გვეშველება რამე?
-
- Админ
- Сообщения: 91222
- Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
- Награды: 5
- Откуда: Tbilisi
- Благодарил (а): 15684 раза
- Поблагодарили: 25085 раз
- Пол:
- Контактная информация:
გვეშველება რამე?
რას იტყვით?
დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Putistan delenda est
-
- Админ
- Сообщения: 91222
- Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
- Награды: 5
- Откуда: Tbilisi
- Благодарил (а): 15684 раза
- Поблагодарили: 25085 раз
- Пол:
- Контактная информация:
Re: გვეშველება რამე?
ერთი თვე გავიდა. გვეშველება რამე?
დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Putistan delenda est
-
- Сообщения: 1846
- Зарегистрирован: 04 мар 2010, 16:26
- Награды: 3
- Благодарил (а): 42 раза
- Поблагодарили: 44 раза
- Пол:
Re: გვეშველება რამე?
robizon,
რა ახალგაზრდა ლამაზმანები ...
რა ახალგაზრდა ლამაზმანები ...
მე ვფიქრობ, რომ ძალიან გემრიელი, მაგრამ სამწუხაროდ არ სვამენ.robizon писал(а):ნატახტარი ლიმონათი არ გინდააა...?!!! l:
Смелость не всегда кричит. Иногда это тихий голос, который говорит в конце дня "Я попробую еще раз завтра".
-
- Сообщения: 3
- Зарегистрирован: 13 сен 2010, 09:35
Re: Россия встает с колен
შეუძლებელია, ფოტოზე აღბეჭდილი ხუთეულიდან "საქმიან" გარემოში რომელიმეს შეხვდე, გულმა გაგიძლოს დ
როგორც ჩანს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელწოდებისთვის სიტყვა "მდგრადი" ტყუილად არ მიუბამთ. ეკონომიკის რა მოგახსენოთ, აი, მდგრადობას კი უზრუნველყოფენ "მიშას ანგელოზები", თან მთელი საქართველოს მასშტაბით...
მიხეილ სააკაშვილს კარგი გემოვნება აქვს (საკადრო საკითხებს ვგულისხმობ და არა იმას, რაც თქვენ გგონიათ). შეუძლებელია, ფოტოზე აღბეჭდილი ხუთეულიდან "საქმიან" გარემოში რომელიმეს შეხვდე, გულმა გაგიძლოს და... მინისტრად არ დანიშნო.
ჩვენ არ ვიცით, იცნობს თუ არა მიშა ვერონიკასა და მისი დაიკოს, ნინას გარდა სხვა "ანგელოზებს". თუ იცნობს, დარწმუნებული იყავით, რომ სექტემბერში მთავრობაში მორიგი ცვლილება იქნება. მაგალითად, ვერონიკასა და ნინას შორის რომ დგას, ძალიან ჰგავს საქართველოს მომავალ თავდაცვის მინისტრს.
ვერონიკას საცეკვაოდ ნამდვილად აქვს საქმე. მოსახლეობა ეჭვობდა, იცოდა თუ არა ვერამ ქართულად კითხვა. მისი ბრიფინგებისას დავრწმუნდით, რომ შორიდან ტექსტს საკმაოდ კარგად კითხულობს. მათ შორის იმასაც:
"გამარჯობა, მე ვერა ქობალია ვარ". ახლა გავიგეთ, რომ ქობალიამ ცეკვაც იცის... საცეკვაოდ საქმე ვერას დას, ნინასაც აქვს. ბოლო მომენტში კი ჩაიშალა მისი დანიშვნა აჭარის ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელად, მაგრამ, მიშას საკადრო პოლიტიკის დინამიკის გათვალისწინებით, მსგავს "პროფესიონალებს" არ დაკარგავს ქართული მთავრობა. ვერონიკამ "მდგრადობის სამინისტროს" ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტზე კონკურსი გამოაცხადა. საინტერესოა, განაცხადში უნდა იყოს თუ არა მითითებული: "კარგად ვცეკვავ მაღალყელიანი ჩექმით"?
ყველაფრის სასაცილოდ აგდება, მართლაც, არ შეიძლება. მიხეილ სააკაშვილმა მინისტრ ვერა ქობალიას დაავალა, რომ ნებისმიერ ინვესტორს "თან გადაჰყვეს". ვთქვათ, ჩამოვიდა უცხოელი ინვესტორი, "ქობალია და კომპანია" რომ არ "გადაჰყვნენ", გაგვექცევა ბიზნესმენი და დავრჩებით ეკონომიკური განვითარების გარეშე.
დიდი მადლობა მიხეილ სააკაშვილს ბრძნული საკადრო გადაწყვეტილებისთვის. უკვე გასაგებია, ამდენ ხანს რატომ არ ეშველა ქართულ ეკონომიკას. ისე, წარმოიდგინეთ, კახა ბენდუქიძეს მსგავსი პოზები რომ დაეჭირა, პოტენციურ ინვესტორს მინიმუმ, ინსულტი დაარტყამდა... ზურაბ პოლოლიკაშვილისთვის კი, მაგიდაზე ცეკვა უკვე გვიანია...
და თუ... ერთ მშვენიერ დღეს მიშას დაუფრთხეს ანგელოზები და მას მემუარების წერისთვის დრო გამოუთავისუფლდა, შეუძლია დაწეროს: "გადამწყვეტი ბრძოლა-2 - ლოთი ქობალიადან ვერა ქობალიამდე".
http://georgemaladze.livejournal.com/

კახა ბენდუქიძე
ოკუპაციის 200 წელი
საქართველოს სკოლებში – ალბათ მომავალი წლიდან – მასწავლებლები შეძლებენ გამოიყენონ დამხმარე სახელმძღვანელო „ოკუპაციის 200 წელი”.
პირველად როცა გავიგე ამ ჯერ არარსებული წიგნის შესახებ, ძალიან შემეშინდა, რომ გამოვიდოდა პრიმიტიული აგიტპროპი, თავისი შეთქმულების თეორიებით და ქართველობის გაბუქებით.
მერე მივხვდი – შეიძლება ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი იყოს. და არა მარტო მოწაფეებისათვის.
რატომ?
თუ თქვენ თვლით, ვერაგმა რუსეთმა უდრეკი ქართველი ხალხი მიიერთა, მაგრამ ვერ დაიმონა, და 200 წელი ჩვენ ყველა გმირულად ვიბრძოდით თავისუფლებისათვის, და სრულად შევინარჩუნეთ ჩვენი კულტურა, ენა, სარწმუნოება, მთლიანობა, მაშინ ზღაპრების მომყოლი გჭირდებათ, და წიგნი არც დაიწეროს, უკეთესია.
თუ გინდათ გაიგოთ, როგორ გავფარჩაკდით, დავკარგეთ ბევრი რამ, შევიძინეთ რაღაც, უფრო სიმახინჯე, ვიდრე სილამაზე, მაინც გადავრჩით, და ახლა ხელახლა უნდა საკუთარი თავი შევქმნათ, და აგერ ლექსიც ამაზე:
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და
მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი,
მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და
ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი,
გულხმიერი;
მცირე, დიდი –
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ
ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?
მაშინ სულ სხვანაირი წიგნი გჭირდებათ.
როგორი წიგნი მინდა მე? მე მინდა, რომ ამ წიგნმა:
• დაგვანახოს საქართველო და რუსეთი მსოფლიო ისტორიის ორასწლიან კონტექსტში
• მოჰყვეს ქართულ კოლაბორაციონიზმზე
• გვაჩვენოს ჩვენში ისეთი საბჭოთა ფენომენების წარმოშობა, როგორიცაა ინტელიგენცია, ორმაგი მორალი და ვითომ თანაბარი, მაგრამ ღრმად სტრატიფიცირებული საზოგადოება: ვერა-ვაკე vs სოფლელები
• ახსნას, რატომ იყვნენ სტალინი და ბერია საბჭოთა არაკაცები, და არა საამაყო ქართველები
• განიხილოს, როგორ გავხდით კანონიერი ქურდების ქვეყანა და რა იყო ქართული საბჭოთა მილიცია
• გააანალიზოს, როგორ იხრწნებოდა საქართველოს ეკონომიკა და როგორ იყო კორუფცია მოსკოვში ამის ნაწილი
• დაგვაფიქროს, რატომ უნდოდათ მეოცე საუკუნის დასაწყისში გელათელ ბერებს და აკაკი წერეთელს ქართველების კათოლიკობაში გადასვლა
• მოჰყვეს, თუ როგორ დაბეჩავდა ქართული სოფელი
• გაგვახსენოს, როგორ გაჩნდნენ ქართველი თერგდალეული ლიბერალები
• გვასწავლოს, ვინ იყო დიმიტრი ყიფიანი
• გვკითხოს, თუ რა ტრადიციაა მართლაც ქართული, და რა არის საბჭოთა წარმონაქმნი
• აღადგინოს 1832 წლის ამბები
• აღწეროს, რატომა გვაქვს ასეთი საზღვრები
• აღადგინოს ზუსტად ომი რუსეთთან 08.08.08
• კითხვა დაგვისვას ასეთი: რა იცოდა რუსეთმა/ბოლშევიკების პარტიამ, ჩვენ რომ კისერი მოგვიგრიხა?
• და სხვა მრავალი რამ
თქვენი არ ვიცი და მე არ მაწყენდა ასეთი წიგნის წაკითხვა.
http://tabula.ge/article-2012.html

- Сообщения: 4121
- Зарегистрирован: 21 май 2010, 05:30
- Награды: 3
- Благодарил (а): 302 раза
- Поблагодарили: 374 раза
Re: გვეშველება რამე?
18-10-2010 აქციები აღარ უნდა იყოს პერმანენტული. გამოვალთ და დავამთავრებთ
"ეს იქნება ბოლო ბრძოლა. ან გამარჯვებული გამოვალ, ან არ გამოვალ", - განაცხადა "ქართული პარტიის" პრეზენტაციაზე ლევან გაჩეჩილაძემ, რომელმაც ბოლოდროინდელი პასიურობის მიზეზიც გაგვიმხილა და ახალი პარტიის ამოცანებზეც გვესაუბრა
http://www.kvirispalitra.ge/politic/528 ... nebaq.html
[youtube][/youtube]
ამ კაცს მინმემ აუხსნას სიტყვა "ბოლო"ს მნიშვნელობა რა

uta, Luka, время платить по счетам!
-
- Сообщения: 4121
- Зарегистрирован: 21 май 2010, 05:30
- Награды: 3
- Благодарил (а): 302 раза
- Поблагодарили: 374 раза
Re: გვეშველება რამე?
Lingua francairakly писал(а):კახა ბენდუქიძე
18 ოქტომბერი 2010
გავაგრძელოთ აღზრდა-განათლებაზე საუბარი.
გასაოცარია რეაქცია პირველი კლასიდან ინგლისურის სავალდებულო შესწავლაზე. აქ კრიტიკის დიაპაზონი ფართოა – ერთი მხრივ – არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა და მეორე მხრივ – ეროვნულობის დაკარგვა, ქართველების გადაჯიშება, და ა.შ.
საბედნიეროდ, უცხო ენა რომ საჭიროა, ამას უმრავლესობა ეთანხმება. მაგრამ რატომ ინგლისური? (ქართველების გადაჯიშებაზე მერე ვიკამათოთ)
ჩინურს სწავლობ ჩინელებთან ურთიერთობისათვის, კორეულს – კორეელებთან, ნორვეგიულს – ნორვეგიელებთან. ყოველთვის ასეა?
არა. თურქულს თუ ისწავლი, აზერბაიჯანშიც გამოგადგება, შუა აზიაშიც, რუსეთის ზოგიერთ რეგიონშიც; პორტუგალიური – ზოგიერთ აფრიკულ ქვეყანასა და ბრაზილიაში, ესპანური – ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში.
ასეთ ენებს – რომელთა გამოყენება მათ სამშობლოს სცილდება – ლინგვა ფრანკა ეწოდება.
ინგლისურსაც მხოლოდ ინგლისელებთან მუსაიფისთვის არ სწავლობენ. 300 მილიონი ინგლისელისა და ამერიკელის გარდა, ინგლისურად შეგიძლია ელაპარაკო 125 მილიონ ინდოელს, 80 მილიონ ნიგერიელს, 48 მილიონ ფილიპინელს, 22 მილიონ კანადელს და ა.შ. 53 ქვეყანაში ინგლისურს ოფიციალური სტატუსი აქვს (სხვათა შორის, დიდ ბრიტანეთში, ამერიკასა და ავსტრალიაში ინგლისურს ოფიციალური სტატუსი არ გააჩნია).
გარდა ამისა, ინგლისურად ლაპარაკობენ ყველგან, სადაც ტურისტს ფეხი დაედგმება – გინდა ევროპაში, გინდა ჩინეთში, გინდა ეგვიპტეში და გინდა .... აქ მინდოდა დამეწერა – ბათუმში, ჯერჯერობით თავს შევიკავებ ☺.
ახლა უკვე მესმის ხმები – აი, ხომ ვიძახდით, რომ ქართველები მოსამსახურეებად უნდა გადააქციონ, მაგენი მეისპენო.
ამიტომ ავმაღლდეთ, ზემო სფეროებში ავიდეთ, ტურიზმს გავერიდოთ და მეცნიერებას შევხედოთ – მსოფლიოს ათი ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო ჟურნალი ინგლისურ ენაზე გამოდის. ნებისმიერ დარგში წამყვანი ათეული ჟურნალიდან ან ათივე ინგლისურენოვანია, ან ძალიან იშვიათად ერთი შეიძლება იყოს ორენოვანი. მე დიდი ხნის ძებნის შედეგად ოთხი ასეთი შემთხვევა ვიპოვე. ის, რომ ინგლისური დღევანდელი მეცნიერების ენაა, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ჩაგვახედოს თავის ტვინში.
კიდევ? ბიზნესს შევხედოთ. მახსოვს ჩემი გაოცება, როდესაც ერთ-ერთ დიდ ავსტრიულ კომპანიაში ვიზიტისას აღმოვაჩინე, რომ შიდა დოკუმენტაცია ინგლისურად აქვთ! დიდ საერთაშორისო კომპანიას სხვა გზა არა აქვს, ფაქტობრივად იძულებულია ინგლისურად იარსებოს.
სხვადასხვა დროს ან სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა ლინგვა ფრანკა იყო. მაგალითად, მეცნიერებაში ლათინური – ნიუტონმა თავისი „ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური პრინციპები” გამოაქვეყნა ლათინურად 1687 წელს. ინგლისური თარგმანი მხოლოდ 42 წლის შემდეგ გამოვიდა, მისი სიკვდილის შემდეგ.
ხმელთაშუა ზღვისპირეთში და დასავლეთ აზიაში არაბული იყო ლინგვა ფრანკა – და დღემდე ამის კვალად შემორჩა არაბული სიტყვები ევროპულ ენებში (ქართულშიც, ცხადია) – ადმირალით და ალგორითმით დაწყებული, aubergine = ناجنذاب (al-bādhinjān) = ბადრიჯანით დამთავრებული.
მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის ფრანგულის და გერმანულის ლინგვა ფრანკობისათვის ბრძოლა ინგლისურის გამარჯვებით დამთავრდა. ინგლისური გახდა მსოფლიოს მეცნიერების, ვაჭრობის, ფინანსების და დიპლომატიის ენა.
ამიტომ ნუ მკითხავთ: რომელი ქვეყნის უცხო ენა შევისწავლოთ?
მკითხეთ – რომელი ლინგვა ფრანკა შევისწავლოთ?
მე გეტყვით – გლობალური და თანამედროვე.
რომელია ეს ენა?
მხოლოდ ინგლისური!
http://www.tabula.ge/article-2241.html
uta, Luka, время платить по счетам!
-
- Сообщения: 1320
- Зарегистрирован: 18 авг 2010, 19:52
- Благодарил (а): 191 раз
- Поблагодарили: 120 раз
Re: გვეშველება რამე?
Gmerti gvisvelis ra tkma unda mcholod mashin, chvens tavebs da chelebs tu mivashvelebt....mgera auzileblad gveshveleba.