Священнослужители и спецслужбы

Христианство, иудаизм, ислам и другие религии мира
  • Реклама

Аватара пользователя

Автор темы
Nessi
Сообщения: 309
Зарегистрирован: 18 сен 2009, 21:03
Откуда: Barcelona
Поблагодарили: 6
Пол:
Spain

Re: Священнослужители и спецслужбы

Сообщение Nessi » 07 окт 2009, 17:57

Изображение

Протолейтенант или архимайор?
Изображение
ძალა ერთობაშია!

Ссылка:
Скрыть ссылки на пост
Показать ссылки на пост

Реклама
Аватара пользователя

Автор темы
Nessi
Сообщения: 309
Зарегистрирован: 18 сен 2009, 21:03
Откуда: Barcelona
Поблагодарили: 6
Пол:
Spain

Re: Священнослужители и спецслужбы

Сообщение Nessi » 13 окт 2009, 22:04

Тему пора переименовывать.

Криминальный авторитет Кум и "Пахан Дроздов"
Изображение
Изображение
ძალა ერთობაშია!

Ссылка:
Скрыть ссылки на пост
Показать ссылки на пост

Аватара пользователя

Jordano
Сообщения: 1870
Зарегистрирован: 18 сен 2009, 03:17
Награды: 3
:
Джентльмен Благодетель
Активист
Благодарил (а): 68
Поблагодарили: 88
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: Священнослужители и спецслужбы

Сообщение Jordano » 02 ноя 2009, 22:10

http://forum.ge/?f=29&showtopic=34033045&st=0

тема открытая Daxure на форум.ге
очень занятно.

Ссылка:
Скрыть ссылки на пост
Показать ссылки на пост

Аватара пользователя

irakly
Админ
Сообщения: 77564
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 9895
Поблагодарили: 16433
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: Священнослужители и спецслужбы

Сообщение irakly » 02 ноя 2009, 22:30

Jordano писал(а):http://forum.ge/?f=29&showtopic=34033045&st=0

тема открытая Daxure на форум.ге
очень занятно.


Хотел про это написать тоже. Сейчас вокруг всего этого в Грузии скандал разгорается. Я нашел материал и начал переводить его на русский. Не успел завершить. Но я думаю смысл происходящего понятен.
Интервью с Басилом Кобахидзе и его заявление от 2006 года.
Внизу по-грузински интервью и заявление.
А вот перевод заявления, которое я успел пока сделать.

Обращение

Ваше святейшество,
Вот уже несколько лет Священный Синод Грузинской Церкви осуждает мои действия и наказывает меня так, что я ни разу не был приглашен на заседание Синода и мне не было предоставлено возможности ответить на предьявляемые мне обвинения.
Состоявшееся 21 декабря 2006 года заседание Синода вновь не изменило своим традициям и осудив меня, обьявило врагом церкви. Как было указано в тексте постановления, это осуждение было сделано на основании письма Патриарха Московского и Всея Руси Алексия Второго, в котором он выражает свое возмущение по поводу моего поведения.
А возмущение московской патриарахии я вызвал тем, что в знак протеста против развязанных в Российской Федерации притеснений грузин по этническому принципу, вернул Святейшему Алексию лично им врученный мне церковный орден.
Священный Синод грузинской Церкви меня за это наказал, а Московская Патриархия заявляет, что: «Поведение деканоза Басила Кобахидзе не сможет помешать многовековым отношениям наших церквей!»
К сожалению постановление Синода позорно не только этим. Грузинские епископы выражают благодарность Московскому Патриарху Алексию Второму за заботу об иерадиаконе Давиде Сарсания, которого Вы, Ваше Святейшество благословили по указанию России, и которого Россия готовит как епископа-сепаратиста для Абхазии.
Этим же постановлением были избраны два новых епископа: деканоз Григол Абуладзе, который в прошлом был осужден за изнасилование несовершеннолетней, и архимандрит Ефрем Гамкрелидзе, который известный мучитель и который участвовал в церковном расколе в 1997 году. Все это и многое другое скрыто от общества.
Общество не знает, что деканоз Григол Абуладзе - человек вашего племянника, Архиепископа Дмитрия Шиолашвили, а архимандрит Ефрем Гамкрелидзе – человек Митрополита Иова Акиашвили. Оба активно готовятся в Патриархи и поэтому стараются проводить своих сторонников в епископы.
21 декабря Синод так же своим постановлением восстановил в священники известного афериста Нодара Катамадзе. Это был такой священник, который с автоматом в руках воевал в гражданской войне. Нодар Катамадзе и его отец Архиепископ Амбросий Катамадзе были лишены Синодом духовного сана (Амбросий Катамадзе даже монашества, после чего они оба находились в России в составе различных схизматических группировок.
Какой-то период Нодар Катамадзе обьявлял себя Епископом Петербургским и Финским.
Согласно церковному праву, восстановление лишенного сана священника возможно только в одном случае – если будут лишены сана сами те священнослужители, которые принимали решение лишать сана это духовное лицо.
Катамадзе «восстановили», но разве глава и члены Синода должны оставаться на своих местах?
Церковное право запрещает благословлять как духовное лицо своих детей или близких родственников. Так что пребывание в священниказ Нодара Катамадзе было незаконным, так как его благословил его же собственный отец – Архиепископ Амбросий Катамадзе.
Так же как незаконно пребывание в духовных лицах вашего племянника Архиепископа Дмитрия Шиолашвили и деканоза Теймураза Шиолашвили, так как обоих благословили вы, и сейчас используете все возможности, что бы Патриарший трон достался Архиепископу Дмитрию. Что бы ваш клан не потерял такого жирного куска, которым вы считаете Грузинскую Церковь.
Еще многое можно было бы сказать про постановление 21 декабря. К сожалению это постановление один пример из многих, который доказывает, что грузинские епископы не только малообразованы и бессовестны, но прямо служат российским интересам, а грузинских верующих считают простым стадом.
Ваше Святейшество в Церкви вся власть принадлежит вам. Общество воспринимает каждое ваше слово и каждый ваш шаг как божественные. Люди вас считают чуть ли не за Бога, поэтому вы меня безжалостно преследуете, притесняете.





ქართულ მედიას ურჩევნია ინტერვიუ ეშმაკისგან აიღოს ოღონდ არა ჩემგან

Image

ბასილ კობახიძემ ინტერვიუს ჩაწერისას არაერთხელ შეწყვიტა საუბარი და მითხრა რომ ამ ინტერვიუს არ გამოვაქვეყნებდით, რადგან მასთან მიდიან ჟურნალისტები, მაგრამ შემდეგ ჩაწერილი ინტერვიუ არასდროს იბეჭდება. ის საკმაოდ კრიტიკულია საპატიარქოს და სხვა სამღვდელოების მიმართ. მისი სტატიები ქვეყნდება, მხოლოდ თავისუფალ სივრცეში _ ინტერნეტში, სადაც უკმაყოფილებას ახაგაზრდებიც გამოხატავენ. ბასილ კობახიძე სასულიერო პირი გახლდათ, მან სასულიერო პირობაზე უარი თქვა. ამჟამად თეორიული რელიგიათმცოდნეობითაა დაკავებული. საეკლესიო პრობლემებზე აწყობს საჯარო ლექცია-განხილვებს.

_ ბატონო ბასილ, რატომ წამოხვედით ეკლესიიდან?

_ ეკლესიიდან არ წამოვსულვარ სასულიერო პირი აღარ ვარ, ახლა ერისკაცი ვარ, მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი. ჩავთვალე, რომ ეს უკანასკნელი საშუალება მქონდა დარჩენილი და სამი წლის წინ პროტესტის ნიშნად სასულიერო პირობაზე უარი ვთქვი.

_ ამ პროტესტს რა რეაქცია მოჰყვა საპატრიარქოს და რიგითი მღვდლების მხრიდან?

_ საპატრიარქოს მხრიდან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია, რადგან საპატრიარქოს ასე სჩვევია სხვადასხვა პრობლემებთან მიმართებაში. საპატრიარქოს ადმინისტრაციაში სხვადასხვა თანამდებობები მეჭირა, მათ შორის პრესმდივნის, სასულიერო აკადემიის პრორექტორის, საგარეო საქმეთა დეპარტამენტის თავჯდომარის მოადგილის, კანონიკურ-იურიდიული საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელის და ა.შ. უამრავი საასულიერო პირი იყო ჩემი მეგობარი. ზოგმა თქვა რომ ეს ვაჟკაცური საქციელია, ზოგმა თქვა რომ გიჟი ვარ.

_ თუ შეიძლება დააკონკრეთეთ რატომ გაგიჩნდათ პროტესტი?

_ პრობლემატიკა, რომელსაც ვცდილობ საჯარო სივრცეში გავიტანო, თითქმის კარგადაა ცნობილი ყველა სასულიერო პირისთვის. თუმცა ისინი ამაზე არ საუბრობენ არც საჯაროდ და არც საკუთარ მრევლთან. მაგრამ იმდენად ნათელი და მძაფრი არის ეს კატასტროფული მდგომარეობა, რომ მათ, როგორც ადამიანებს ეს აწუხებთ.

_ კატასტროფულ მდგომარეობაში რა იგულისხმება?

_ ეს არის რელიგიური სიბნელე ანუ ობსკურანტიზმი, ექტრემიზმი, აბსოლიტური განძარცვა ქრისტიანული თეოლოგიისაგან და კულტურისგან, ასევე სიყალბე და ფარისევლობა, რომელიც სასულიერო სემინარიაში მისულ ადამიანს რამდენიმე დღეში იპყრობს და კიდევ ერთი პრობლემა ეს არის პოლიტიკური მიმართულება კათოლიკოს-პარტრიარქის _ პრორუსულობა, ფეოდალიზმი, ეთნონაცილონალიზმი, ანუ აბსოლიტური გაყალბება ქართული პატრიოტიზმის, ქართული კულტურის და ასევე ისტორიის. აგრეთვე კრემლის დავალების ღია შესრულება.

_ კრემლის რა ინტერესებს ასრულებდა საპატრიარქო?

_ ჩემმა ახლაგაზრდობამ საბჭოთა პერიოდში გაიარა, მაშინ იყო ასეთი მოვლენა, რომელსაც ერქვა “სამიზდატ” ანუ ადამიანები ტექსტებს, სადაც საბჭიოთა რეჟიმის კრიტიკა იყო თვითონ ბეჭდავდნენ და ერთმანეთში ავრცელებდნენ. დღეს რაც შეეხება საპატრიარქოს შესახებ ანალიზებს და გნებავთ კრიტიკას, გნებავთ რელიგიათმცოდნეობითს, ან გნებავთ სხვა ანალიზს არანაირ მედია საშუალებებში არანაირი ადგილი არა აქვს. ამიტომ “სამიზდატის” ფორმა გახდა ქართული ინტერნეტი. ჩემს ღია წერილებში, ასევე სხვადასხვა სტატიებში ჩამოთვლილია მართლმადიდებლური ეთნონაციონალიზმის შესახებ ის პრობლემატიკა, რაც ეხება სწორედ კრემლის ინტერესების აღსრულებას და კრემლის ინტერესების მთავარი აღმსრულებელი ჩემი აზრით საქართველოს პატრიარქი ილია მეორეა.

_ თუ ეს საბჭოთა პერიოდში მართლა იყო, დღესაც გძელდება?

_ დღეს ეს გახდა კიდევ უფრო აქტიური ვიდრე მაშინ როცა მე პროტესტის ნიშნად დავტოვე სასულიერო პირობა.

_ ანუ თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ პატრიარქი თუ კრემლის აგენტია მან იცოდა რომ საქართველოში აგვისტოში რუსეთის ჯარი შემოვიდოდა?

_ იცოდა ან აწყობდა ამას ვერ გეტყვით, მაგრამ რაც შეეხება აგვისტოს ომს და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, ის ნაბიჯები რასაც საატრიარქო დგამს, ჩემი აზრით კრემლის ინტერესებშია და ამაზე მეტყველებს ის, რომ საპატრიარქო თავიდან არ დადგა ანტირუსულ პოზიციებზე, მიუხედავად იმისა რომ მოსკოვის რელიგიული სხვა ორგანიზაციები პირდაპირ ანტი ქართულ განცხადებებს აკეთებდნენ. საპატრიარქო ელოდებოდა ვინ გაიმარჯვებდა და თუ კი რუსული ჯარები გაიმარჯვებდნენ, სიამოვნებით აკურთხებდა რუსეთის მიერ დასმულ საქართველოს ხელმძღვანელს. Mმრევლისაგან დამალულად ხდება ოფიციალური დელეგაციების გაგზავნა მოსკოვში, ისინი დაკომპლექტებული არიან ეკლესიურ წრეებში ცნობილი კაკებეშნიკებით, ვგულისხმობ საპატრიარქოს პროტოკოლის სამსახურის უფროსს დეკანოზ გიორგი ხარაზიშვილს, რომელიც არის დავერბოკვებული კაგებეს მიერ 1983 წლის 18 იანვარს და მისი აგენტურული მეტსახელია “დანიელი”.

_ რას აკეთებენ ეს დელეგაციები მოსკოვში?

_ ისინი ხვდებიან უმაღლესი რანგის სასულიერო და საერო პირებს. აქედან სხვადასხვა ექსპერტებიც მიდიან, რომელთაც წარმოდგენა არ აქვთ რელიგიურ-პოლიტიკურ საქმიანობაზე და პრობლემატიკაზე, მე მხედველობაში მყავს ზურაბ აბაშიძე. იქ ხვდებიან სასულიერო პირებს, რომლებიც მოსკოვის საპატრიარქოში ცნობილია რომ კრემლის ფუნქციონერები არიან უბრალოდ ანაფორას ატარებენ, ასეთია თვითონ პატრიარქი კირილე გუნდიაევი ასევე საქართველოს ეკლესიასთან ურთიერთობის კურატორი დეკანოზი ნიკოლაი ბალაშოვი. ამ ხალხს ყოფნის უტიფრობა და ხვდებიან მაგალითად ლავროვის მოადგილეს კარასინს, კრემლის ფონდის “მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის” თავმჯდომარეს და ცნობილი კაკებეშნიკს პროფესორ ალქსეევს, მარკ შვიდკოის _ ყოფილი კულტურის მინისტრს და ახლა პუტინის პირად წარმომადგენელს ვიაჩესლავ კოვალენკოს – რუსეთის ყოფილ ელჩს საქართველოში.

_ თქვენ ბრძანეთ რომ ეს ინფორამაცია საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არაა ცნობილი, თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაციები?

_ ინტერნეტიდან. ქართული მედია ამას მალავს, მაგრამ რუსები ამბობენ.

_ მაგრამ ხომ შეიძლება რუსები შეგნებულად ავრცელედნენ ამ ინფორმაციას?

_ ფოტოებია გამოქვეყნებული და არა მგონია ფოტომონტაჟი იყოს. კარასინთან სამი შეხვედრა იყო და ერთი აღიარეს მარტო. ქართველი მრევლი არაა ნახირი, რომ მისმა ვითომ მწყემსებმა რაც უნდათ ის გააკეთონ მისი სახელით. ამ დელეგაციების ხელმძღვანელს, საპატრიარქოს საგარეო საქმეთა დეპატამენტის უფროსს მიტროპოლიტ გერასიმე შარაშენიძეს არა აქვს არანაირი თეოლოგიური განათლება. ის ეპისკოპოსი რამდენიმე თვეში გახდა და მანამდე იყო მცირე ბიზმესმენი მოსკოვში. ვფიქრობ ჩვენი ეკლესია რელიგიური ფაშიზმის ქადაგებას ეწევა, მაგრამ პატრიარქი თითქმის ღმერთად, სასულიეო პირები კი პატარა ღმერთებად არიან აღქმული და რა სისულელესაც არ იტყვიან ყველაფერი უნდა მიიღოს ხალხმა. ხელისუფლებამ და ქართულმა მედიამ ისეთი სახე შექმნეს მისგან, რომ გინდ ღმერთს ულაპარაკია და გინდ მას. ეს ქრისტიანული ცხოვრებისთვის კატასტროფული მოვლენაა.

_ რაში აწყობს პატრიარქს კრემლის ინტერესებს შესრულება?

_ ვფიქრობ ის სტუდენტობიდან არის კრემლის ადამიანი. მითითებებს ნიჭიერად ასრულებდა. კრემლი ყოველთვის ეფექტურად იყენებდა და იყენებს რელიგიურ მართლმადიდებლურ ფაქტორს თავის ინტერესებისთვის, ამის მაგალითებია საქართვლოში, უკარაინაში, მოლდავეთში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ვფიქრობ ჩვენი სასულიერო პირების უმრავლესობას ქრისტიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მათი ქადაგება არაა მართლმადიდებელი ქრისტიანობა. არანაირი თეოლოგიური განათლება არ აქვთ. ჩვენთან მღვდლად გახდომა შეიძლება ეპისკოპოსთან ან რომელიმე გავლენიან სასულიერო პირთან ნაცნობობით. მაგალითად მღვდლად კურთხევის საქმის “ჩაწყობაზე” მიმართავენ პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს, დეკანოზ ტარიელ სიკინჭილაშვილს. პრორუსულობის გარდა მიმდინარეობს დასავლეთის და დემოკრატიის დემონიზაცია, ევროპა სატანურია. ადამიანის ცხოვრება, ქალის და მამაკაცის ურთიერთობა, ოჯახური ცხოვრება, დამოკიდებულება ლოცვასთან, მარხვასთან, მონასტერთან _ ეს ყველაფერი არის გაუკუღმართებული. უნათლავად გარდაცვლილი ჩვილები, 2000 წლის 14 დეკემბრის დადგენილებით პირდაპირ ჯოჯოხეთში მიდიან, ეს პათოლოგიაა. სინოდის აღნიშნული დადგენილება ნიშნავს რომ ყოველი მართლმადიდებელი ქართველი, ან სხვა ეროვნების ვალდებულია რომ ეს სწამდეს.

_ თქვენ თუ გყავთ მოძღვარი და ცხოვრობთ ეკლესიური ცხოვრებით?

_ სად ვიყავი 1917 წლის რევოლუციამდე? მყავს თუ არა ნათესავები საზღვარგარეთ? რამდენი წვეთია ჩემში სისხლი არაქართული?... მე ყოველთვის მყავდა და მყავს მოძღვარი. ვინაობა რომ ვთქვა, მის მიმართ საპატრიარქოს მიერ რეპრესიები იქნება განხორციელებული. მოძღვარსა და მრევლს შორის თანამედროვე დამოკიდებულებას ვუარყოფ, ეს არაა ქრისტიანული დამოკიდებულება, მოძღვარი სულიერად აუპატიურებს თავის მრევლს, რომელიც ნაბიჯს ვერ გადადგამს მოძღვრის ლოცვა-კურთხევის გარეშე. ეს არის მონასტრული ცხოვრების ერში გაუკუღმართებული გადმოტანა. ჩემი მოძღვარი არის ადამიანი, რომლის თანდასწრებიათაც ღმერთს აღასარებას ვეუბნები.

_ როგორც ვიცი თქვენ დადიხართ სხვა აღმსარებლობის სალოცავ ადგილებში.

_ თუ მიმწვევენ მივდივარ, მაგრამ სალოცავად არ დავდივარ. მე ვიღებ მონაწილეობას საყოველთაო ლოცვებში, რომელსაც ეკუმენური ლოცვები ეწოდება. ეკუმენურ მოძრაობაში ვიღებ მონაწილეობას როგორც საქრთველოში ისე საზღვარგარეთ. ეს არის სხვადასხვა ეკლესიის წევრი ქრისტიანების ერთობლივი ლოცვა. საქართველო ეკლესია 1961 წლიდან 1997-წლამდე ეკუმენური მოძრაობის ოფიციალური წევრი იყო. ამ მოძრაობის ხელმძღვანელი ორგანიზაციის ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი იყო კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. შემდეგ კრემლისაგან მიღებული ინსტრუქციის თანახმად ჩვენმა ეკლესიამ ეს მოძრაობა დატოვა. დატოვა ყველაზე მსხვილი ქრისტიანული ორგანიზაციები მსოფლიო დონეზე. რამაც ჩვენი ეკლესიის წიაღში გააძლიერა შეუწყნარებელი დამოკიდებულება სხვა ქრისტიანებისადმი. ზაფხულში ვიყავი ევროპის ეკლესიათა კონფერენციის გენერალურ ასამბლეაზე ლიონში, სადაც წარმოვთქვი სიტყვა, აგვისტოს ომსაც შევეხე, მე ვიყავი მოხალისედ, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ასეულში. საფრანგეთის ტელევიზიამ ინტერესი გამოხატა, ქართული მედიისგან განსხვავებით, სადაც ჩემი სახელი მიუღებელია. ქართულ მედიას ურჩევნია ინტერვიუ ეშმაკისგან აიღოს ოღონდ არა ჩემგან.

_ თუ ქართულ ეკლესიაში არსებობს პრობლემები და ეს სხვა სასულიერო პირებმაც იციან, მათაც რატომ არ გამოხატეს პროტესტი?

_ რამდენიმემ გამოხატა, მერე შეაშინეს. ეკლესიიდან გაგდებით დაემუქრნენ. ამ შემთხევაში მის ოჯახს შიმშილით სიკვდილი ემუქრება. ჩვენ სასულიერო პირების დიდ ნაწილს აინტერესებს მხოლოდ სოციალური მდგომარეობა და მეტი არაფერი. დღეს მღვდლობა კარგი პროფესიაა, შემოსავლიანი. ხალხიც პატივს სცემს მათ. არავის ესმის რა რიტუალები ტარდება, ადამიანები ხედავენ რომ ბრჭყვიალა სამოსი აცვიათ. ააშენეს დიდი პირამიდა _ სამების ტაძარი, ეს არის ქრისტიანობის, სახარების და ქრისტეს პროფანაცია. იმ მიზნით და განწყობითაა აშენებული, რა განწყობითაც ძველი ეგვიპტელები პირამიდას აშენებდნენ.

_ რა დამოკიდებულება აქვს თქვენს მიმართ საზოგადოებას და თუნდაც იმ ეკლესიის მრევლს, სადაც დადიხართ?

_ სხვადასხვა დამოკიდებულებაა, ძირითადად უარყოფითი. როცა ანაფორით დავდიოდი ქუჩაში მაინც შევურაცყოფას მაყენებდნენ. მათ არ ერიდებოდათ ანაფორის, მთავარია პატრიარქმა და საპატრიარქომ გამოაცხადა რომ მე მათი მტერი ვარ. ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობები იყო. მაგრამ დღეს ასე არ ხდება.

_ თუ რუსეთის საპატრიარქო საქართველოს წინააღმდეგია, მაშინ რატომ არ აღიარა და შეიერთა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ეკლესიები?

_ ეს არის უტიფარი სიცრუე და საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. საპატრიარქოს საზოგადოება ნახირი ჰგონია და უნდა რომ მან ყველაფერი გადაყლაპოს.

თეა გულედანი

უნდა დაბეჭდილიყო ჟურნალ “გუმბათში”, მაგრამ არ დაბეჭდეს.

http://forum.ge/?f=29&showtopic=34030470&st=0


Изображение

მ ი მ ა რ თ ვ ა

თქვენო უწმინდესობავ,

რამდენიმე წელია საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი თავისი ყოველი დადგენილებით მსჯის და გმობს ჩემს ქმედებებს ისე, რომ ერთხელაც კი არ ვყოფილვარ გამოძახებული სინოდის კრებაზე და არ მომცემია ჩემს მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემის საშუალება.

2006 წლის 21 დეკემბერს შემდგარმა წმინდა სინოდის კრებამაც არ უღალატა აღნიშნულ ტრადიციას და ისევ საქვეყნოდ დამგმო და ეკლესიის მტრად გამომაცხადა. როგორც დადგენილების ტექსტშია ნათქვამი, ეს დაგმობა მოხდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ალექსი II-ს წერილის საფუძველზე, რომელშიც იგი თავის აღშფოთებას გამოხატავს ჩემი საქციელის გამო. მოსკოვის პატრიარქის აღშფოთება კი დავიმსახურე იმით, რომ რუსეთის ფედერაციაში ქართველების მიმართ გაჩაღებული ეთნიკური ნიშნით დევნისადმი პროტესტის ნიშნად, უწმინდეს ალექსის უკან დავუბრუნე პირადად მისგან მიღებული რუსული საეკლესიო ორდენი. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი კი ამისათვის მსჯის, ხოლო მოსკოვის პატრიარქს არწმუნებს: “დეკანოზ ბასილ კობახიძის საქციელი ჩვენს საუკუნო ძმობას ხელს ვერ შეუშლისო! “

სამწუხაროდ წმინდა სინოდის 21 დეკემბრის დადგენილება მხოლოდ ამით არ არის სამარცხვინო: ქართველი ეპისკოპოსები მოწიწებით მადლობას უხდიან მოსკოვის პატრიარქ ალექსის იეროდიაკონ დავით სარსანიაზე ზრუნვისათვის, რომელიც, რუსეთის დავალებით თქვენ აკურთხეთ თქვენო უწმინდესობავ, და რომელსაც რუსეთი აფხაზეთის სეპარატისტ ეპისკოპოსად ამზადებს.

ამავე დადგენილებით გამორჩეულ იქნა ორი ახალი ეპისკოპოსი: დეკანოზი გრიგოლ აბულაძე, რომელიც წარსულში არასრულწლოვანის გაუპატიურებისათვისაა ნასამართლევი და არქიმანდრიტი ეფრემ გამრეკელიძე, რომელიც ცნობილი მწვალებელია და აქტიურად მონაწილეობდა 1997 წლის საეკლესიო განხეთქილებაში. ყველა ეს და ბევრი სხვა გარემოება დაფარულია საზოგადოებისაგან. საზოგადოებამ არ იცის, რომ დეკანოზი გრიგოლ აბულაძე თქვენი ძმისშვილის, მთავარეპისკოპოს დიმიტრი შიოლაშვილის კაცია, ხოლო არქიმანდრიტი ეფრემ გამრეკელიძე - მიტროპოლიტ იობ აქიაშვილისა. ორივენი აქტიურად ემზადებიან პატრიარქობისათვის და ამიტომაც გაჰყავთ ეპისკოპოსებად თავისი მომხრეები.

21 დეკემბრის დადგენილებით წმინდა სინოდმა სამღვდელო ხარისხში აღადგინა ცნობილი ავანტიურისტი ნოდარ ქათამაძე. იგი, იყო რა მღვდელი, ავტომატით ხელში იბრძოდა სამოქალაქო ომის დროს. ნ. ქათამაძე და მამამისი, მთავარეპისკოპოსი ამბროსი ქათამაძე წმინდა სინოდმა განკვეთა სასულიერო ხარისხიდან (ამბროსი ქათამაძე ბერობიდანაც), რის შემდეგაც ორივე იმყოფებოდა რუსეთში, სხვადასხვა სქიზმატურ დაჯგუფებებში. გარკვეული პერიოდი ნოდარ ქათამაძე პეტერბურგისა და ფინეთის ეპისკოპოსად აცხადებდა თავს. საეკლესიო სამართლის მიხედვით, განკვეთილი სასულიერო პირის სამღვდელო ხარისხში აღდგენა შეიძლება მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ განიკვეთებიან ის მღვდელმთავრები, რომელთაც განკვეთეს აღნიშნული სასულიერო პირი. ნოდარ ქათამაძე “აღადგინეთ”, მაგრამ სინოდის თავმჯდომარე და წევრები საკუთარ ადგილებზე რჩებიან? საეკლესიო სამართალი უკრძალავს ეპისკოპოს საკუთარი შვილის ან ახლო ნათესავის სასულიერო პირად კურთხევას. ასე, რომ ნოდარ ქათამაძის მღვდლობა ისედაც უკანონო იყო, რადგან იგი საკუთარმა მამამ, მთავარეპისკოპოსმა ამბროსი ქათამაძემ აკურთხა. ისევე, როგორც უკანონოა თქვენი ძმისშვილების: მთავარეპისკოპოს დიმიტრი შიოლაშვილისა და დეკანოზ თეიმურაზ შიოლაშვილის სასულიერო პირობა, რადგანაც ისინი თქვენ აკურთხეთ და ახლა ყოველ საშუალებას ხმარობთ, რომ საპატრიარქო ტახტი მთავარეპისკოპოს დიმიტრის დარჩეს, რათა თქვენმა კლანმა არ დაკარგოს ისეთი მსუყე ლუკმა, როგორადაც თქვენ მიგაჩნიათ საქართველოს ეკლესია.

კიდევ ბევრის თქმა შეიძლებოდა 21 დეკემბრის დადგენილების თაობაზე. საუბედუროდ, ეს დადგენილება მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართველი ეპისკოპოსები არამარტო უცოდინრები და უსინდისოები არიან, არამედ პირდაპირ ემსახურებიან რუსეთის ინტერესებს, ხოლო საქართველოს ეკლესიის მრევლს უბრალოდ ნახირად თვლიან.

თქვენო უწმინდესობავ, ეკლესიაში მთელი ძალაუფლება თქვენს ხელშია. საზოგადოება თქვენს ყოველ სიტყვასა და ნაბიჯს აღიქვამს, როგორც ღვთაებრივს. ხალხს თქვენ ლამის ღმერთად მიაჩნიხართ, ამიტომაც დაუნდობლად მჩაგრავთ, მდევნით და მავიწროვებთ. თქვენგან დევნილი მღვდელი კი აბა სად იპოვის სამართალს ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში?

2003 წელს საქართველოს ეკლესიამ რუის-ურბნისის ისტორიული კრების 900 წლის იუბილე აღნიშნა. მაშინ, როდესაც თქვენ გაავსეთ ეკლესია რუსეთის აგენტებით, გარყვნილებით, ნარკომანებით, კორუმპირებულებით, მამათმავლებით, ფანატიკოსებითა და კრიმინალებით - წმინდა სინოდის საიუბილეო კრებამ ისევ მე დამსაჯა. 2004 წელს უკანონოდ წამართვით მღვდელმსახურების უფლება, შემდეგ ტელეკომპანია “იმედის” ეთერით ერისა და ეკლესიის დაქირავებულ მტრად გამომაცხადეთ და ჩემი სურათიც აჩვენეთ. აბა წარმოიდგინეთ: დღევანდელ საქართველოში ერის მამა, პატრიარქი ილია II, შთაგონებული სახით, დინჯად ასახელებს ტელეეკრანიდან კონკრეტულ ადამიანს მამულისა და სარწმუნოების მოღალატედ და თან მის სურათს აჩვენებს, რომ კარგად იცნონ და ვინმეში არ შეეშალოთ. განა ამ “მოღალატეს” მყისიერი ჩაქოლვა არ ემუქრება? განა “გულმოწყალებითა და “სულგრძელებით” ცნობილმა ამით სასიკვდილოდ არ გამწირეთ? ტელეეკრანიდან ერთი მღვდელი, მამა თეოდორე ჩიხლაძე ხომ უკვე გაწირეთ სასიკვდილოთ. იგი 1983 წელს დახვრიტეს კომუნისტებმა. განა მისი სისხლი თქვენს სინდისზეც არ არის?

თქვენი ამ განცხადების გამო დღემდე ვიღებ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ქუჩაში, რადგან თქვენი და თქვენი კლანის წევრების მსგავსად ძვირფასი მანქანებით კი არ დავსეირნობ, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობ და ფეხით დავდივარ. აღარაფერს ვამბომ იმაზე, თუ როგორ აისახა თქვენს მიერ ინსპირირებული დევნა ჩემს შვილებზე. ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენი კლანმა არაორაზროვნად დააყენა ჩემი ფიზიკური ლიკვიდაციის საკითხი როგორც წინა, ასევე ახლანდელი ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების წინაშე.

ესეც არ მაკმარეთ. უამრავი დამცირების გარდა კიდევ რას ნიშნავს სასულიერო პირისათვის მღვდელმსახურების უფლების წართმევა? ეს ნიშნავს მისი და მისი ოჯახის შიმშილით სიკვდილისათვის გაწირვას. მე მოვახერხე რამდენიმე საერო სამსახურის მოძებნა, მაგრამ საპატრიარქოს ზეწოლისა და ინტრიგების გამო მათი დატოვებაც მომიხდა.

საქართველოს საპატრიარქო თითქმის ყოველ თვე აკეთებს ჩემს წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებს, რითაც ილახება ჩემი ადამიანური ღირსება და რეპუტაცია. თქვენს საამებლად ეპისკოპოსები და მღვდლები განუკითხავად მლანძღავენ თავის ქადაგებებში მრევლის წინაშე. საერთაშორისო შეხვედრებზე საქართველოს ეკლესიის დელეგაციების წევრები სხვა ეკლესიების პატრიარქებსა და წარმომადგენლებს უცხადებენ, რომ თითქოს მე მართლმადიდებლობის მოღალატე ვარ. ამასვე აკეთებთ თქვენ სხვა ეკლესიების მაღალი რანგის სასულიერო პირებისადმი მიმართულ წერილებში. ჩემი დისკრედიტაციით არიან დაკავებულნი საპატრიარქოს მიერ მართული არასამთავრობო ორგანიზაციები: “ნაციონალური ლობი”, “წმ. დავით აღმაშენებელის სახელობის საზოგადოება” და სხვ. საპატრიარქოსაგან “ჭეშმარიტი პატრიოტის” გვირგვინის მომლოდინე მრავალი პოლიტიკოსი უკანასკნელი სიტყვებით მლანძღავს პრესითა და ტელევიზიით, ზოგიერთმა მათგანმა კი ჩემი ფიზიკური განადგურებისაკენ მოუწოდა საზოგადოებას (ელიზბარ ჯაველიძე, ფიქრია ჩიხრაძე, გუბაზ სანიკიძე). როდესაც ბელარუსის დიქტატორ ლუკაშენკოს უშიშროებამ დემოკრატიის მხარდაჭერისათვის მინსკში დამაპატიმრა, საქართველოს მთავრობამ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჩემი განთავისუფლება მოითხოვეს, საპატრიარქომ კი ხმა არ ამოიღო. პირიქით, როგორც შევიტყვე, თქვენთან დიდი სიხარული სუფევდა, ლამის სამადლობელი პარაკლისებიც გადაიხადეთ, რადგან გეგონათ, რომ, როგორც იქნა თავიდან მომიშორეთ.

ჩნდება მარტივი კითხვა - რა არის ჩემი დანაშაული? საქართველოს ეკლესიაში არსებული კატასტროფული მდგომარეობის საჯარო კრიტიკა? ეს ჩემს ქრისტიანულ მოვალეობად მიმაჩნია.

1977 წელს საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტმა (და არა სულიწმინდამ) საქართველოს პატრიარქად დაგნიშნათ. აქედან მოყოლებული საქართველოს ეკლესია გადააქციეთ რუსეთის “მეხუთე კოლონად”, რომელიც ერთგულად ემსახურება რუსეთის ახლა უკვე მოდერნიზებულ იმპერიას. თქვენ ფსევდოპატრიოტიზმითა და ქართული ტრადიციების ყალბი ერთგულებით ატყუებთ მრევლს (მარტო ძირითადად ყოფილი კომუნისტებით დაკომპლექტებული “ჩოხოსანთა დასი” რად ღირს!). სინამდვილეში კი ამკვიდრებთ რელიგიურ ნაციზმს და ცდილობთ შეაფერხოთ ნებისმიერი პროგრესული პროცესი საქართველოში. თქვენ აბრმავებთ საზოგადოებას ფსევდოსულიერებითა და ბიზანტიური ბრწყინვალებით. ავრცელებთ ანტიქრისტიანულ - ნაცისტურ სწავლებას ზეციური საქართველოს არსებობის შესახებ და ასეთსავე ლოზუნგებს: “საქართველო გაბრწყინდება”, “ქართველნო ერთად ღვთისაკენ”, “ქართველი ერი გენეტიკურად მართლმადიდებელია”(რევოლუციური აღმოჩენა გენეტიკაში - გენი კონფესიურია!) და ა. შ.

იმ დროს როდესაც ქვეყანაში უამრავი ადამიანი უბრალოდ შიმშილით კვდება, როდესაც ქუჩები სავსეა უპატრონო ბავშვებით, როდესაც მრავალი ქალი მატერიალური გაჭირვების გამო იძულებულია საკუთარი სხეულით ივაჭროს (ამ ქალებს ცინიკურად დასცინიან საჯაროდ და ეკლესია კი მათ არ ესარჩლება) - თქვენ ააშენეთ 100 მილიონი დოლარის ღირებულების ტაძარი, რომლის გუმბათსაც ახლა ოქროთი ფარავთ, გააკეთებინეთ მრავალი უძვირფასესი ხატი, ერთი თვის წინ მილიონ დოლარად კიდევ ერთი სახლი შეიძინეთ ისრაელში. თან ყველაფერ ამას ქართველი ერის სულიერ აღორძინებად წარმოაჩენთ. თქვენ არწმუნებთ საზოგადოებას, რომ სწორედ ეს არის ქრისტიანობა, რომ ყოვლადწმინდა სამებას სწორედ ეგვიპტიდან ჩამოტანილი მარმარილოებით მორთული გიგანტური ტაძარი სჭირდება, ხოლო იესო ქრისტეს ბაჯაღლო ოქროს სავარძელი. ეჰ, თქვენო უწმინდესობავ, ძვირფასი სავარძელი საწყალმა იესომ კი არა ბაბილონელთა კერპმა მარდუქმა მოითხოვა. მას აგრეთვე ვეებერთელა პირამიდა აუგეს. ასე, რომ ახლა მხოლოდ მცირე რამ დაგრჩათ - ამცნოთ ჩვენს “გენეტიკურად მართლმადიდებელ ერს”, რომ მის რელიგიაში სულ ოდნავი ცვლილებაა: ღმერთს იესო კი არა მარდუქი ქვია. თუ თქვენ ამას განაცხადებთ, გგონიათ ვინმე გააპროტესტებს? თქვენ განძარცვეთ ქართული ეკლესია ქრისტიანობისაგან, ხოლო თქვენგან დამონებული და თქვენზე ფინანსურად დამოკიდებული სამღვდელოება შიშით ხმას ვერ იღებს.

თქვენ მოურიდებლად დასცინით საზოგადოებას. მაგალითად აცხადებთ, რომ ყოველ წელს, მართლმადიდებელი პატრიარქის მიახლოებისას, მდინარე იორდანე აღმა იწყებს დინებას! ამ აბსურდული განცხადებიდან ორი კვირის შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემია საპატიო წევრად გიღებთ. ალბათ ახლა გეოგრაფიაში რევოლუციური აღმოჩენისათვის. მართლაც სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს.

ჩვენი საზოგადოებისათვის მთავარი საშიშროებაა ის, რომ “მართლმადიდებლობის ფაქტორი” ეფექტურ იარაღს წარმოადგენს რუსეთის იმპერიული პოლიტიკისათვის. მონარქიის გაღმერთება, ფეოდალურ - ტოტალიტარული ღირებულებები, მონური მორჩილება, განათლებისა და პროგრესისის უარყოფა, ეთნიკური მესიანიზმი და რელიგიური ნაციზმი, სიძულვილი არამართლმადიდებელი ქრისტიანებისა და სხვა რელიგიების წარმომადგენელთა მიმართ, ანტიდასავლურობა და ანტილიბერალიზმი - აი, მსოფლმხედველობა, რომელსაც თქვენ ამკვიდრებთ და მალე ამაში საპატრიარქოს ტელეარხიც აქტიურად დაგეხმარებათ.

ჩემთან პირად საუბარში რამდენიმე მღვდელმთავარმა აღიარა, რომ თქვენ პირდაპირ მოსკოვიდან იღებთ ინსტრუქციებს. მხოლოდ მიმდინარე წელს განხორციელებული თქვენი პრორუსული ქმედებებიდან შევეხები რამდენიმეს:

ორი წლის წინ, პრეზიდენტ პუტინის ინიციატივით, მოსკოვის საპატრიარქომ დაიწყო რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის მიერთების პროცესი. ეს ეკლესია განხეთქილებაში იმყოფება მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიასთან და იმითაც გამოირჩევა, რომ არა მარტო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასაც არ აღიარებს და მას ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიებად მოიხსენიებს. ამ პროცეში კრემლს დასჭირდა სხვა მართლმადიდებელი პატრიარქის მხარდაჭერა. 2006 წლის 7 მაისს თქვენ, საქართველოს ეკლესიის სახელით მიმართვა გაუგზავნეთ რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის სინოდს და მოსკოვის საპატრიარქოსთან შეერთებისაკენ მოუწოდეთ. მაშინ, როდესაც მოსკოვის საპატრიარქომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეპარქიების ფაქტიური ანექსია მოახდინა, რომელიც თქვენ სათანადოდ არასოდეს გაგიპროტესტებიათ, როდესაც კოკოითის “ინაგურაციას” ესწრება მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენელი ეპისკოპოსი თეოფანე აშურკოვი და თქვენ ამაზე დუმხართ, საქართველოს ეკლესიის სახელით ეხმარებით მოსკოვს მისი იმპერიული გეგმების განხორციელებაში! თან რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის სქიზმატ ეპისკოპოსებს ქრისტესმიერ ძმებს უწოდებთ, მაგრამ ამაზე ქვემოთ.

შემოდგომაზე კრემლმა ქართველების ეთნიკური ნიშნით დევნა დაიწყო რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. თქვენ ეს არ გაგიპროტესტებიათ, პირიქით, 8 ოქტომბერს მოსკოვის პატრიარქს სერგი რადონეჟელის დღესასწაული მიულოცეთ და დღეგრძელობა უსურვეთ. მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაცია “რელიგიური საკითხების შემსწავლელი ცენტრის” პროტესტის შემდეგ გახდით იძულებელი გამოგექვეყნებინათ ფაქტიურად არაფრისმთქმელი ტექსტი.

XX საუკუნის დასაწყისში ქართველმა ხალხმა თავდადებული ბრძოლით მოიპოვა ეკლესიის ავტოკეფალია. ახლა უკრაინელი ხალხი იბრძვის რუსეთის ეკლესიური მარწუხებისაგან გასანთავისუფლებლად და ამ ბრძოლაში თქვენ, საქართველოს ეკლესიის სახელით რუსეთის მხარეზე დადექით. 2006 წელს თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, წმინდა სინოდმა და საპატრიარქომ რადენჯერმე დაგმეთ უკრაინელი მართლმადიდებლების ბრძოლა თავისუფლებისათვის და უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესია - კიევის საპატრიარქო. მის პატრიარქსა და ეპისკოპოსებს სქიზმატები უწოდეთ. რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის ეპისკოპოსები კი ქრისტესმიერი ძმები არიან? ეგ იმიტომ, რომ ერთი და იმავე უწყების გენერლები ბრძანდებით? აქ მეც მიმაყოლეთ, რადგან, როგორც შემეძლო მხარი დავუჭირე უკრაინელ ძმებს და კიევში, უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში, ქართული სამრევლო დავაარსე, რისთვისაც კიევისა და სრულიად უკრაინის პატრიარქმა უწმინდესმა ფილარეტმა საეკლესიო ორდენით დამაჯილდოვა.

ცნობილია, რომ რუსეთმა საქართველოს ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა. მოახლოებული ზამთრის პირობებში შეიქმნა საშიშროება, რომ საქართველო გაზის გარეშე დარჩებოდა. საქართველოს მოსახლეობის გაზით უზრუნველყოფის პროცესში მთავარი როლი აზერბაიჯანს ეკისრებოდა, რომელიც რუსეთის ძლიერ ზეწოლას განიცდიდა. სწორედ ამ დროს საპატრიარქომ ატეხა რელიგიური ისტერია იმის თაობაზე, რომ თითქოს აზერბაიჯანი გვართმევს დავითგარეჯის მონასტერს და აზერბაიჯანელი მესაზღვრეები შეურაცხყოფენ ჩვენს სიწმინდეებს, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება გაზის სანაცვლოდ ჩვენს სიწმინდეებს უთმობს მუსლიმ აზერბაიჯანელებს. ეს ისტერია სიხარულით აიტაცა კონსერვატიულმა პარტიამ და მრევლსა და ახალგაზრდობას მანიფესტაციებისაკენ მოუწოდა. უცბად ყველამ, დეპუტატებმა, პოლიტიკოსებმა, სასაზღვრო პოლიციეს მაღალჩინოსნებმა რელიგიურ - პატრიოტული დემეგოგია დაიწყეს. მრევლისა და პოლიტიკური პარტიების აქტივისტები ქუჩებში აგროვებდნენ ხელმოწერებს “ჩვენი სიწმინდეების” დასაცავად აზერბაიჯანელთა ხელყოფისაგან. მიზანი კი იყო ანტიაზერბაიჯანული განწყობების გაღვივება, სწორედ იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანს განუზომელი დახმარება უნდა გაეწია საქართველოსათვის და ამით გაეცრუებინა რუსეთის იმედები.

აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლები, მათ შორის დეკანოზი გრიგოლ აბულაძე, რელიგიურ - პატრიოტული დემაგოგიის გამოყენებით პერმანენტულად აწარმოებენ სომხური მოსახლეობის პროვოცირებას ჯავახეთში.

თქვენ წარმოაჩენთ ქართული პატრიოტიზმის ქვაკუთხედათ სიძულვილს მეზობელი ერებისა და საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მიმართ, მაშინ, როდესაც საზოგადოება პატრიოტიზმის ეტალონად გთვლით.

პრეზიდენტმა პუტინმა მრავალჯერ განაცხადა, რომ დაინტერესებულია საქართველოში არსებული ხელისუფლების დამხობით. დარწმუნებული ვარ, რომ ამის მცდელობა თქვენი და თქვენი კლანის თაოსნობით მოხდება. საპატრიარქო ატეხავს რელიგიურ - პატრიოტულ ისტერიას და ხელისუფლების წარმომადგენლებს მართლმადიდებლობისა და ქართველობის მტრებად და “იაღოველებად” გამოაცხადებს. ამას სიხარულით აიტაცებენ რუსეთის მიერ მართული პოლიტიკური პარტიები და პროცესიც დაიწყება … თქვენ კი ისევ ერის უბიწო მამად დარჩებით.

მე მხოლოდ ერთი კითხვა მაწვალებს: ნუთუ ყველაფერ ამას და უამრავ სხვას ვერ ხედავს ჩვენი საზოგადოება? მრევლი, ჟურნალისტები, პოლოტოლოგები, ისტორიკოსები? ნუთუ საზოგადოება ასე დაბრმავებულია და თქვენი კრიტიკა ასე ტაბუირებული?

ქართველი სამღვდელოება დღეს წარმოადგენს პრივილეგირებულ კასტას, რომელში გაწევრიანებისათვის არ არის საჭირო ინტელექტი, განათლება, ზნეობა და კულტურა. მის წევრებს ისედაც არ აკლიათ ფული და პატივისცემა.

ამიტომ მზად არიან დაგლიჯონ ყველა ვისზედაც თქვენ მიუთითებთ, მაგრამ მე ვერ გამტეხავთ!

თქვენო უწმინდესობავ, კატეგორიულად მოვითხოვ დაუყოვნებლივ მოიწვიოთ წმინდა სინოდის კრება ჩემი საკითხის განსახილველად და ოფიციალურად, წერილობით გამომიძახოთ ამ კრებაზე, რათა მომეცეს ჩემს მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემის საშუალება.

დეკანოზი ბასილ კობახიძე

26 დეკემბერი, 2006 წელი. თბილისი
ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Ссылка:
Скрыть ссылки на пост
Показать ссылки на пост

Аватара пользователя

Shave
Сообщения: 601
Зарегистрирован: 18 сен 2009, 08:55
Поблагодарили: 1
Пол:
Russia

Re: Священнослужители и спецслужбы

Сообщение Shave » 02 ноя 2009, 23:52

Это настоящий скандал.
Орден вернул совершенно правильно.
Если его за это еще и преследовали- даже не знаю,что сказать.
Позор.
В государстве метрономов- синкопы вне закона.

Ссылка:
Скрыть ссылки на пост
Показать ссылки на пост

Аватара пользователя

robizon
Сообщения: 3304
Зарегистрирован: 19 сен 2009, 21:25
Награды: 3
Благодарил (а): 22
Поблагодарили: 244
Georgia

Re: Священнослужители и спецслужбы

Сообщение robizon » 03 ноя 2009, 00:18

Как говорится, комментарии излишни !
Это в целом о персоналиях в материалах и фотографиях выше ! :(

Ссылка:
Скрыть ссылки на пост
Показать ссылки на пост

Аватара пользователя

irakly
Админ
Сообщения: 77564
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 9895
Поблагодарили: 16433
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: Священнослужители и спецслужбы

Сообщение irakly » 03 ноя 2009, 00:43

Я заявление не полностью перевел. Там еще полно интересных моментов. Кобахидзе был серьезно преследуем, его избивали и наносили всяческие оскорбления. Выгнали из церкви и потом еще мешали получить работу.
Я был неприятно удивлен. Ведь действительно Кобахидзе был фактически изолирован от общества. У него не было возможности нормально обратиться через прессу и телевидение и привлечь внимание общества.
Так как авторитет церкви в народе был высок власти не решались открыто критиковать ГПЦ. Итак оппозиция кричала что власть борется с церковью, с духовностью, с православными традициями.
Если это все правда, а это очень похоже на правду, то ситуацию в ГПЦ нужно менять. Церковь не должна быть застойной организацией, напичканой агентами иностранного государства и карьеристами.
Об этом рано или поздно придется говорить открыто и это время кажется уже пришло. Мое мнение, что в церкви нужны серьезные реформы.
ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Ссылка:
Скрыть ссылки на пост
Показать ссылки на пост

Аватара пользователя

Jordano
Сообщения: 1870
Зарегистрирован: 18 сен 2009, 03:17
Награды: 3
:
Джентльмен Благодетель
Активист
Благодарил (а): 68
Поблагодарили: 88
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: Священнослужители и спецслужбы

Сообщение Jordano » 03 ноя 2009, 03:48

карточки сами по себе не доказательство -их должны изучать соответствующие органы, комиссии -и выносить вердикт о подлинности.

гораздо важнее сегодняшняя деятельность. обнималки с дзасоховым, хомерики и т.д. ослиное упорство в сохранении "братских отношений" , нескромная жизнь, подходящая скорее какому-то дельцу, чем церковнику и многое другое.

Росс. сми кстати похоже радеют о патриархе не меньше чем его грузинские почитатели..

http://www.regions.ru/news/2247726/
ГРУЗИНСКИЕ ШОВИНИСТЫ ОБРУШИЛИСЬ НА ПАТРИАРХА ИЛИЮ

из той же статьи кстати, высказывания" прогрессивной интеллигенции "
Грузинская общественность шокирована. Поэт Резо Амашукели заявил: "Если снять с Теи Тутберидзе обувь, мы обнаружим копыта. Единственная опора и хозяин для Грузии - это патриарх. А российскими агентами кишит правительство. Патриарх - это единственная сила, которую решили убрать тогда, когда Саакашвили пришел к власти. Мы ведь уже больше не нация. Плевал я на Грузию, что сразу же на второй день после показа этих клипов никто не вышел на улицы, оставили Тею Тутберидзе без ответа, разве это нация?"
А актер Отар Мегвинетухуцеси сказал: "Если на улице я случайно наткнусь на Тию Тутберидзе, оттаскаю за волосы. Как она посмела? Бесстыдству ее и ей подобных нет предела. Этих негодяев надо обезглавить, как свиней".

Ссылка:
Скрыть ссылки на пост
Показать ссылки на пост

Аватара пользователя

Jordano
Сообщения: 1870
Зарегистрирован: 18 сен 2009, 03:17
Награды: 3
:
Джентльмен Благодетель
Активист
Благодарил (а): 68
Поблагодарили: 88
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: Священнослужители и спецслужбы

Сообщение Jordano » 03 ноя 2009, 05:49

Кстати о карточках

ув.batoni-levani пишет насчет "агентских карточек" (И Ильи в частности):
http://darbazi.info/index.php?option=co ... opic&id=10

""....затронута та же самая тема, на этот раз с «подтверждающими» ее фотокопиями документов о персональном составе агентов.

Что я могу сказать? Очень хорошо знаю, как оформлялся гриф «Совершенно секретно» на документах в славную советскую эпоху, сам постоянно оформлял их в течении не менее 12 лет, когда был руководителем НИР в области фундаментальных и поисковых работ в интересах обороны страны, выполняемых по заказу одной милой комиссии, сидевшей тогда внутри Кремлевской стены. Вы меня уж извините, но клочок бумаги (или даже картона), написанный вкривь и вкось от руки, никак не мог быть снабжен таким серьезным грифом, притом рядом не указано ни число экземпляров, ни кое-какие другие атрибуты, непременно прилагаемые к таким серьезным документам. Конечно, существовали рабочие документы с этим грифом, которые заполнялись от руки, но это были очень специальным образом оформленные т.н. рабочие тетради. Поэтому, в первую очередь с точки зрения оформления, это выглядит как немного убогая провокация.

Что же касается содержания, то здесь я не все понял. Общественности хорошо известно, что например, репутация г-на Рамаза Климиашвили, мягко говоря, очень подмочена. Но что касается репутации Ираклия Шиолашвили, то дело здесь обстоит несколько иначе. Кроме того, как я знаю, появление Ильи в Грузии произошло сразу после воцарения Шеварднадзе и было расценено как избавление от предыдущего местоблюстителя (кажется, Кератишвили), обвиненного в элементарном воровстве церковных ценностей и осужденного по требованию общественности тогда же на 15 лет (тогда же я читал ходившие по рукам протоколы судебных заседаний) – кстати, этот эпизод нашей церковной истории хорошо отражен в одном из произведений покойного Нодара Думбадзе. Кроме того, именно тогда стала восходить звезда Звиада Гамсахурдия, который сыграл очень значительную роль в низвержении Кератишвили, правда, сам рассчитывал занять его место и был очень обижен, что оно ему не досталось.

Против этих эпизодов возражать невозможно, их прекрасно знает вся наша общественность, поэтому как-то странно выглядит та строка этой «карточки», что он был завербован в 196-каком-то году, как я могу разглядеть, в 1962 г. Весь всем хорошо известно, что Илья был вызван из Москвы именно после воцарения Эдика, а до этого он занимался богословскими исследовательскими работами в Московской духовной семинарии и защитил там кандидатскую диссертацию в области богословия. Мог ли он на указанную дату быть митрополитом, как написано в «карточке»? Может быть, на дарбази есть участники, более подробно знакомые с биографией Ильи и могут сопоставить ее шаги с датой воцарения Эдика? Прошу помощи!

Однако, мне кажется, что представленная г-ном daxure визуальная информация содержит гораздо более тонкое и весьма серьезное противоречие. Как всем известно, продвижение по иерархии Православной церкви в СССР проходило под строгим контролем Идеологического отдела ЦК, например, тот же Кератишвили был назначен по личной протекции хорошо известной старшему поколению Вики Сирадзе (кстати, в закате ее звезды во времена Эдика обвиняют именно этот эпизод). Поэтому для того, чтобы добраться до ключевого в церкви звания митрополита, нужно было пройти немалый путь под контролем партийных органов, а он, как все прекрасно знают, осуществлялся руками КГБ. Отсюда следует, что если этот путь уже пройден, то его носитель либо (что было большой редкостью) ЕЩЕ НЕ завербован госбезопасностью, либо УЖЕ завербован на том этапе его карьеры, когда он был, в лучшем случае, молодым священником, а обычно – когда он был слушателем Духовной академии. Поэтому в то, что Илья добрался до митрополитского звания, не будучи завербованным органами, еще поверить можно (хотя именно здесь могут возникнуть наибольшие сомнения), но в то, что он, добравшись до такого высокого звания, вдруг воспылал любовью к органам госбезопасности и заключил договор с дьяволом – простите меня, г-н daxure, но это выглядит как-то уж слишком неубедительным!""(с) batoni-levani

Ссылка:
Скрыть ссылки на пост
Показать ссылки на пост

Аватара пользователя

irakly
Админ
Сообщения: 77564
Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
Награды: 5
Откуда: Tbilisi
:
Фоторепортер Джентльмен
Благодетель Футболист
Активист
Благодарил (а): 9895
Поблагодарили: 16433
Пол:
Georgia
Контактная информация:

Re: Священнослужители и спецслужбы

Сообщение irakly » 08 ноя 2009, 14:07

Кого пригласил в грузию агент "ивериели"
arisstofan
7 ноября, 17:58

уже 16 августа 2008 года
фсб рф через своего агента митрополита кирилла (агентурная кличка - "михайлов")
посредством Первого канала российского телевидения
продублированного всеми основными телеканалами рф и радиостанциями рф
передало инструкции агенту "ивериели" патриарху грузии илии второму
и его окружению

богоотступники и национал-предатели выполняют эти инструкции неукоснительно

http://arisstofan.livejournal.com/146355.html
ძალა ერთობაშია!
Putistan delenda est

Ссылка:
Скрыть ссылки на пост
Показать ссылки на пост


Вернуться в «Религия»



Кто сейчас на конференции

Сейчас этот форум просматривают: нет зарегистрированных пользователей и 1 гость