გვეშველება რამე?
-
irakly
- Админ
- Сообщения: 80626
- Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
- Награды: 5
- Откуда: Tbilisi
- Благодарил (а): 12961 раз
- Поблагодарили: 20294 раза
- Пол:

- Контактная информация:
Re: გვეშველება რამე?
სტალინის ხატი დავასვენოთ სიონში ჩქარა!
ქრისტიანობის მაგალითს გვაძლევსო -
წმინდანმა ბრძანა!
მალე შევრაცხავთ მასაც წმინდანად!
მისთვის ადგილის პოვნა წმინდანებში თუ გაგვიჭირდეს,
განვცხრილავთ სიას და ამოვშლით
ილია მართალს, თაყაიშვილს და კიდევ ვინმეს...
რაში გვჭირდება ჭავჭავაძე? მოძველდა მისი აზროვნება!
ენა, მამული, სარწმუნოება - რაში გვარგია?
ცოლი კუხნაში, ღიპი, ჯიპი, ნეველის ძვალი -
ამაზე კარგი რა გაგვაჩნია?
ცხინვალი არა, იხვის ტოლმა!
სოხუმი? ზღვაზე როა?
ააა, აფხაზეთი ეგ არი ალბათ!
კი, აფხაზეთი ჩემი ტკივილია!
დამისხი ერთი, ძმაო!
აფხაზეთის ომში დაცემულ ქართველ ვაჟკაცებს გაუმარჯოს!
დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Putistan delenda est
-
irakly
- Админ
- Сообщения: 80626
- Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
- Награды: 5
- Откуда: Tbilisi
- Благодарил (а): 12961 раз
- Поблагодарили: 20294 раза
- Пол:

- Контактная информация:
Re: გვეშველება რამე?
ქართული საზოგადოების პოსტკოლონიური კოგნიტური დისონანსი

გიორგი იმედაშვილი
ჩაადაევი ამბობდა, არ შემიძლია თვალდახუჭულს მიყვარდესო ჩემი ქვეყანა. მოდით, ამას ნურც ჩვენ შევეცდებით. მიუხედავად უძველესი ენის და უმდიდრესი ისტორიისა, სათქმელია, რომ ქართველი ერი ისევ დეკოლონიზაციის ეტაპზე იმყოფება და მას, როგორც ერთიან ორგანიზმს, ჯერ კიდევ ვერ მოუშუშებია ის ღრმა ჭრილობები, რომლებიც ორასწლიანმა რუსულმა ბატონობამ მიიყენა. ორი საუკუნის მანძილზე რიგითი ქართველისთვის მთლიანად სახელმწიფოცა და მისი მთავრობაც მტერი იყო. აქედან გამომდინარე, რასაკვრიველია, ნელ-ნელა გაქრა სახელმწიფოებრიობის გრძნობა. მით უმეტეს, რომ არც რუსეთის იმპერია და არც საბჭოთა კავშირი არ წარმოადგენდა მოქალაქეთათვის შექმნილ სახელმწიფოს. პირიქით, ორივე შემთხვევაში, თითოეული ადამიანი ერთგვარად სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა, მის საკეთილდღეოდ უნდა ეშრომა და ეცხოვრა. ჩვეულებრივ ადამიანებს არათუ საკუთარი შრომით მოპოვებული ქონება, არამედ საკუთარი თავიც კი არ ეკუთვნოდათ. თუნდაც „ბატონ- ყმობა“ გავიხსენოთ, ანდაც მისი გაუქმების შემდგომ შექმნილი წესრიგი, გნებავთ უფრო მოგვიანო კომუნისტური გაკულაკებები და კოლექტივიზაცია. ეს თვითონ რუსული მოსახლეობისთვისაც ასე იყო - სახელმწიფო მათ იყენებდა, როგორც მშვიდობიანობის, ისე ომის დროს. არ იცავდა და არ ზრუნავდა მათზე. მაგრამ, დაპყრობილი ერებისათვის ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძიმე გადასატანი აღმოჩნდა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. მაგალითად, ქართველები რუსეთის იმპერიის ოფიციალური პოლიტიკით მხოლოდ მეორეხარისხოვან მოქალაქეებს წარმოადგენდნენ და აქედან გამომდინარე, მათთვის კიდევ უფრო რთულდებოდა ამ სახელმწიფოში წარმატების მიღწევის გზა. ეს ყვლაფერი ძალიან დიდხანს გაგრძელდა და კიდევ უფრო დამძიმდა საბჭოთა კავშირის დროს, ამან კი ქართველი ერი საბოლოოდ შეაგუა შექმნილ წესრიგს, რომელშიც წარმატების მიღწევა, ერთგვარი „დაწინაურება“ მხოლოდ უსინდისობის, ცბიერების, ტყუილებისა და მლიქვნელობის გზით შეიძლებოდა.
ხშირად მაქვს ურთიერთობა სტუდენტებთან, რომლებმაც დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლა გადაწყვიტეს. დამეთანხმებით, დღეისათვის საკმაოდ პოპულარული პროფესიაა. როდესაც სტუდენტებს ვეკითხები, თუ როგორი თვისებების მატარებელი უნდა იყოს ჭეშმარიტი დიპლომატი, მათი უმრავლესობა მპასუხობს, რომ წარმატებული დიპლომატი უნდა იყოს ცბიერი, ეშმაკი, მატყუარა (თანაც ეს არ უნდა ეტყობოდეს), გაქნილი, გაიძვერა და უსინდისო, ამ დროს, არავინ ახსენებს მაგალითად იმას, რომ დიპლომატი უნდა იყოს იყოს გამჭრიახი, მცოდნე და ერთგული საკუთარი სამშობლოსი. ამ ცალსახად უარყოფითი დახასიათების შემდეგ გულწრფელად მიკვირს, თუკი მართლაც ასე ფიქრობენ, რატომ გადაწყვიტეს ამ ახალგაზრდებმა თავად იქცენ, მათი აზრით, მდაბალი თვისებების მქონე პირებად. პასუხი ერთია. მიუხედავად იმისა, რომ ცხადად აცნობიერებენ ამ სიტყვების უარყოფით დატვირთვას, მათთვის სწორედ გაიძვერობა, უსინდისობა და ეშმაკობა ასოცირდბა წარმატებასთან. ეს, რასავრიველია, მოდის იმ რეალობიდან, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება. აშკარაა, რომ კოლონიურმა წარსულმა ქართველი ადამიანების გონებიდან თითქმის მთლიანად გააქრო სახელმწიფოებრიობის ცნება და როგორც მეორეხარისხოვან, დამონებულ საზოგადოებას შეეფერება მხოლოდ აწმყოზე მზრუნველი ჟინი დატოვა. მნიშვნელოვანი გახდა ყოველდღიურად ფიზიკურ გადარჩენაზე ზრუნვა და სამომავლო პერსპექტივები უმნიშვნელო გახდა. გავიხსენოთ ჩეზარე ბეკარიას ცნობილი სიტყვები - „დამონებული ხალხი მეტად ჟინიანი და უფრო უმოწყალოა, ვიდრე თავისუფალი ხალხი, ეს უკანასკნელნი ესწრაფვიან მეცნიერებებს, ზრუნავენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე, აფასებენ ღირსეულ პიროვნებებს და ცდილობენ მათ მიბაძვას, მაშინ, როცა დამონებული ხალხი, რომელსაც მხოლოდ აწმყო ადარდებს, სიშლეგესა და თავდავიწყებაში ეძიებს შვებას იმ სიცარიალისგან თავდასაღწევად, რომელშიც გამომწყვდეულნი არიან“. ამგვარად, კოლონიზაციის პერიოდში „წარმატებული“ პიროვნება აუცილებლად ასოცირდებოდა ერთგვარ უსინდისობასთან, რაც უკავშირდებოდა კოლონიზატორებთან წარმატებულ თანამშრობლობას, რის გარეშეც წინსვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.
კომუნისტების დროს კიდევ უფრო დამძიმდა „წარმატებული ადამიანის“ მორალური მდგომარეობა, მას არამხოლოდ უწევდა დამპრყობელთან თანამშრომლობა, არამედ წარმატების მოსაპოვებლად სულ უფრო ხშირად უხდებოდა ახლობლებისა და თანამოქალაქეების გაწირვა, სინდისსა და ნამუსზე გადაბიჯება. ამავდროულად, იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო არ იყო მოქალაქეთათვის შექმნილი, „შეიძლებოდა“ სახელმწიფოს საკუთრების მითვისება, მოპარვა, გასხვისება და ასე შემდეგ. რამაც ქართველ ერს არამხოლოდ სახელმწიფოებრიობის ცნება დაუმახინჯა, არამედ გაუქრო საზოგადო საკუთრების განცდაც. კომუნისტური სოციალიზმის ვითომდა კოლექტიური საკუთრების დამახინჯებული მოდელი იქცა „სახელმწიფო საკუთრების“ მოდელად და ხალხიცა და ყველანაირი საკუთრებაც მთლიანად „უცხო“ სახელმწიფოს ხელში მოექცა. ამგვარად, ხალხისთვის ის რაც წესით ყველასი უნდა იყოს (ქუჩა, სკვერი, თავად სახელმწიფოც), გახდა „არავისი“, აქედან გამომდინარე კი მივიღეთ მძიმე მოცემულობა, როდესაც ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილისათვის წარმატება ასოცირდებოდა ოკუპანტთან გაქნილი და ცბიერი ხერხებით თანამშრომლობასთან, ანდაც სახელმწიფოს ქონების მითვისებასთან.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა ხალხმა მოიპოვა სახელწმიფოებრიობა, მან ჯერჯერობით ვერ მოახერხა ამგვარი წარმოდგენებისაგან გათავისუფლება. სწორედ ამიტომ, მომავალ დიპლომატებს ჰგონიათ, რომ ცბიერება, გაქნილობა, ეშმაკობა და უსინდისობა დაეხმარებათ მათ წარმატების მიღწევაში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ამ სიტყვების უარყოფითი დატვირთვა ნელ-ნელა სუსტდება და შესაძლებელია მათ შეიძინონ დადებითი ელფერიც. ახალგაზრდებს ვერც გავამტყუნებთ, ვინაიდან ისინი ცხადად უყურებენ როგორ იქცევიან მათი უფროსი თაობის წარმომადგენლები, მაგალითად, როგორ იცვლის გადაწყვეტილებას წელიწადში ორჯერ ერთ-ერთი თანამდებობის პირი ჯერ „ღირსეული“ ტირილით სამსახურიდან წასვლის და შემდეგ უკან მიბრუნების თაობაზე. იგევე ხდება სხვა პროფესიების შემთხვევაშიც. კაცმა რომ თქვას, სწორედ ამიტომ მოსწონდათ შევარდნაძეც, რომლის მისამართითაც ეშმაკობა და ცბიერება ღიად საქებარ სიტყვებს წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, როგორც უკვე ვახსენე, ამ სიტყვებს ეკარგებათ ფასი, მაგრამ მათი უარყოფითი დატვირთვა ბოლომდე არ ქრება და სწორედ ეს იწვევს ქართული საზოგადოების კოგნიტურ დისონანსს.
კოგნიციები (რწმენები, ცოდნა, იდეები) დისონანსური ანუ წინააღმდეგობრივი ხდება, ვიცით რომ ტყუილი ცუდი და ამორალურია, მაგრამ გვგონია, რომ ის წარმატებას მოგვიტანს აქედან გამომდინარე გვინდა ვიყოთ მატყუარები, მაგრამ ამ შემთხვევაში კოგნიციები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის და ეს ყველაფერი ლეონ ფესტინგერის ფსიქოლოგიური თეორიის თანახმად იწვევს ადამიანების დათრგუნვას. სამწუხაროდ, ჩვენში ეს ყველაფერი ცხოვრების წესად იქცა და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმ საყოველთაო დეპრესიული მდგომარეობისა, რომელიც საქართველოშია გამეფებული.
მონობა გაგრძლდება იქამდე, სანამ ჩვენში ცოცხალი იქნება მონური თვისებები, ეს ცხადად უნდა გავაცნობიეროდ, თუ ამ თვისებების დამარცხება გვინდა. ამაში საშიში არაფერია, უბრალოდ ასეთი მენტალიტეტის დამარცხებას სჭირდება მუხლჩაუხრელი, ყოველდღიური შრომა საკუთარ თავსა და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაზე. განათლება, სწორედ ის არის საუკეთესო გამოსავალი დეკოლონიზაციის პროცესის სწრაფი დასრულებისათვის. მონობაში დაბადებული და მცხოვრები კაცისთვის ფარისევლობა, უწესობა, ცბიერება და უსინდისობა წარმოადგენს სიბრძნეს და წარმატებისენ მიმავალ ერთადერთ გზას და ამგვარ საზოგადოებაშიც სწორედ ამ თვისებების მქონე ადამიანები ითვლებიან მისაბაძებად. ეს კი თავისუფალი საზოგადოების შესაქმნელად არავითარ შემთხვევაში არ გამოდგება. პოლიტიკაც, დიპლომატიაც, ყოველგვარი ბიზნესიცა და საბანკო საქმეც იქამდე იქნება ვითომდა „უსინდისო სფერო“, სანამ ამით უსინდისო ადამიანები არიან დაკავებული. როგორც ჰენრი დევიდ თორო იტყოდა, სინდისიანი ადამიანებს კორპორაცია, ვერ იქნება უსინდისო კორპორაცია.
http://iveria.biz/1576--.html

[video]https://www.youtube.com/watch?v=broNIve4cZ0[/video]
დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Putistan delenda est
-
ивс
- Сообщения: 8458
- Зарегистрирован: 12 ноя 2009, 19:37
- Награды: 4
- Благодарил (а): 1636 раз
- Поблагодарили: 1897 раз
- Пол:

Re: გვეშველება რამე?
Мне больше "понравился" сторонник русской интеллигенции.irakly писал(а):[video]https://www.youtube.com/watch?v=broNIve4cZ0[/video]
-
irakly
- Админ
- Сообщения: 80626
- Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
- Награды: 5
- Откуда: Tbilisi
- Благодарил (а): 12961 раз
- Поблагодарили: 20294 раза
- Пол:

- Контактная информация:
Re: გვეშველება რამე?
[video][/video]
დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Putistan delenda est
-
irakly
- Админ
- Сообщения: 80626
- Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
- Награды: 5
- Откуда: Tbilisi
- Благодарил (а): 12961 раз
- Поблагодарили: 20294 раза
- Пол:

- Контактная информация:
Re: გვეშველება რამე?

Margot Lescaut
ყველა ჩოხიანი პატრიოტი და მამულიშვილი (როგორ მეზიზღება ეს ორივე სიტყვა უკვე) რუსეთის მოტრფიალეა და ერთი სული აქვს ევრაზიულ კავშირში ამოყოს თავი. არადა ხო პირიქით უნდა იყოს, ბოლოს და ბოლოს ყველა ცხრა აპრილიდან მოვდივართ, მთელი ერი რო ერთიანად იყო ანთებული რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ხო უკუღმართი ერი ვართ, უპრინციპო, უღირებულებო. გვეგონა დამოუკიდებობის მერე ტახტზე წამოწვებოდა ქართველი და ტრაკს დაუკოცნიდნენ მარტო იმიტომ რომ ოქროს საწმისი ჩვენი იყო ერთ დროს და მსოფლიოს "თოთხმეტი" ანბანიდან ერთი ჩვენია. ეგონა რო ევროპაშიც ორი ბოთლი "ჩაჩა" და ერთი თავი სულგუნი ჩაუწყობდა საქმეს, როცა დასჭირდებოდა, თვითონ კი "ჩაკრულოს" იმღერებდა ან ხორუმს იცეკვებდა. რო ვერ მიართვეს ეხლა ევროპაზეა გაბრაზებული და იმაში სდებს ბრალს, რისთვისაც თვითონ დაეთრეოდა 37 მანეთად მატუშკა რასიაში და მერე ამაყად ყვებოდა როგორ დაადღნა თავზე მძინარე ქმარს ცოლი გვერდით საწოლში. აესეთია საშუალო სტატისტიკური ქართველის მენტალობა. ცხოვრობდე ევროპაში და ამერიკაში და აგინებდე იმ ქვეყნებს რომელმაც შეგიფარა, ოჯახი შეგანახა წლობით, განვითარების ამხელა საშუალებას გაძლევს და მაინც აგინებ და იქიდანაც რუსეთს ეტრფი, ეს მხოლოდ რუსის და ქართველის ტვინში იხარშება. ეს არასოდეს მოიხარშება სომეხის ტვინში მიუხედავად იმისა რომ ფაქტობრივად რუსების ხელში არიან და ბედის უკუღმართობით ყველაზე უარესი გეოპოლიტიკური ადგილდმებარეობა ერგოთ კავკასიაში. არც აზერბაიჯანელის ტვინში მოიხარშება, მტერ-მოყვარეს ეგენიც კარგად არჩევენ.
ხმა მომივიდა ბედუკაძე ხაჩიშვილთან პარტიაში ჩოხიანი ტიპები გაიჩითნენო, და ფრთხილად იყავით ემაგ ხანჯლებზე არ წამოეგოთ. ვერ ეღირსებით. სხვა თაობა მოდის რომელიც მალე ისტორიულ სანაგვეზე მოისვრის ყველა 37 მანეთიანს. და ვიცი, ჩემი თვალით დავრწმუნდი. რამდენჯერმე სხვა საქართველო ვნახე, ყველაზე ნაღდი და ყველაზე კარგი საქართველო, რომლებმაც რუსულიც კი არ იციან, არც ის იციან ორი ბოთლი ჭაჭით და სულგუნით თუ შეიძლება საქმის ჩაწყობა, ისეთ დროს მოუწიათ გაზრდა, ის ავადსახსენებელი 9 წელი ხო თითქმის მათი ცხოვრების ნახევარია. სამაგიეროდ საერთო გასაჭირში ერთად დგომა იციან და შიშველი ხელებით შრომა. შარშან დავინახეთ ეს და ნურავის ექნება იმედი იმ დროში დაგვაბრუნონ "ქართველი ოფიციანტი რომ არ არსებობდა".
ამათი დრო წავიდა და არც არასოდეს ყოფილა ისტორიულ საქართველოში, რუსეთის შემოჭრამდე!!!
დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Putistan delenda est
-
irakly
- Админ
- Сообщения: 80626
- Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
- Награды: 5
- Откуда: Tbilisi
- Благодарил (а): 12961 раз
- Поблагодарили: 20294 раза
- Пол:

- Контактная информация:
გვეშველება რამე?
დიდება საქართველოს! Слава Україні! Жыве Беларусь! Yaşasın Azərbaycan! қазақ халқына ынтымақ !
Putistan delenda est
Putistan delenda est
-
AlexCh
- Сообщения: 39197
- Зарегистрирован: 14 ноя 2009, 01:03
- Награды: 5
- Откуда: Не суй свой нос, Пиннокио Тут встретят с топором
- Благодарил (а): 6945 раз
- Поблагодарили: 18227 раз
- Пол:

- Контактная информация:
გვეშველება რამე?
То, что мы видим, зависит от того, куда мы смотрим. (с)М. Аврелий
Господа холуи, проходимцы, приспособленцы и просто идиоты! Не смейте меня учить любить Родину(с)АндрейМакаревич
Я НЕ ДЕРЖУСЬ никакой системы: я — искренно ищущий.(с)Михаил Бакунин
Господа холуи, проходимцы, приспособленцы и просто идиоты! Не смейте меня учить любить Родину(с)АндрейМакаревич
Я НЕ ДЕРЖУСЬ никакой системы: я — искренно ищущий.(с)Михаил Бакунин
-
irakly
- Админ
- Сообщения: 80626
- Зарегистрирован: 17 сен 2009, 12:26
- Награды: 5
- Откуда: Tbilisi
- Благодарил (а): 12961 раз
- Поблагодарили: 20294 раза
- Пол:

- Контактная информация:
გვეშველება რამე?
Levan Varazi
რამდენიმე წლის წინ მქონდა მცდარი შეხედულება, რომ მხოლოდ ჩემი და ჩემზე უფროსი თაობაა დედამოტყნული, რადგან სსრკ-ში მხოლოდ ერთეულები თუ გადაურჩნენ სულიერ გადედამოტყნულებას. ეხლა როგორც ვუყურებ, ქართული ახალგაზრდობა კიდევ უარესია. ეს ახალგაზრდობა ჩემი დროის პიონერებზე და კომკავშირელებზე უარესიცაა, რადგან სსრკ-ში არჩევანი არ იყო და ვისაც შედარებით კომფორტული ცხოვრება სურდა, ერთადერთი გზა ჰქონდა: კონფორმისტი გამხდარიყო (ყველას ვერ მოსთხოვ მოქალაქეობრივ გმირობას). ამათ კი ჰქონდათ არჩევანი; და ჰქონდათ ნათელი სურათი ორი ურთიერთგამომრიცხავი გზის: რუსეთისკენ (რომელიც ახალგაზრდებისთვის პირველ რიგში 9 აპრილთან და 8 აგვისტოსთან უნდა ასოცირდებოდეს) ან დასავლეთისკენ (რომელიც ასოცირდება ყველაფერთან, რის გარეშეც ახალგაზრდებს ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ). ეს უპირველეს ყოვლისა კახა ბენდუქიძის უნივერსტეტის სტუდენტებს ეხება: ამ უნივერსიტეტის ერთი პროფესორისგან გავიგე, რომ თურმე სტუდენტობის უმრავლესობას ხმა ”ქართული ოცნებისთვის” მიუცია. ამის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ან გპი-ს სტუდენტებზე საუბარიც კი ზედმეტია. მაშასადამე სწორედ ამ თაობაში და არა ჩემ და ჩემზე უფროსების თაობაშია საქართველოს დაცემის მიზეზი: ჩეკისტი ბაბუა და ქურდი მამა მალე დაიბრიდებიან, ამათ კი მთელი ცხოვრება აქვთ წინ. თანაც - სოციალურად ჰიპერაქტიური ცხოვრება, რადგან სსრკ-ს ბოლო ათწლეულის იმედგაცრუებულ, ცინიკოსებად ქცეულ პიონერებზე და კომკავშირლებზე ბევრად უფრო ”იდეურები” და ისტერიულები არიან ეს ახალგაზრდა ქართველი ”უფალოშეგვიწყალენ-ჩემიდედასშევეცი” გნიდები.