობისა, რომელიც საქართველოშია გამეფებული.

მონობა გაგრძლდება იქამდე, სანამ ჩვენში ცოცხალი იქნება მონური თვისებები, ეს ცხადად უნდა გავაცნობიეროდ, თუ ამ თვისებების დამარცხება გვინდა. ამაში საშიში არაფერია, უბრალოდ ასეთი მენტალიტეტის დამარცხებას სჭირდება მუხლჩაუხრელი, ყოველდღიური შრომა საკუთარ თავსა და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაზე. განათლება, სწორედ ის არის საუკეთესო გამოსავალი დეკოლონიზაციის პროცესის სწრაფი დასრულებისათვის. მონობაში დაბადებული და მცხოვრები კაცისთვის ფარისევლობა, უწესობა, ცბიერება და უსინდისობა წარმოადგენს სიბრძნეს და წარმატებისენ მიმავალ ერთადერთ გზას და ამგვარ საზოგადოებაშიც სწორედ ამ თვისებების მქონე ადამიანები ითვლებიან მისაბაძებად. ეს კი თავისუფალი საზოგადოების შესაქმნელად არავითარ შემთხვევაში არ გამოდგება. პოლიტიკაც, დიპლომატიაც, ყოველგვარი ბიზნესიცა და საბანკო საქმეც იქამდე იქნება ვითომდა „უსინდისო სფერო“, სანამ ამით უსინდისო ადამიანები არიან დაკავებული. როგორც ჰენრი დევიდ თორო იტყოდა, სინდისიანი ადამიანებს კორპორაცია, ვერ იქნება უსინდისო კორპორაცია.

http://iveria.biz/1576--.html
დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Аватара пользователя

Автор темы
irakly

Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Админ
Сообщения: 91209
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
Благодарил (а): 15679 раз
Поблагодарили: 25070 раз
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: გვეშველება რამე?

Сообщение irakly »

დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Ответить